x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
უცნაური იაპონური ტაძარი, რომელშიც ქალის მკერდს ეთაყვანებიან
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იაპონურ ტაძარში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქალის მკერდს ეძღვნება. კოია-სანის მთის ძირას მდებარე პატარა სოფელში არის ტაძარი, რომელიც ყველაზე უნიკალურია იაპონურ ბუდისტურ სამლოცველოებს შორის.


image


გარედან ტაძარი სხვა ამდაგვარი შენობებისაგან სრულიად არაფრით არ გამოირჩევა, მაგრამ როგორც კი მის კარიბჭეს გადააბიჯებთ, მიხვდებით, რომ გასაოცარ ადგილას მოხვდით. ტაძრის კედლებზე დაინახავთ ათასობით ხის პატარა დაფას, რომლებზეც პლასტმასის, ხის, ქაღალდის, ქსოვილის, საღებავის და კიდევ სხვა მრავალგვარი მასალისაგან გაკეთებული ქალის მკერდია.


image



თავდაპირველად ძისონი-ინის ტაძარი აშენებული იქნა, როგორც შესასვლელი კოა-სანის წმინდა მთისკენ მიმავალ გზაზე. ერთხელ აქ მოვიდა ექიმი, რათა ელოცა თავისი პაციენტისათვის. ქალი მკერდის კიბოთი იყო ავად. ლოცვის შემდეგ ქალი გამოჯანმრთელდა. ექიმი ისევ დაბრუნდა ტაძარში და ბერებს თხოვა ნებართვა მოეტანა შესაწირავი ქალის მკერდის სახით. ღვთისმსახურები დათანხმდნენ და სწორედ ამ შემთხვევამ დაუდო საფუძველი ახალ ტრადიციას.


image


მას შემდეგ, რაც ტაძარში ქალის მკერდის პირველი მულაჟი გამოჩნდა, იაპონიის ყოველი კუთხიდან იწყეს აქ მოსვლა მომლოცველებმა, რათა თავისი მინი-მკერდი შეემატებინათ შემოწირულობის სახით. ტაძრის მომლოცველთა უმეტესობა, რაღა თქმა უნდა, ქალია. ზოგი მათგანი ღმერთს შესთხოვს ჯანსაღ ორსულობას, ზოგიც კიბოს ან მკერდის სხვა დაავადებისაგან განკურნებას.


image


დამეთანხმებით, რომ ტრადიცია მეტად უცნაურია, თუმცა ალბათ არის მასში რაღაც იდუმალი და საინტერესო. უბრალოდ ალბათ თქვენც ჩემსავით დაგებადათ ერთი კითხვა: ნეტავ ამ დაფების პატრონების რამდენი პროცენტი მოვიდა ტაძარში მკერდის გადიდების ან დაპატარავების ოცნების ახდენისათვის წარმოთქმული ლოცვით? - ვვარაუდობ, რომ საკმაოდ ბევრი.



imageimageimage


2
59
19-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
59
  
2016, 24 ოქტომბერი, 23:53
ნამდვილად უცნაურები არიან..ყველაზე არაორდინალური ხალხია მსოფლიოში ;)
2016, 24 ოქტომბერი, 21:18
თითქოს სასაცილოა, მაგრამ სულაც არ არი სასაცილო... თუ დაუფიქრდები, რამდენი ქალის წუხილია მკერდის დაავადებები. რა უცნაურები არიან ისე იაპონელები! როგორებიც არ უნდა იყვნენ, მე მაინც მიყვარს ეს ხალხი! შეიძლება ზუსტად იმიტომ, რომ უცნაურები არიან.
0 1 2