x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის – მაკიაჟი კანის ფერის მიხედვით და ტუჩების გადიდების 5 უმარტივესი ხრიკი (ილუსტრაციებით)
image


საბედისწერო ლამაზმანი, პრიალა ჟურნალების გვერდებიდან, ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს. ყველა გოგონა ცდილობს საკუთარ თავზე მოირგოს პროფესიონალი ვიზაჟისტების ჩანაფიქრი და როდესაც ყველა დეტალი უკვე გათვლილია, ჟურნალი თითქოს ჩურჩულს იწყებს: «შენ ვერ შეძლებ ჩემი make-up-ის გამეორებას». თუმცა, ყველაფერი შესაძლებელია, თუ კოსმეტიკურ საშუალებებს ჭკვიანურად მიუდგებით და ვიაჟის წესებს დაიცავთ.


კანის ფერი პროფესიონალი ვიზაჟისტებისთვის

image
ყველაზე მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინოთ კოსმეტიკური საშუალებების არჩევის დროს — არის სახის კანის ტონალობა. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ზამთარში სახე უფრო ფერმკრთალია, ხოლო ზაფხულში – მუქი, გარუჯული. ამიტომ, კოსმეტიკა სეზონების მიხედვით უნდა დააჯგუფოთ.

პროფესიონალმა ვიზაჟისტებმა მეიკ-აპის გასაკეთებლად, სახის კანის სამი ძირითადი ტონალობა გამოყვეს:

I. ცივი (cool) — თეთრი კანი;

II. ნეიტრალური (neutral) — ბეჟი;

III. თბილი (warm) — მუქი კანი;

image

ტუჩსაცხის ფერის განსაზღვრა კანის ფერის მიხედვით


საერთო ტენდენცია ასეთია: რაც უფრო მუქი არის კანი, მით უფრო მუქი უნდა იყოს ტუჩსაცხი:

თეთრ კანს, რომელსაც ხალხი «არისტოკრატულ სიფერმკრთალეს» ეძახის, ვარდისფერი ტუჩსაცხი უხდება. გარდა აღნიშნული ფერისა, რეკომენდირებულია ყველა ფერის ცივი ტონალობა – დაწყებული ღია ვარდისფერიდან – ღია იისფერით დამთავრებული.

image

image

imageკანის ნეიტრალური ფერი — ბეჟი, პრაქტიკულად ყველა ევროპულ ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული ტონალობაა. ეს შუალედური ფერია ცივსა და ცხელ ფერებს შორის და ასეთი კანის შესაფერისი წითელი და ოქროსფერი ტონალობის ტუჩსაცხები არის.

image

imageimage

მუქი ფერის სახის კანს ყველაზე მეტად ყავისფერი პალიტრის ტუჩსაცხები უხდება. რომლებიც სახეზე ერთგვაროვან კონტრასტს ქმნიან. გარდა ამისა, ამ ტიპის კანისთვის ყველა თბილი და მკვეთრი ფერი არის რეკომენდირებული.

image

imageimageდრო მნიშვნელოვანია...

image

მუქი წითელი, მუქი იისფერი, მუქი ყავისფერი ტუჩსაცხები საღამოს მაკიაჟისთვის უფრო არის რეკომენდირებული, ვიდრე დღისთვის. მაგრამ, თუ თქვენი დღე საფუძვლიანი მაკიაჟის გაკეთებით იწყება, ბორდოსფერი ტუჩსაცხი ყველაზე კარგი გამოსავალი არის.
imageimageimage

ვირჩევთ მაკიაჟის ვარიანტს

image

საზოგადოებაში გასასვლელად, მუქი ფერის ტუჩსაცხი არის რეკომენდირებული. ტუჩსაცხის ფერი აუცილებლად კაბის ფერს უნდა შეესაბამებოდეს. მაგრამ, თუ საღამოს კაბა თეთრი, კანისფერი ან პომადისთვის შეუფერებელი ფერის არის, მაშინ მუქი წითელი ან ალუბლისფერი ტუჩსაცხი ყველაზე კარგი გამოსავალია.

image

image

imageტუჩსაცხი და ფანქარი ერთი ტონალობის უნდა იყოს

imageიმისთვის რომ ტუჩსაცხი და ფანქარი ერთი ფერის იყოს, ორივე ერთ კოსმეტიკურ ბრენდში უნდა შეარჩიოთ. ყველა ბრენდს თავისი საკუთარი პალიტრა აქვს და კოსმეტიკის ყველა საშუალება, სწორედ ამ პალიტრის მიხედვით იქმნება.

ფერუმარილი აუცილებელია


image
ფერუმარილის გამოყენება აუცილებელია, რომ მკვეთრი ნახტომი არ მოხდეს კანის ფერსა და მუქი ფერის ტუჩსაცხს შორის. ფერუმარილის ფერი მაქსიმალურად უნდა იყოს დაახლოებული ტუჩსაცხის ფერთან.
imageგამოიყენეთ ტუჩსაცხის ფუნჯი


ტუჩსაცხის ლამაზად წასმა — რთულია. მაგრამ, ამ პროცესის გამარტივება შეიძლება თუ კოსმეტიკის დამხმარე საშუალებას – მაკიაჟის ფუნჯს გამოიყენებთ. ტუჩსაცხის ფერი მეტისმეტად მკვეთრი რომ არ იყოს, ის ტუჩზე თითით უნდა დაიტანოთ და ფუნჯით გადაისწოროთ. ასე ტუჩსაცხის პირველადი ფერი უფრო მქრქალი იქნება და თვალში ცუდად არავის მოხვდება.

უპირატესობა მიანიჭეთ მინიმალიზმს

image
მაკიაჟის გაკეთებისას აქცენტი ტუჩებზე კეთდება და თუ პარალელურად სახეზე თვალებსაც გამოკვეთავთ, მუქი ჩრდილებით და ამას გამომწვევ ვარცხნილობასაც დაუმატებთ, დახვეწილი, ელეგანტური გოგონადან – უგემოვნო, ვულგარულ პიროვნებად გადაიქცევით.

ამრიგად, მაკიაჟის გაკეთებისას პრიორიტეტული ტუჩები არის. ტუჩსაცხის ფერის არჩევა კანის ფერის მიხედვით ხდება. ტუჩსაცხის ფერის უნდა იყოს ტუჩების ფანქარი და ფერუმარილი. რაც შეეხება თვალებს, ეს მაკიაჟისთვის მეორადი ელემენტებია და რაც უფრო ნაკლებად იქნება ის გამოკვეთილი, მით უფრო დახვეწილი იქნება თქვენი ნამუშევარი.


5 უმარტივესი ხერხი, რომელიც ტუჩებს უფრო მოცულობითს ხდის


სრული და გამომხატველი ტუჩები, ისეთი როგორიც ანჯელინა ჯოლის აქვს — ნებისმიერი გოგონას ოცნება არის. ინტერნეტში უამრავი რჩევაა, რომელიც ტუჩების მოცულობის ვიზუალურ გაზრდაში დაგეხმარებათ და აქ ამ რეკომენდაციებიდან საუკეთესო ვარიანტებს გთავაზობთ:


image

image

image


image

image

image

image

image

image

0
513
13-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
513
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0