x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქალის თეთრეულის ყველაზე პროვოკაციული სურათები +16

სიტყვა რეკლამა ლათინური ენიდან მომდინარეობს (reclamo) და ყვირილს, წამოყვირებას ნიშნავს. ზოგადად რეკლამა კი არის ინფორმაცია გავრცელებული ნებისმიერი მეთოდით, ნებისმიერი ფორმით და ხერხით, მიმართული საზოგადოების ფართო მასებისთვის, რეკლამირების ობიექტის მიმართ მათი ყურადღების მიპყრობის და/ან ინტერესის გაღვივების მიზნით.

ალტერნატიული განსაზღვრებით, რეკლამა ფასიანი ცალმხრივი კომუნიკაციაა, რომელშიც განსაზღვრულია სპონსორი და ინფორმაცია კი მართვადი. რეკლამის ვარიანტებია: პუბლიკაცია, "პიარი", პროდუქტის ჩასმა, სპონსორობა, გაყიდვების წახალისება. ამგვარი ინფორმაციის გასავრცელებლად მედიის ყველა სახეობა გამოიყენება: ტელევიზია, რადიო, ფილმები, ჟურნალები, გაზეთები, ინტერნეტი და ბილბორდები. საქონელთა პროპაგანდა-ეს არის საქონლის შესახებ ცნობების გავრცელება და გაღრმავებული განმარტება მყიდველებზე ზემოქმედებისა და მასში ყიდვის მოთხოვნების გაჩენის მიზნით. რეკლამის ძირითადი პრინციპები- გეგმაზომიერება და ინფორმაციულობა.

მაშასადამე, ყველა პროდუქციას, ინვენტარს, აქსესუარს, ტექნიკას, ავეჯს თუ სხვათას, ჩამოთვლას რომ აღარ მოვყვე, მარკეტინგი ყოველთვის მოუძებნის ხოლმე თავისებურ ხრიკებს, რათა უფრო მეტი რეალიზაცია მოახდინოს მათი, ჩვენ კი მომხმარებლებს თვალის სიხარბით გვიზიდავენ. უწინ თუ "რეკლამა"-თა დეფიციტი იყო, დღეს ისინი მრავალფეროვანია, ბევრი მათგანი ჩვენს აღტაცებას ნამდვილად იწვევს. სარეკლამო აგენტები და დიზაინერები რეკლამის დახვეწის საკითში გულმოდგინედ არიან ჩართულნი და ამ მხრივ თავიანთ გონებრივ შესაძლებლობებსა თუ ფანტაზიებს მაქსიმალურად ავლენენ. ნებისმიერ თანამედროვე ადამიანს კი ესმის, რომ კონკრეტული პროდუქტის არჩევანის წინაშე დაყენება ხარისხიანი რეკლამის გარეშე წარმოუდგენელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს მსოფლიოს ბრენდებთან, ვინაიდან მათგან უფრო მეტ კრეატივს ველით. სწორედ ამიტომ დამკვეთები ცდილობენ შექმნან "კიდევ ერთი" შედევრი, რათა გაპიარებული პროდუქციით მიიპყრონ მომხმარებელის- "ჩვენი" ყურადღება.

დღევანდელ სტატიაში მინდა შემოგთავაზოდ ქალის თეთრეულისა და ტანსაცმლის ცნობილი ბრენდის "American Apparel"-ის ყველაზე პროვოკაციული ფოტოები.

2003 წლის 13 ოქტომბერს გაიხსნა "American Apparel"-ის კომპანიის მაღაზია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით გახდა ცნობილი როგორც ჩვეულებრივი ტანსაცმლის გაყიდვებით, ასევე "უნისექსის" სტილით. იგი ერთ-ერთი პროვოკაციული კომპანიაა, რომელსაც გააჩნია მიზიდულობა პროვოკაციული რეკლამებითა და კატალოგებით.
სექსუალური საქონლის არსებობით American Apparel-ი ხშირად აღმოჩნდა სექსიზმისა და სექსუალური პროვოცირების ბრალდებით სასამართლოს წინაშე, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, კომპანია მაინც ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ თავის ინდუსტრიაში და მოდელებზეც ხშირად ნახავთ American Apparel-ის საუკეთესო ბრენდებს.


სტატიისთვის კი სპეციალურად შეარჩიეს ყველაზე პიკანტური კადრები
American Apparel-ის მდიდრული კოლექციიდან.

image

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
P.S. სტატია არ საჭიროებს ასაკობრივ შეზღუდვას, ვინაიდან ჟურნალებსა და სოციალურ ქსელებში ასეთი სახით გავრცელდა და ყოველგავრი ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე, თუმცა მე გამონაკლისი დავუშვი, მხოლოდ+16 მოგიწოდებთ მის ნახვას. პიკანტური ადგილები დავმალე, რაც ყველაზე მთავარია- უფრო ეროტიული ფოტოები არ ავტვირთე.

0
719
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
719
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0