x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მარილი და ზეითუნის ზეთი გაგათავისუფლებთ ტკივილისგან 5 წლის მანძილზე
image


ადამიანების უმრავლესობა, როგორც წესი, როდესაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე სახის პრობლემა უჩნდება, მაშინვე მიდის და გამოწერილ მედიკამენტებს ყიდულობს. ეს ტრადიციული მედიცინის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა სწორია, თუმცა, ყოველთვის კარგი იდეა არა არის, რადგან ფარმაცევტულ პრეპარატებს ზოგჯერ გვერდითი მოვლენები ახასიათებს, რომელიც შესაძლოა ჯანმრთელობაზე აისახოს. ამ შემთხვევაში სჯობს ბუნებრივ ალტერნატივებს მიმართოთ. სინამდვილეში, მათ აქვთ იგივე ეფექტი, რაც აბებს, ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მეტიც კი, და ამასთან არ გააჩნიათ რაიმე სახის ზიანის მომტანი გვერდით მოვლენები.


ოსტეოჰონდროზს, რომელიც ძლიერ ტკივილებს იწვევს, შეიძლება ვუმკურნალოთ ამ ეფექტური ბუნებრივი საშუალებით, რომლის მომზადებას ადვილად შეძლებთ. ამისთვის მხოლოდ მარტივ ინსტრუქციებს უნდა მიჰყვეთ.


ინგრედიენტები:


10 ს.კ მარილი


20 ს.კ. არარაფინირებული ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი


მომზადების წესი:


აურიეთ ორივე ინგრედიენტი შუშის ქილაში, დაახურეთ ხუფი და დატოვეთ 2 დღის მანძილზე გრილ ადგილას. 2 დღის შემდეგ ეს ბუნებრივი საშუალება მზადაა მოხმარებისთვის.


გამოყენების წესი


წაისვით მტკივნეულ ადგილას დილით გაღვიძების შემდეგ. კარგად შეიზილეთ კანში. შენიშვნა: დაიწყეთ 2-3 წუთით, შემდეგ თანდათან დრო გაზარდეთ. 20 წუთი საკმარისი იქნება აღნიშნული პროცედურის ჩასატარებლად. ბოლოს აუცილებლად გაიწმინდეთ სველი პირსახოცით. ასევე შეიძლება გამოიყენოთ ბავშვის პუდრა არასასიამოვნო შეგრძნების შესამცირებლად, რომელიც შესაძლოა გაჩნდეს კანის მსუბუქი გაღიზიანების შემთხვევაში.


მიღებული შედეგი ნამდვილად გაგანცვიფრებთ – ეს საშუალება 10 დღის შემდეგ მოახდენს სისხლის მიმოქცევის სტიმულირებასა და ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციას. ამას გარდა, მისი წყალობით მოგეხსნებათ თავის ტკივილები, გაგიუმჯობესდებათ მეტაბოლიზმი და გათავისუფლდებით ტოქსინებისგან. მასაჟის შემდეგ შესაძლოა პირველ ხანებში თავბრუს ხვევა იგრძნოთ, თუმცა, შედეგზე თუ ვიფიქრებთ, ეს ამად ღირს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ მკურნალობას გვერდითი მოვლენები არ გააჩნია.


2
10537
13-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
10537
  
2017, 28 ნოემბერი, 0:03
:)
2017, 27 ნოემბერი, 0:34
მადლობა, კარგია
0 1 2