x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134370
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
საინტერესო და ამავდროულად შემაძრწუნებელი ისტორია ჯოჯოხეთგამოვლილ ჯარისკცებზე
image
ისტორია 1923 წლიდან იწყება, როდესაც პოლონეთის მთავრობამ გადაწყვიტა დემონტაჟი

ჩაეტარებინა იმ შენობებისთვის რომლებიც პირველი მსოფლიო ომის დროს ყველაზე

მეტად დაზიანდნენ. ერთ-ერთი შენობის დემონტაჟისას 13 მუშამ მიაგნო ნანგრევებით

სავსე კორიდორს. ისტორიკოსების აზრით ეს ადგილი სამხედრო ტყვეებისთვის ციხის


ფუნქციას ითავსებდა. როდესაც კორიდორი ყველანაირი ნანგრევებისგან გაწმინდეს და

ჩახერგილი საკნების კარები გააღეს, მუშებმა დაძონძილ ტანისამოსში გამოწყობილი

ადამიანი იპოვეს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ სინათლის დანახვისას

იმგვარ შოკში ჩავარდა რომ იმ დღესვე საავადმყოფოში გარდაიცვალა. იმავე ადგილას

გამომძიებლებმა სხვა გარდაცვლილი ადამიანის გვამი იპოვეს, რომელსაც თან დღიური

ჰქონდა სადაც ახსნილი იყო ის ჯოჯოეთი რაც ამ ადამიანებმა გამოიარეს.


ტყვედ ჩავარდნილი ადამიანები რუსი ჯარისკაცები იყვნენ, რომლებიც გერმანელებმა

პირველი მსოფლიო ომის დროს შეიპყრეს და საკანში მოათავსეს. ხშირი დაბომბვის გამო

საკნის კარები ჩაიხერგა ხოლო რუსი ჯარისკაცები კი ყველას დაავიწყდა. ისინი მთელი

ძალებით ეცადნენ როგორმე კარები გაეღოთ, მაგრამ უშედეგოთ. ყოველგვარი პანიკის

შემდეგ მათ სხვა კარს მიაგნეს რომელიც საკვებ-სასმელის საცავი აღმოჩნდა, სწორედ ეს

დაეხმარა მათ გარკვეული დროის მანძილზე ცოცხლები დარჩენილიყვნენ. როგორც

დღიურშია ახსნილი მათი ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ის იყო რომ არ შეეძლოთ

დროის განსაზღვრა რადგან საკანში მზის შუქი ვერ აღწევდა, ასე რომ ერთ-ერთმა

ჯარისკაცმა შექმნა წყლის საათი ორი კასრისგან, რომელიც შემდეგნაირად მუშაობდა.

როდესაც ერთი კასრი აივსებოდა ისინი ჩათვლიდნენ რომ დღე დასრულდა, ხოლო

როდესაც მეორე აივსებოდა იფიქრებდნენ რომ ღამე დასრულდა. მათ დღეები გაატარეს

სმა-ჭამაში, ისტორიების მოყოლაში და სიმღერაში, მაგრამ როდესაც გამოელიათ ყველანაირი

საკვები, სიმღერები და ისტორიები, ერთ-ერთმა მათგანი შიმშილისგან სიგიჟის ზღვარზე

მყოფმა თავი მოიკლა. მალევე სხვებმაც მას მიბაძეს. დღიური ამით არ სრულდება . როგორც ჩანს ერთი ადამიანი გადარჩა და მან გააგრძელა წერა.მთელი ისტორია რაც

შემდეგ დღიურში წერია სწორედ ამ ადამიანზეა. მის ფიქრებზე, მოგონებებზე და

მკითხველს იმის შესახებ უყვება თუ თანდათან როგორ გიჟდება ამ საშინელ ადგილას. 1001 დღეს ჯარისკაცი წერას და დროის გაზომვას წყვეტს, მის ბოლო გვერდებში ჩანს

თუ როგორ შექმნა მან თავის გონებაში სხვა სამყარო სადაც ის ახლა ცხოვრობს და

სრულიად თავისუფალია.

გამოთვლილია რომ ამ ადამიანმა 6 წელი გატარა იმ ჯოჯოხეთურ ადგილას








0
218
4-ს მოსწონს
ავტორი:ლევანი სიჭინავა
ლევანი სიჭინავა
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0