x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სიძემ საუდის არაბეთიდან ცოლზე უარი თქვა ქორწილში გადაღებული ფოტოების გამო
image


წყვილის ქორწილი საუდის არაბეთში სულ რაღაც ორი საათი გაგრძელდა.სასიძომ გაიგო, რა რომ ახალგამომცხვარმა ცოლმა დაარღვია საქორწინო კონტრაქტი, ქმარმა დაუყონებლივ გაყრა მოითხოვა.


მიზეზი ის გახლდათ, რომ პატარძალმა ქორწილში გადაღებული ფოტოები თავის მეგობრებს Snapchat-ის საშუალებით გაუგზავნა.


როგორც Daily Mail-ი იუწყება, სასიძოს ერთ-ერთი მოთხოვნა საქორწინო კონტრაქტში იყო ის, რომ პატარძალს არ უნდა განეთავსებინა საქორწინო ფოტოები Instagram-ზე Snapchat-ზე და Twitter-ზე.



"ეს იყო ერთ-ერთი სავალდებულო პუნქტი საქორწინო კონტრაქტში-განუცხადა პატარძლის ძმამ ადგილობრივ პრესას, -სამწუხაროდ ჩემმა დამ არ შეასრულა ეს მოთხოვნდა და ქორწილში გადაღებული ფოტოები Snapchat-ით საკუთარ დაქალებს დაუგზავნა, რასაც სიძისგან შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება მოჰყვა, დაუყონებლივ გაყრის თაობაზე."


ასეთმა გადაწყვეტილებამ პატარძლის და სიძის ოჯახებს შორის მწვავე დაპირისპირება გამოიწვია.გოგონას ოჯახს სიძის საქციელი არასამართლიანად მიაჩნიათ, თავის მხრივ სიძის ოჯახის წევრებმა აღნიშნეს, რომ "თუ პატარძალს ქორწინების პირველსავე წუთებში არ შეუძლია პირობის შესრულება, ამ ქორწინებიდან სასიკეთოს არც არაფერს უნდა ველოდოთ."


აღსანიშნავია, რომ თითქმის ანალოგიური სიტუაცია მოხდა შარშან იგივე საუდის არაბეთში, როდესაც ქორწილის პირველსავე ღამეს ქმარმა ცოლი გააგდო იმის გამო, რომ მთელი ღამე პატარძალი დაქალებს მობილურით ეჩატავებოდა, იმის მაგივრად, რომ ქმართან ეალერსა.

image

0
2194
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0