x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შოკი! კიმ კარდაშიანმა მასზე განხორციელებული თავდასხმა გაითამაშა?

image


ბევრს გაგიგიათ ალბათ, "სულისშემძვრელი" ისტორია ამერიკელ
სექს-სიმბოლოს კიმ კარდაშიანის გაძარცვის შესახებ.ვინც ამ პლანეტაზე
ცხოვრობთ და ჯერ კიდევ არაფერი გსმენიათ ამ ინციდენტის შესახებ შეგახსენებთ:

3 ოქტომბერს გვიან ღამით პარიზის ერთ-ერთ პრესტიჟულ ნომერში გვიან ღამით
ტელედივა უკვე საწოლში დაწვა და დასაძინებლად ემზადებოდა, როდესაც
კიბეებზე ფეხების ბაკუნის ხმა მოესმა.

მოულოდნელად ოთახში შემოიჭრა პოლიციის ფორმაში გადაცმული ორი ნიღბიანი
მძარცველი, კიმი ამ დროს ტელეფონს დასწვდა, რომ დაცვა გამოეძახა, თუმცა
ვეღარ მოასწრო.მძარცველებმა კიმს ტელეფონი წაართვეს და ფეხებში ხელი
წაავლეს, ამ დროს ეგონა რომ გააუპატიურებდნენ, თუმცა მძარცველებმა
აბაზანაში გადაიყვანეს.ტელევარსკვლავი სთხოვდა არ მოეკლათ, რაც ფული და ძვირფასეულობა იყო წაეღოთ, თუმცა მათ პირი სკოტჩით აუკრეს.

ამის შემდეგ მძარცველებმა ნომრის ჩხრეკა დაიწყეს, როგორც კიმმა
განაცხადა ისინი მხოლოდ ფრანგულად ლაპარაკობდნენ და პირველ რიგში იმ ბეჭედს
ეძებდნენ, რომელიც კენმა ნიშნობაზე აჩუქა.მთლიანობაში ქურდებმა 10 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს.


image

სხვათა შორის მაშინვე გავრცელდა ჭორები, რომ კიმ კარდაშიანმა ეს ისტორია
გამოიგონა იმისთვის, რომ ყვითელ პრესას მისთვის ყურადღება მიექცია,
რომელიც იმ დროს მთლიანად ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის გაყრის ამბავით იყო
დაკავებული.


თუმცა ზოგიერთი გამოცემა ამტკიცებს, რომ არავითარ ძარცვას ადგილი არ
ჰქონია.ორიოდე დღის წინ RadarOnline-ზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც კიმი იმ
ღამეს მშვიდად ზის ნომერში თავის დამხარესთან ერთად და საუბრობს
Facetime-ით.

image


თუმცა ვიდეო მალევე წაშალეს პორტალიდან, (ვიდეო წაშლილია you
tube-იდანაც)მეტიც, საიტზე შესვლაც შეუძლებელია.როგორც ჩანს
"კარდაშიანების ოჯახმა " კარგად გადაიხადა იმისთვის, რომ ვიდეო წაეშალათ,
ასკვნის გამოცემა.

პირველად ძარცვის ინსცენირების შესახებ პორტალმა MediaTakeout-მა გამოაქვეყნა.კიმის ადვოკატებმა უკვე შეიტანეს სარჩელი სასამართლოში პორტალის წინააღმდეგ ცილისწამებისათვის.

image


თუმცა ეჭვის საფუძველი მაინც არსებობს და ჩნდება კითხვები.




1)რამდენი მძარცველი იყო?-კიმმა გამოძიებლებს
განუცხადა, რომ იყო ორი მძარცველი, თუმცა მისმა მცველმა პასკალმა
განაცხადა, რომ ხუთი.ბოლო-ბოლო შუაღამისას თუნდაც პოლიციის ფორმაში
გადაცმული ხუთი ადამიანი შედის პრესტიჟულ ოტელში, ნუთუ სასტუმროს დაცვას
ეჭვის ნატამალიც არ გაუჩნდა?


2)როგორ გაიგეს კარდაშიანის ნომერი?-შეიძლება
სოციალურ ქსელში განათავსა კიმმა ფოტოები და ვიდეოები, მაგრამ გეოთეგები არ
დაუტოვებია.ნომრები კი ტყუპისცალივით ჰგავს ერთმანეთს.ამასთანავე
პრესტიჟული ოტელი განთავსებულია პარიზის პრესტიჟულ რაიონში, სადაც
მუდმივად პოლიციელები და დაცვა ტრიალებს.



3)კიმი იმ ღამეს დაცვის გარეშე დარჩა-როგორც ცნობილია
116 კილოგრამიანი კარდაშიანის მცველი პასკალი იმ ღამეს დებთან ერთად ღამის
კლუბში წავიდა.დიზაინერმა კარლ ლაგეფერმა აღნიშნა:"მე არ მესმის, როგორ
უნდა დარჩე დაცვის გარეშე, ან აირჩიო ისეთი სასტუმრო სადაც არაა
უსაფრთხოების სამსახური, როდესაც ასხმული გაქვს ძვირფასეულობა და ამ
ყველაფერს აქტიურად გამოფენ ყველას დასანახად სოციალურ ქსელში?"



4)სასტუმროს ვიდეოთვალმა ვერ დააფიქსირა მძარცველები-არცერთ ვიდეოკამერაზე არ დაფიქსირდა ვინმე უცხო ან საეჭვო, არც შესული, არც გამოსული.


5) კიმი მძარცველებმა აბაზანაში გარედან ჩაკეტეს-როგორც
კარდაშიანი აცხადებს მძარცველებმა კიმი აბაზანაში გაიყვანეს და იქ
ჩაკეტეს, თუმცა აბაზანების უმეტესობა შიგნიდან იკეტება, გარედან საკეტის
დაყენებას აზრი არა აქვს.



P.S.პოლიცია კი ამასობაში განაგრძობს გამოძიებას, უნდა
ვიფიქროთ, სამართალდამცავებს რომ ეჭვი გასჩენოდათ ინსცენირებაზე საქმეს
შეწყვიტავდნენ და აქეთ აღძრავდნენ საქმეს კარდაშიანის წინააღმდეგ
თაღლითობისათვის.

პოლიციამ ამოიღო ქუჩის კამერების ჩანაწერი, სადაც ხუთი მამაკაცი
გადაადგილდება, ორი ფეხით, ხოლო სამი ველოსიპედით.ჩანაწერი ღამის სამ
საათზეა გადაღებული.აგრეთვე ერთ-ერთი დაკარგული ბეჭედი პოლიციამ
სასტუმროს სიახლოვეს იპოვა.

ამასთანავე გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ მძარცველთაგან მინიმუმ ერთ-ერთი შესაძლოა ოტელის მოქმედი ან ყოფილი თანამშრომელია.


image


image

0
229
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0