x
მეტი
  • 04.04.2020
  • სტატია:100952
  • ვიდეო:345653
  • სურათი:463696
გიგანტი ადამიანები- "დევები" ნამდვილად არსებობდნენ
კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ ძალიან ბევრი რამ გადაშენდა და მათზე მითებით ან მხოლოდ ლეგენდებით თუ ვიცით რაიმე, უამრავი მათგანი კი კვლავ გადაშენების პირასაა მისული. ჩვენი უმეტესი მათგანი დევებზე ზღაპრებით გაიზარდა და შვილებსა თუ შვილიშვილებსაც უამბობენ ასე ნაცნობ ზღაპარს ნაცარქექიაზე, თუ როგორ აბრიყვებს ჭკუით მომცრო ტანის კაცი ბუმბერაზ დევებს. ზღაპრის უმეტესი მათგანი არსებული რეალობიდან იღებს სათავეს და ის, რომ დევები- გიგანტი ადამიანები მხოლოდ ზღაპრებში არსებობენ, მცდარი ინფორმაციაა, ისინი დედამიწის უძველესი ერია და სწორედ მათ შესახებ მინდა გესაუბროდ დღევანდელ სტატიაში.


მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არქეოლოგიური თუ სხვათა გათხრების ჩატარების შედეგად არაერთხელ აღმოაჩინეს ადამიანის ჩონჩხის ანალოგი გიგანტური ძვლები, რომლებიც საუკუნეებით თარიღდება და ჩნდება მოსაზრება, რომ ჩვენი წინაპრები სწორედ რომ გიგანტი ადამიანები იყვნენ.



საჰარის უდაბნოში ქვის ხანის დროინდელი სამარხი აღმოაჩინეს. 2005-2006 წლებში აღმოჩენილი 5000 წლიანი 200 სამარხი ეკუთვნოდა გიგანტ ადამიანებს, რომელთა ძვლის სიმაღლე ორ მეტრამდე იყო.

image




სამარხები აღმოაჩინეს თურქეთშიც და ნაპოვნი ჩონჩხი დაახლოებით ხუთი მეტრი სიმაღლისაა, რადგან მისი მენჯის ძვალი 120 სმ-ია.

imageimage



ჩინეთში კი აღმოჩენილ სამარხებში მყოფი ძვლები 3-3, 5 მეტრი სიმაღლის ადამიანებს ეკუთვნოდა, რომელთა წონა 300 კგ უნდა ყოფილიყო.

image




ავსტრალიაში მღვიმეებში ანთროპოლოგებმა იპოვეს გაქვავებული კბილის სტრუქტურა, რომელიც 67 სმ სიმაღლისა და 42 სმ სიგანის ზომისაა. სტრუქტურა ადამიანის კბილის ანალოგია და მისი მფლობელი 7, 5 მეტრი სიმაღლის და 370 კგ უნდა ყოფილიყო. ანალიზის შედეგად კი ის ეკუთვნის 9 მილიონი წლის წინ მაცხოვრებელ ადამიანს.

imageimage



ეს ყოველივე კი სავარაუდოდ ანტიკური პერიოდისაა და სფინქსი, სტოუნჰენჯი, ეგვიპტის პირამიდები, სწორედ მათ მიერ, ამ გიგანტი ადამიანების ხელითაა აშენებული. ისინი არაამქვეყნიურ ენერგიასა და სიცოცხლის ძალას ფლობდნენ.



მეცნიერებმა და ანთროპოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს ინკების ქვები პერუში, რომელზეც მოცემული ნახატები მოწმობს ადამიანების დინოზავრებთან ცხოვრების ფაქტს და იმას, რომ ადამიანები ზომით თითქმის უტოლდებიან დინოზავრების ზომას. ეს მეტად უცნაური და ამოუცნობი ქვები დღეს უკვე 50 000-ზე მეტია აღმოჩენილი მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში, რომელთა დიამეტრი 1 სმ-დან 1, 5 მეტრამდეა. ქვებზე დეტალურადაა ასახული სტრუქტურა- ადამიანთა არსებობა დინოზავრებთან ერთად, თუ როგორ ჭამენ დინოზავრები ადამიანებს, ოპერაციის მსვლელობები ორგანოების ტრანსპლატაციით (გადანერგვა), უცნაური საფრენი აპარატები, რაც არც თუ ისე ადვილი პროცესია და შთამბეჭდავია ის, რომ უმაღლესი ხარისხითაა შესრულებული ყველაფერი, ვინაიდან დღემდე იდეალურადაა შემონახული ამ არტეფაქტების სტრუქტურები ქვებზე, რომლებიც არქეოლოგიური გათხრების შედეგად უძველეს სამარხებში აღმოაჩინეს. არც ის გახდა თანამედროვე მეცნიერებისთვის ცნობილი, თუ რა ხელსაწყოთი იქნა მოხატული ეს ქვები.

imageimage

გიგანტი ადამიანის ნაშთები აღმოჩენილია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში- მექსიკაში, პერუში, პენსილვანიაში, ტუნისში, ტეხასში, ფილიპინებში, სირიაში, მაროკოში, ავსტრალიაში, ესპანეთში, საქართველოში და სხვა... თუმცა მათი- გიგანტი ადამიანების გადაშენება გამოიწვია ბევრად უფრო ძლიერმა და მრავალფეროვანმა ცივილიზაციამ, ვიდრე ჩვენს გონებას წარმოუდგენია.

0
1065
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1065
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0