x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მშენებელი მე-9 სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა.მეტიც, ადგა და სახლში წავიდა


image

ჩამოვარდე ასეთი სიმაღლიდან და წამოიძახო "ვაი დედა",
შემდეგ ადგე და წახვიდე მხოლოდ ვინი-პუხს თუ შეეძლო პოპულარული საბჭოთა
მულტფილმიდან.გახსოვთ ალბათ ხეზე ამძვრალი ვინი-პუხი ცდილობს ფუტკრებს
თაფლი მოპაროს, ამ დროს ერთი ფუტკარი საჰაერო ბუშტს გაუხეთქავს და ვინიც
დიდხანს მოფრინავს ქვემოთ, გზადაგზა ხის ტოტებს ასკდება.

image

ასეთი პრინციპით მოფრინავდა კემეროველი მებეტონე მე-9 სართულიდან.

17 ოქტომბერს ვლადიმერ სავჩენკოვი სამუშაოზე
იმყოფებოდა მშენებარე კორპუსში, როდესაც სახლის სახურავიდან გადმოვარდნილი
ფანერის ფიცარი ზედ დაეცა, 32 წლის მამაკაცმა თავი ვეღარ შეიკავა და ლიფტის
შახტაში ჩავარდა.მისდა საბედნიეროდ ყოველ სართულზე ფიცარი იყო გადებული,
რომელიც ამსუბუქებდა ვარდნის სისწრაფეს, ხოლო თავზე დაფარებულმა ჩაფხუტმა
თავის გატეხვისგან იხსნა.


image

-როდესაც ჩამოვარდი გზადაგზა ვფიქრობდი რა ეშველებათ შემს შვილებს?უფროს
გოგონასთვის ზამთრისთვის ჩექმების ყიდვა ვერ მოვასწარი, ვისთან დარჩებიან
ჩემი გოგონები?ვინ უპატრონებს?(შენიშვნა: ვლადიმერი მარტო, დედის გარეშე ზრდის 4 და 7 წლის გოგონას).ბოლოს მივხვდი, რომ აღარ მივფრინავ და ერთ ადგილზე ვარ გაჩერებული, ზემოდან კი მაცვივა ფიცრები და სხვადასხვა წვრილწვრილი სამშენებლო მასალები.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვიდა, გასინჯეს პაციენტი, აღმოჩნდა, რომ
ვლადიმერს ორიოდე მსუბუქი დაბეჟილობის გარდა სერიოზული არაფერი
სჭირდა.მეტიც, იგი სახლში გაუშვეს.

-ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები, ხომ არ იყო დარღვეული
უსაფრთხოების ნორმები-განცხადა კემეროვოს ოლქის საგამომძიებლო კომიტეტის
ხელმძღვანელის მოდგილემ ნადეჟდა ანანიევამ.




ექსპერტის კომენტარი

ალექსანდრე იშაკოვი-კასკადიორთა ასოციაციის პრეზიდენტი.


–მას საოცრად გაუმართლა!უნდა ავღნიშნოთ, რომ იგი მეორედ დაიბადა!რა თქმა უნდა საოცარია, რომ იგი "ადგა და წავიდა", ასეთი ვარდნის დროს ტრავმები მრავალრიცხოვანი უნდა ყოფილიყო.გამოცდილ, კარგად მომზადებულ კასკადიორებს რამდენჯერმე აქვთ გაკეთებული აქვთ მსგავსი ტრიუკი, თუმცა იმის გარანტია, რომ სიცოცხლეს შეინარჩუნებ არ არსებობს, -ყველაფერი იღბალზეა დამოკიდებული.ერთ-ერთი ფაქტორი იყო მშენებლის წონაც.იგი, რომ 100 კილოგრამი ყოფილიყო, ამ შემთხვევას ბედნიერი დასასრული არ ექნებოდა.

0
511
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
511
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0