x
image
alex999
Mediator image
მეორე მსოფლიო ომის 5 ყველაზე ცნობილი ჯაშუში!
ომიანობის პერიოდში ჯაშუშობა პროფესიას წარმოადგენდა. ჯერ მხოლოდ ამერიკის

შეერთებულ შტატებს, მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას 13 000 დაქირავებული

ჯაშუში ჰყავდა. ამ ჯაშუშთაგან რამოდენიმემ ჩვენამდეც მოაღწია, რადგან ისინი

ყველაზე ცნობილი ჯაშუშები იყვნენ. წარმოგიდგენთ მეორე მსოფლიო ომის 5 ყველაზე ცნობილ ჯაშუშს!




image



1. ფრედა ჟოზეფინ მაკ-დონალდი


image

1906 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სტ-ლუისში დაიბადა ფრედა

ჟოზეფინ მაკ-დონალდი. იზრდებოდა ძალიან ღარიბ ოჯახში, მაგრამ მას კარგად

გამოსდიოდა ცეკვა. მაკ-დონალდი ამერიკის საცეკვაო ტურებზე გაემგზავრა, სადაც

საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. 1925 წელს საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა

და სტ-ლუისიდან საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გადავიდა. იგი ევროპაში

ჯაზის თაობის სიმბოლო გახდა.

image

მიუხედავად წარმატებული კარიერისა, ფრედა ჟოზეფინ მაკ-დონალდი მაინც გახდა

ფაშისტების რასიზმის მსხვერპლი. მაგრამ ის მორალურად ძლიერი გოგონა იყო.

წამოიწყო რა ფაშისზმის წინააღმდეგ გამოსვლები საფრანგეთში. მსახიობობით

მოსარგებლე გოგონა, ევროპის ოთხივე მხარეს ეჭვგარეშე მოგზაურობდა. ეს შანსი

საკმაოდ კარგად გამოიყენა, შეაგროვა სამხედრო და პოლიტიკური ინფორმაციები და

გადასცა მეამბოხეებს. ამ ყველაფერთან ერთად, შეიფარა ათასობით ებრაელი,

რომლებზეც სიკვდილის ბრძანება იყო გაცემული, ფაშისტური გერმანიის მიერ.








2. გრაჰამ გრინი


image

გრაჰამ გრინი დაიბადა ინგლისში. 1941წელს, MI6 -ში დაიწყო მუშაობა(MI6 - ბრიტანული სადაზვერვო სააგენტო). 1 წლის განმავლობაში გაგზავნილი იყო

აფრიკის კონტინენტზე მდებარე ქვეყნის, სიერა ლეონის ქალაქ - ფრითაუნში.

მას ევალებოდა იმ გემების პოვნა, რომლებიც აფრიკიდან გერმანიაში იგზავნებოდა.

image

წარმატებული მუშაობის შემდეგ, 1943 წელს გრინი ლონდონში დაბრუნდა. მან

სამსახური თავის პროფესიაზე გააგრძელა, თანამშრომლობა დაიწყო ჰეროლდ კიმ

ფილბისთან. გრიმი იყო ასევე ერთ-ერთი ცნობილი მწერალი. მისგან დღემდე

შემორჩენილია მხატვრული ლიტერატურის შემდეგი შედევრები: The Quiet American,

Our Man in Havana, comedians, Honorary Consul და ა.შ...








3. როულდ დალი


image

ნორვეგიელი ჯაშუში და მწერალი, რომელიც 1916 წლის 13 სექტემბერს დაიბადა, ხოლო 1990 წლის 23 ნოემბერს გარდაიცვალა. მის ყველაზე ცობილ

ნაწარმოებს წარმოადგენს - "ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკა". როულდ დალი

ასევე წარმატებული ჯარისკაცი იყო, მონაწილეობას იღებდა სამეფო საჰაერო

ძალებში. ერთ-ერთ მისიის დროს მისი ვერტმფრენი აფრიკის უდაბნოში

ჩამოვარდა, სადაც მის სამხედრო კარიერას წერტილი დაესვა.

image

1942 წელს, იგი დაინიშნა ბრიტანეთის ელჩად ვაშინგტონში. აქედან შეუერთდა

ბრიტანულ ჯაშუშთა ქსელს. ამ ქსელის კიდევ ერთი ცნობილი წარმომადგენილი

იყო "ჯეიმს-ბონდის" შემოქმედი - იან ფლემინგი. მის მისიას წარმოადგენდა

პროპაგანდა, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებულ შტატებს მონაწიელობა

უნდა მიეღო გერმანიის წინააღმდეგ, მეორე მსოფლიო ომში!








4. მორის ბერგი


image

დაიბადა 1902 წლის 2 მარტს, ხოლო გარდაიცვალა 1972 წლის 29 მაისს. პერიოდის

ყველაზე ჭკვიან ბეისბოლისტად იქნა აღიარებული. დაბადებული იყო ნიუ-იორკში,

მაგრამ უკრაინაში მიგრირებული. ჰქონდა უმაღლესი განათლება, კარგად ფლობდა

თანამედროვე ენებს. თამაშობდა - Chicago White Sox, Cleveland Indians, Washington Senators-სა და Boston Red Sox-ში. 1942 წელის, როდესაც აშშ

მეორე მსოფლიო ომს შეუერთდა, მორის ბერგმაც გადაწყვიტა სამხედრო ფორმის

ჩაცმა. შეისწავლა საბრძოლო ხელოვნება.

image

ფაშისტური გერმანიის შესახებ საინტერესო ინფორმაციას დაეუფლა ევროპიდან.

განსაკუთრებით ატომური ბომბის შესახებ, რომელიც აშშ-ს გადასცა. 1944 წელს

ბერგი გაგზავნილ იქნა შვეიცარიაში. მას დაავალეს გერმანელი ფიზიკოსის, ვერნერ

ჰაიზენბერგის მოკვლა. როდესაც ბერგმა შეიტყო იმის შესახებ, რომ გერმანელები

ვერ აკეთებდნენ ატომურ ბომბს, მან გერმანელი ფიზიკოსის მკვლელობაც გადაიფიქრა.









5. ჯულია ჩაილდი


image

ერთ-ერთი წარმატებული და ცნობილი ჯაშუში. დაიბადა ლოს ანჯელესში (კალიფორნიის შტატი), სადაც დაიწყო მუშაობა თვითმფრინავების განგაშების

სერვისში. სამსახუროებრივ მოვალეობას ყოველთვის წარმატებულად ასრულებდა.

მისი დამსახურებით რამოდენიმე მტრის ფერტმფრენი ჩამოაგდეს. შემდეგ,

ჯულია ვაშინგტონში გადავიდა, სადაც მთავრობის უსაფრთხოების სამსახურის

წევრი გახდა. ჯულია ჩაილდმა მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში იმუშავა

ძალიან ბევრ სადაზვერვო სამსახურთან!







სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი













8
830
15-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
830
  
2016, 22 ოქტომბერი, 15:10
მივხვდი... :D
2016, 22 ოქტომბერი, 14:54
გაიხარე,
იმედია ჩემი კომენტარი საყვედურად არ მიგიღია (არც მიფიქრია საყვედურის თქმა)
უბრალოდ მართლა ძალიან საინტერესო თემაა და მაგის აღნიშვნა მინდოდა :-))
2016, 22 ოქტომბერი, 14:14
მაინც დიდი მადლობა, ვეცდები მომავალში უფრო ვრცლად დავწერო, რომ მკითხველი კმაყოფილი დარჩეს
2016, 22 ოქტომბერი, 14:12
ძალიან საინტერესო იყო , მარა ცოტა იყო :-))

რაც ყველაფერი კარგი არ ყოფნის ადამიანს ეს თემაც ეგრე იყო
2016, 22 ოქტომბერი, 10:43
რა ედითი გოგო
2016, 22 ოქტომბერი, 10:36
ედითი?
2016, 21 ოქტომბერი, 18:59
მადლობა საყვარელო. ეს თემა მეც არანაკლებად მომწონს, მაგრამ შენ მაინც ვერ შეგედრები❤
2016, 21 ოქტომბერი, 18:48
ჩემი საყვარელი თემაა მეორე მსოფლიო ომი... ალექს, ისევ და ისევ აპლოდისმენტები ჩემგან! :)
0 1 8