x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ანტიტრენდები უახლესი მოდის კვირეულებიდან, ანუ როგორ არ უნდა ჩავიცვათ

image
უშნო ფეხსაცმელი
- მოდის სამყაროს ახალი „ტრენდი“. მას შემდეგ რაც Gucci-მ შემოგვთავაზა ბეწვის „შლოპანცები“,
უშნო ფეხსაცმელი მრავალი ჩვენების აუცილებელ ატრიბუტად იქცა, თუმცა შემოდგომის მთავარი
სენსაცია ორმაგი „კაზაჩოკები“ გახდა Hood By Air-ის ჩვენებიდან, რომელიც
ამერიკულმა Vogue-მ სეზონის ყველაზე საინტერესო
ჩვენებად მოიხსენია. საინტერესოა, ნეტავი მოსახერხებელი თუა სასიარულოდ?


image
თამამი ტოპები - გასული ზაფხულის ნამდვილი ჰიტი იყო, თუმცა აღსანშნავია,
რომ შემდეგ წელს მათი ახალი ვერსია გველის: ბიუსტჰალტერი, რომელიც „კროპ-ტოპის“ სტილზე
იქნება შექმნილი. Alexander Wang -ის ჩვენებაზე ასეთი ტოპები კლასიკურ
სამოსსაც კი შეუსაბამეს. მართალია პოდიუმზე ძალიან ლამაზად გამოიყურება, მაგრამ რთულია
რეალურ სამყაროში ასეთი ტრენდის წარმოდგენა.


image
ქამარი-ტოპები - Versus Versace-მ გადაწყვიტა ქამრები უფრო მჭიდროდ
შეეკრა, მაგრამ ამჯერად წელზე არა.


image
ქუდები ცურვისთვის - მოდური აქსესუარი Miu Miu-ს 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის
კოლექციიდან. ჩვენებაზე იყო წარმოდგენილი მოკლე ტოპები და შორტები, რომლებთანაც ეს
ქუდები მეტ-ნაკლებად შესაფერისად შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად შეიძლება
ითქვას, რომ ლამაზ კრემსფერ პალტოსთან და ჭრელ საწვიმართან ასეთი ქუდის ტარება ცოტა
უცნაურია.


image
გლამურული ორიათასიანები - Philipp Plein -მა გაიხსენა ჯინსების
მოდა და მაშინდელი დროის მიხედვით შექმნა თავისი ახლანდელი კოლექცია. ყველაფერი ჯინსისგანაა,
როგორც ტანსაცმელი, ისე აქსესუარები და აგრესიული "გლადიატორებიც", ბრენდომანია, დაბალი
წელი და ბევრი რკინის სამაგრი. დრესდღეობით ასეთი სტილის ტანსაცმელში შეიძლება წარმოვიდგინოთ
მაილი საირუსი, ან პერის ჰილტონი. სწორედ ეს უკანასკნელი მონაწილეობდა ჩვენებაში.


image
ბრჭყვიალა ტანსაცმელი - ანუ ბრჭყვიალებდე
სულ მთლიანად! ახალ სეზონზე ბევრი ლამაზი კოსტიუმი იყო წარმოდგენილი ბრჭვიალა გაფორმებებით,
ბისერებითა თუ ნაქარგებით, თუმცა მხოლოდ ზომიერად შეიძლება ტანსაცმლის ასე გაფორმება.
გადატვირთული ტანისამოსის ტარებას არც თქვენ გირჩევდით.


image
მოვერცხლილი მკერდი - Saint Laurent-ისკენ ამ სეზონზე განსაკუთრებით
დიდი ყურადღება იყო მიპყრობილი. ბრენდმა ხომ ახალი კრეატიული დირექტორი შეიძინა ენტონი
ბაკარელოს სახით და ყველა მოუთმენლად ელოდა თუ რას მოიფიქრებდა ის. კოლექცია კამათის
საგანი გახდა, შეიძლება ითქვა ბევრი იმედგაცრუებულიც კი დატოვა. თუმცა, სასაცილო ისაა
რომ ყველა განიხილავდა არა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს (რომლებიც ძალიან ლამაზი იყო)
არამედ მოდელ გოგონას მოვერცხლილი მკერდით. თითქოსდა ეს იდეა უკვე მრავალი წელია არსებობს
არადა ახლა ალაპარაკდნენ მასზე როგორც ტრენდზე. რეალურ ცხოვრებაში ასეთი აქსესუარის
ტარება წარმოუდგენელია.


image
ტილოს კაბები - Dolce & Gabbana მშვენიერ კოლექციებს
წარმოგვიდგენს ხოლმე ყოველთვის და არც ეს ჩვენებაა გამონაკლისი, უამრავი მშვენიერი
მოდელი შეიძლება იხილოთ, თუმცა რამდენიმე მოდელი მაინც ცოტა უცნაურად გამოიყურება.
ტომრის კაბები, ალბათ, მილანის პოდიუმის ფარგლებს გარეთ რთულია წარმოვიდგინოთ.


image
შლიაპა ძალიან გრძელი ნაპირებით -
რომელსაც მხოლოდ ორი ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ: პირველი - თქვენ ძალიან ღია ფერის
კანი გაქვთ, რომელიც მომენტალურად იწვება მზის სხივების მოხვედრისას; და მეორე - ქუდი
Emilio Pucci -ს კოლექციიდან არის საჩუქარი თქვენი ულამაზესი დაქალისთვის,
რა საჭიროა კონკურენცია არა?


image
„მოღეღილი“ პერანგი - მასზე მხოლოდ
ზარმაცები თუ არ იხუმრებდნენ, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით დემნა გვასალიას გენიალურ
- ზუსტად შუაში თითქოს დაუდევრად შეხსნილი პერანგის - იდეას.


image
კომბინიზონი კაცებისთვის - ტრიკოტაჟის
მომდგარი კომბინიზონი ჩატანებული ჩექმებში, ანდა მეორე ვარიანტი უფრო სერიოზული მამაკაცებისთვის.
თქვენი კარიერა არ მიდის მთის მწვერვალზე? ახლა ნამდვილად გეცოდინებათ როგორ მიიქციოთ ყურადღება.


image
ბოტფორტები და სპორტული კოსტიუმები
- და აი ისევ Vetements, რომელიც სხვათა შორის
არ შეუძლება აუგად მოიხსენიოთ მაღალ საზოგადოებაში, თუმცა მაინც გავბედავ და თავს ამ
სისუსტის უფლებას მივცემ.


0
157
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Maar.ko
Maar.ko
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0