x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
საინტერესო ფაქტები მგლების შესახებ
imageმგელი ჭკვიანი, საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველია, მტაცებელთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი ძაღლისებრთა ოჯახისა, ბინადრობს თითქმის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, როგორც ტყეში ასევე მინდვრებში.
მეცნიერები განუწყვეტლივ ატარებენ კვლევებს მგლებზე, მათ ხასიათზე სოციალურ ქცევებზე და გზებზე, რომლებსაც ისინი იყენებენ თავის სარჩენად. დოქტორ სვორდის 50 წლიან დაკვირვებაზე დაყრდნობით, მან წარმოადგინა 5 ფაქტი ამ რუხი მტაცებლების შესახებ.

1. ტერიტორიის ზომა, რომელსაც მგლები აკონტროლებენ დამოკიდებულია ამ ტერიტორიაზე ნადავლის რაოდენობაზე და ხარისხზე. მგლების სამფლობელოს მოცულობა 50 კვადრატლი კილომეტრიდან ასეულ კვადრატულ კილომეტრამდე შეიძლება იყოს გადაჭიმული, იმ შემთხვევაში თუ ნადავლის რაოდენობა საკმარისი არ არის.

2. ჯგუფის ერთიანი ყმუილი კი არის შეტყობინება სხვა მგლებისთვის, რომ ეს ტერიტორია დაკავებულია. მგლები ადამიანებისთვის საფრთხეს მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში წარმოადგენენ. მგლებში დაავადებების და მათ შორის ცოფის გავრცელების საშიშროება ჩვენს დროში უფრო მცირეა და ასეა თუ ისე კონტროლდება და ამიტომ აღარ აქვს მგლების ადამიანზე თავდასხმას ისეთი ხშირი მაჩვენებელი, როგორც ძველ დროში. მგლების საცხოვრებელ ადგილებზე ადამიანები მრავლდებიან და პირიქით მათ უქმნიან საფრთხეს, რადგან მათზე ნადირობენ და ხაფანგებს უმიზეზოდ აგებენ.

3. მგელი მსხვერპლს წინასწარ განზრახვით ირჩევს, იგი ნადირობას უპირატესობას ანიჭებს:მოხუცზე, სუსტზე ან ახალგაზრდაზე, რადგან საფრთხე უფრო ნაკლებია და ენერგიაც ნაკლები დაეხარჯებათ.


4. მგლები მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ნადირობენ საერთო ჯამში გარეულ ცხოველთა რაოდენობა არ მცირდება, ამას ბუნებრივი ბალანსი ეწოდება, მაგრამ არის შემთხვევები, მაგალითად როდესაც ზედიზედ რამდენიმე წელიწადს არის ძალიან ცივი ზამთარი ან ცხელი ზაფხული და ტერიტორია გახრიოკებულია ან საერთოდ ტერიტორიის შემცირება და მათი შევიწროება, ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან იკლოს ცხოველთა რიცხვმა, ან საერთოდ გაქრნენ ისინი ინტენსიური ნადირობის შედეგად. 5. მგლის ხროვის ზომა დამოკიდებულია მათი ტერიტორიის ნაყოფიერებაზე, თუ ტერიტორია არ არის ძალიან ნაყოფიერი მაშინ ხროვის ზომა მცირეა, ხოლო თუ პირიქით ტერიტორია ნაყოფიერია, მაშინ ხროვაც სათანადო ზომის იქნება.

image

დოქტორმა სვორდმა 25 წლის მანძილზე კანადის არქტიკულ კუნძულზე გამოძიება ჩაატარა მგლების შესასწავლად. მისი თქმით ამ დროის მანძილზე მან აღმოაჩინა ისეთი თვისებები და ფაქტები მგლების შესახებ, რაც მგლებზე ზოგადი ცოდნისნგან საერთოდ განსხვავებულია, ზოგი ასეთი ფაქტი არ არის ძალიან საყურადღებო და ზოგიც ავსებს იმ მოსაზრებას და სრულყოფს მათ, რაც უკვე არსებობდა, ამ ფაქტებიდან მხოლოდ სამს გაგაცნობთ.

1. ახალი თეორიის მიხედვით მგლები ლიდერები იმიტომ კი არ ხდებიან რომ მათ სხვებთან ბრძოლაში გაიმარჯვეს, არამედ იმიტომ, რომ მათ იპოვეს მეწყვილე და ახალი ოჯახი შექმნეს.


2. არქტიკაში მობინადრე მგლები მხოლოდ ერთ ადგილას არ იდებენ ბინას ისინი სულ მოძრაობენ.


3. მოიპოვება სამხილები, იმის შესახებ, რომ მგლები ნადირობისას გამოიმუშავებენ ახალ-ახალ მეთოდებს, რათა შემდეგში ნადირობა წარმატებით ჩაატარონ.



წყარო: „Ell Channel“

ვიდეო:

0
782
7-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
782
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0