x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ და თმასთან დაკავშირებით პრობლემა არასოდეს გექნებათ

image


საფუარიანი ნიღბის რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა თავის კანში, ის კვებავს და ამაგრებს თმის ფოლოკულებს, ხელს უწყობს და აჩქარებს თმის ზრდის პროცესს, ამცირებს მოჭარბებულ ცხიმიანობას, მოცულობითს და სქელს ხდის თმას. გარდა ამისა, თმა ხდება მბზინავი და ელასტიური.
ამ ნიღბის ასეთი ეფექტი იმით არის განპირობებული, რომ მის შემადგენლობაში შემავალი საფუარი თმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ცილებს, უამრავ მინერალს (განსაკუთრებით: რკინას, მანგანუმს, თუთიას, მაგნიუმს, კალციუმს) და B, D, PP ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს.
თუ ნიღაბს კვირაში ერთხელ მაინც გამოიყენებთ, სულ ახლო მომავალში, ულამაზესი ვარცხნილობის გაკეთებას შეძლებთ!
აღნიშნული ნიღბის მოსამზადებლად, საჭიროა მოზრდილი ჭურჭელი, რადგან საფუარი ამოსვლის შემდეგ, მოცულობაში იზრდება.


საფუარიანი ნიღბის მომზადების და სარგებლობის წესები


ინგრედიენტები:

* 1 ს. კ. წყალი
* 1 ს. კ. საფუარი
* 1 ს. კ. შაქარი
* 1 ს. კ. თაფლი
* 2 ს. კ. მდოგვის ფხვნილი

image

გამოყენება:

1. გახსენით საფუარი თბილ წყალში, ხოლო აფუების პროცესის დასაჩქარებლად, დაუმატეთ შაქარი.
2. როგორც კი საფუარი ამოვა, დაამატეტ თაფლი და მდოგვის ფხვნილი.
3. დაიტანეტ ნიღაბი თავის კანზე და შეიზილეთ თმის ძირებში > დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი და თავზე პირსახოცი შემოიხვიეთ.
4. ერთი საათის შემდეგ, თავი შამპონით დაიბანეთ.

ნიღბის პირველსავე გამოყენების შემდეგ, თქვენ ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რომ თავზე თმა გაგიორმაგდათ!

0
2409
13-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2409
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0