x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ქვეყნები, რომლებმაც ტერიტორია ხელოვნურად გაიფართოვეს

კუნძული შეიძლება იყოს დასახლებული და უკაცრიელი, პატარა ან დიდი, თვალწარმტაციდა, ან არცთუ ისე, ბუნებრივი და ხელოვნური. ეს სტატია სწორედ ამ უკანასკნელი სახის ობიექტებს ეძღვნება — კუნძულებს, რომლებიც ბუნებამ კი არა, ადამიანებმა შექმნეს. ხშირ შემთხვევაში, ასეთ კუნძულებზე აეროპორტები და საზღვა პორტები მდებარეობს. მაგრამ, არის ისეთებიც, რომლებზეც ხალხი ცხოვრობს. ასეთი კუნულების ხარჯზე ეკონომიკური პრობლემებიც გვარდება და მართალია, დიდად არა, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიაც იზრდება.


image



იაპონია


პირველი ხელოვნური კუნძული, რომლის შესახებ კაცობრიობისთვის არის ცნობილი, 1634 წელს იაპონიაში შექმნეს. კუნძულს დეჯიმი ერქვა და მასზე, ჰოლანდიური გემების მისაღებად, პორტი იყო აშენებული. მას შემდეგ, ამ ქვეყანაში კიდევ რამოდენიმე ხელოვნური კუნძული შექმნეს. მათ შორის, – კუნძული-პორტი ქალაქ კობეში.


image


ამ ხელოვნური კუნძულის ფართობი 833 ჰექტარია და ის 1966 -1981 წლებში შეიქმნა. პორტის გარდა, კუნძულზე, 15 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

კანსაის საერთაშორისო აეროპორტი ოსაკას ყურეში, ასევე ხელოვნურ კუნძულზე აშენდა.


image


ხელოვნური კუნძულის შესაქმნელად (4000 X 1000 მ.), რომელზეც ეს აეროპორტი მდებარეობს, საჭირო გახდა 80 გემი, მუშაობის 10 მლნ. საათი და 21 მლნ. კუბური მეტრი გრუნტი.


image


აღნიშნული კუნძულების გარდა, არის სხვა კუნძულებიც (ჩუბუ, კანსაი, ბედის, ოცნების...), რომლებზეც სასტუმროები, დასასვენებელი სახლები, ჰიპერმარკეტები, უნივერსიტეტები და სხვა სახის ინფრასტრუქტურა განთავსებული.



ამერიკის შეერთებული შტატები



კუნძული ბალბოა


კუნძული ბალბოა — 3 კუნძულისგან (Balboa, Little Balboa და Collins) შემდგარი კომპლექსია, რომელიც კალიფორნიის ქალაქის ნიუპორტ-ბიჩის ნაწილს შეადგენს. უკანასკნელი მონაცემების თანახმად, კუნძულზე, რომლის ფართობი 0, 52 კვ. კმ-ია, დაახლოებით, 3000 ადამიანი ცხოვრობს.


image



ვენეციური კუნძულები


ვენეციის კუნძულები — ხელოვნური კუნძულების ჯგუფია, რომელიც ფლორიდის შტატში, ბისკეინის ყურეში (მაიამსა და მაიამი-ბიჩს შორის) მდებარეობს. ხელოვნური კუნძულების არქიპელაგში შემდეგი კუნძულებია გაერთიანებული: ბისკეინი (Biscayne), სან მარკო (San Marco), სან მარინო (San Marino), დი ლიდო (Di Lido), რივო ალტო (Rivo Alto), ბელი (Belle) და ფლაგლერის მონუმენტი (Flagler Monument), რომელიც 1920 წელს, ჰენრი ფლაგლერის, ამერიკაში რკინიგზის სატრანსპორტო ქსელის განვითარების პიონერის, საპატივცემულოდ შეიქმნა.

კუნძულები ერთმანეთთან დამბებით არის დაკავშირებული და დღეს საკურორტო ზონას წარმოადგენს.


image



ბაჰრეინი


9 კუნძულისგან შემდგარი, ამვუაჯას (Amwaj Islands) ხელოვნური არქიპელაგი სპარსეთის ყურეში მდებარეობს. მისი ფართობი 2, 79 კვ. კმ-ია (2, 4 X 2, 1 კმ) და მასზე დაახლოებით, 10 ათასი ადამიანი ცხოვრობს. არქიპელაგს მცურავ ქალაქსაც ეძახიან, რადგან მასზე ვილების გარდა, არის მაღალსართულიანი კორპუსები (ყველაზე მაღალი 23 სართულიანია), მაღაზიები, სკოლები, უნივერსიტეტი, საავადმყოფო და აეს-ი. გარდა ამისა, დასვენების და გართობისთვისაც ყველა პირობაა შექმნილი.


image



კატარი


პერლა – კატარი — იგივე კატარის მარგალიტი ხელოვნური კუნძულია, რომლის ფართობი 4 მლნ. კვ. მეტრია. მდებარეობს დოჰას სანაპირო ხაზთან. პროექტის საწყისი ფასი 2, 5 მლრდ. დოლარი იყო და დღეს ქალაქის ამ რაიონში 12 000 ადამიანი ცხოვრობს.


image



ჰონკონგი (ჩინეთი)


ჩეკ ლაპ კოკი — ხელოვნური კუნძულია, რომელზეც ჰონკონგის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს. თავდაპირველად, ის ქვის კლდოვანი კუნძული იყო, 302 ჰექტარი ფართობით. თუმცა, 1995 წლისთვის ის აეროპორტის პლათფორმად გადაიქცა, რომლის ფართობი უკვე 1 248 ჰექტარს შეადგენდა.

ჰონკონგის აეროპორტი ექსპლატაციაში 1998 წელს შევიდა. ხოლო, პროექტის ღირებულება 20 მლრდ. დოლარი იყო.


image

კანადა


კ. ნოტრ-დამი — წმ. ლავრენტის მდინარეზე მდებარეობს და ქ. მონრეალის მუნიცეპალიტეტში შედია. კინძული მსოფლიო გამოფენის – ექსპო–67-თვის შეიქმნა და მას შემდეგ, არაერთი ცვლილება განიცადა. ამჟამად, იქ ფორმულა –1 კანადის გრან-პრის ყოველწლიური ჩემპიონატები იმართება.


image



ნიდერლანდები


ფლევოლენდი (ნიდ. Flevoland) — ნიდერლანდის პროვინციაა, რომელიც მის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ის ეისელმერის ტბის დაშრობის შედეგად წარმოიქმნა და ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა ნაწილია. პროვინცია 1986 წ. დაარსდა, მასში 400 000-მდე ადამიანი ცხოვრობს და 6 რაიონად არის გაყოფილი.


image



არაბთა გაერთიანებული საამიროები


ბურჯ-ალ-არაბი


ეს ულამაზესი შენობა სასტუმროა და ის სიმაღლით (321 მ.) მესამეა, დუბაის 2 სასტუმროს: «ვარდის კოშკის» (333 მ.) და «JW Marriott Marquis» (335 მ.) შემდეგ. ის სპეციალურად მისთვის შექმნილ, სანაპიროდან 280 მეტრის დაშორებით მდებარე, კუნძულზე აშენდა და ქალაქს ხიდით უკავშირდება.

image



მსოფლიოს კუნძულები


The World ან მსოფლიოს კუნძულები — ხელოვნური არქიპელაგია, რომელიც 300 კუნძულისგან შედგება, გარეგნობით მსოფლიო რუკას ჰგავს და დუბაის სანაპირო ხაზიდან 4 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. თითოეული კუნძულის ფართობი 14 000-დან – 42 000 კვ. მ-ია. საერთო ფართობი – 55 კვ. კმ. ხოლო, კუნძულებს შორის საშუალო დაშორება – 100 მეტრს შეადგენს.

image



პალმა ჯუმეირა


ეს ხელოვნური კუნძულების არქიპელაგია, რომელსაც პალმის ფორმა აქვს. შედგება ღეროს და 16 ფოთლისგან, მდებარეობს დუბაის სანაპიროზე და ერთ–ერთია, პალმის ტიპის სამ ხელოვნურ არქიპელაგს (პალმა ჯუმეირა, პალმა ჯებალ ალი და პალმა დეირა) შორის. პალმის კუნძულები დუბაის სანაპირო ხაზს 520 კილომეტრით ზრდის. არქიპელაგებს შორის პალმა ჯუმეირა ყველაზე პატარა და ყველაზე ორიგინალური არის.


imageimageimageimage

image

imageimageimageimageimageimageimageimage




1
1893
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1893
  
2019, 20 სექტემბერი, 22:44
გამოუღებლად?
0 1 1