x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ატლანტების «დაბრუნება». რა აკავშირებს ზიდანს, «ტაქსი»-ს ვარსკვლავს – სამი ნასერს და კადაფს უძველეს ცივილიზაციასთან

image


ატლანტიდა, ლეგენდარული კუნძული და სახელმწიფოა, რომელიც ჩვენთვის, ძირითადად, პლატონის (ძვ. წ. აღრ. 427-347 წწ.) ნაშრომებით არის ცნობილი. მისი «კრიტიას» და «ტიმეოსის» დიალოგების თანახმად, კუნძულის ზომა 540 X 360 კმ. იყო და გიბრალტარის სრუტის დასავლეთით მდებარეობდა. მასზე მაღალგანვითარებული ცივილიზაცია ცხოვრობდა და ლეგენდის მიხედვით, ატლანტების წინაპარი თვით ღმერთი პოსეიდონი იყო: «მას შემდეგ, რაც პოსეიდონმა ატლანტიდა მიიღო, დაასახლა თავისი შვილებით, რომლებიც მოკვდავი ქალისგან შეეძინა» - წერს პლატონი.

ატლანტიდა მხოლოდ ცივილიზაციით კი არა, მდიდარი ფლორით და ფაუნის სამყაროთიც გამორჩეოდა, რომელთა შორის სპილოებიც კი იყვნენ.
მაგრამ ამ დიდი ცივილიზაციის დასასრული მეტად სამწუხარო იყო – შეიძლება ითქვას, რომ ჯერ მიწისძვრამ, ხოლო შემდეგ წარღვნამ, 1 დღეში აღგავა პირისაგან მიწისა კონტინენტი და მასზე დასახლებული ცივილიზაცია. პლატონს თუ დავუჯერებთ, ეს მოვლენა 10 000 წლის წინ უნდა მომხდარიყო.
ამ ინფორმაციის შემდეგ, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ატლანტები სამუდამოდ გაქრნენ და მათგან მხოლოდ აფრიკის ჩრდ-დას სანაპიროზე მდებარე ატლასის მთების და ატლანტიკის ოკეანის სახელი და კიდევ, ძველი ბერძნული მითები დარჩა... თუმცა, ათასწლეულების შემდეგ, მათი ისტორია ისევ გრძელდება...

ატლანტიდის მკვლევართა ერთი ნაწილი, ლეგენდარული კუნძულის არსებობას მაკარონეზიას (ბერძნულად «ნეტარი კუნძულები») უკავშირებს – გიბრალტარის სრუტის დას., ევროპის და აფრიკის სანაპიროებთან ახლოს მდებარე კუნძულებს (აზორის კუნძულები, კაბო-ვერდე, კანარის კუნძულები, მადეირა და სელვაჟენშის კ-ბი). imageimage

imageზოგიერთი მათგანი კი, უფრო კონკრეტულად მიუთითებენ თანამედროვე კანარის კუნზულებზე და თვლს, რომ სწორედ ეს არქიპელაგია, ერთ დროს, ერთიანი ატლანტიდის ნაწილი, ხოლო მასზე მცხოვრები აბორიგენი – გუანშები, – ატლანტების შთამომავლები არიან.
კანარის კუნძულები ჯერ კიდევ უძველეს დროში, ფინიკიელებისთვის, კართაგენელებისთვის და ბერძნებისთვის იყო ცნობილი. მოგვიანებით კუნძულებზე არაბი მეზღვაურებიც გამოჩნდნენ. ხოლო, 1312 წელს აღნიშნულ კუნძულებს იტალიელებიც ესტუმრნენ. 1341 წელს კუნძულებზე ბატონობის სურვილი ესპანელებს და პორტუგალიელებს გაუჩნდათ და დაპირისპირებაში ესპანეთმა გაიმარჯვეს. მართალია, ევროპაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ კანარის კუნძულები ესპანეთს ეკუთვნოდა, მაგრამ რეალურად, არქიპელაგის დაპყრობის ისტორია, თითქმის 100 წლით გაიწელა, – რაც ძალიან საკვირველია, იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივები პრიმიტიული იარაღით, ქვებით და ჯოხებით იყვნენ შეიარაღებულები.
1402 წელს კანარის კუნძულების მოსახლეობა, დაახლოებით, 20 ათას კაცს შეადგენდა. ესპანელებთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს, ალყაში მოქცეული გუანშები, როდესაც მიხვდნენ, რომ ძალები არაპროპორციული იყო, დანებებას სიკვდილი არჩიეს და უფსკრულში გადაეშვნენ. კუნძულზე მხოლოდ 2 ათასამდე მოხუცები, ქალი და ბავშვი დარჩა.
ესპანეთის მიერ არქიპელაგის დაპყრობის ისტორია 1494 წელს დასრულდა, დედოფალი იზაბელის მიერ კუნძულებზე მრავალრიცხოვანი ჯარის გაგზავნის შემდეგ... შესაძლებელია, გუანშებს წინააღმდეგობა შემდეგშიც გაეწიათ, მათ «არმიაში» შავი ჭირი რომ არ გაჩენილიყო, რომელიც კუნძულზე დამპყრობლებმა «ჩაიტანეს»...
ამრიგად, ესპანელებმა კანარის კუნძულებზე დამკვიდრება მხოლოდ XV საუკუნის ბოლოს შეძლეს და იმ პერიოდისთვის, არქიპელაგის მოსახლეობა თითქმის განახევრებული იყო. ხოლო, 150 წლის შემდეგ, იმის გამო, რომ მათი დიდი ნაწილი ესპანელებმა ამოწყვიტეს, დანარჩენმა კი ასიმილაცია განიცადა, წმინდა სისხლის 1 გუანშინიც აღარ არსებობდა კანარებზე.
გადმოცემით ცნობილია, რომ XV საუკუნეში, როდესაც დაბალმა და შავგვრემანმა ესპანელებმა კანარის კუნძულების მოსახლეობა პირველად ნახეს, მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა: ისინი თეთრები, ქერა და წითურები იყვნენ, ღია თვალის ფერი ჰქონდათ და ესპანელებთან შედარებით, ბევრად უფრო მაღლები იყვნენ. მათი საშუალო სიმაღლე 180 სმ. იყო. თუმცა უმრავლესობა, მაღალი იყო – 2 მ-მდე და უფრო მეტიც.

კუნძულზე ჩასული ესპანელების ყურადღება კიდევ ერთმა უცნაურობამ მიიქცია. ადგილობრივები ერთმანეთს სტვენით ესაუბრებოდნენ და ეს უბრალო დასტვენა არ იყო, ვინმეს ყურადღების მისაქცევად, – სრულდასოვანი ენა იყო, რომელიც ფრინველების ჟღურტულს ჰგავდა და მას, ძირითადად, მაშინ იყენებდნენ, როდესაც ერთმანეთს შორ მანძილზე ეკონტაქტებოდნენ.

გუანშებს სამოსი ტყავის ეცვათ. ძალიან სტუმართმოყვარე, კეთილი და პატიოსანი ადამიანები იყვნენ, უყვარდათ მუსიკა და ცეკვა. ცხოვრობდნენ ქვის სახლებში და თაყვანს მზეს სცემდნენ.
ამჟამად, მათი შთამომავლები საერთოდ არ ჰგვანან წინაპრებს – უმრავლესობა დაბალი და შავგვრემანია. ხოლო მეცნიერები, გუანშებით მხოლოდ ახლა დაინტერესდნენ, როდესაც თითქმის გაქრნენ დედამიწიდან.
დღეს უამრავი ჰიპოთეზა არსებობს გუანშების წარმომავლობის შესახებ და ბევრი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი და ანთროპოგენი იმაზე თანხმდება, რომ ისინი იმ ატლანტების შთამომავლები არიან, რომლებმაც კატასტროფის დროს გადარჩენა მოახერხეს... ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ კუნძულებზე ცხოვრების მიუხედავად, გუანშები ზღვაოსნობაში საერთოდ ვერ ერკვეოდნენ. და უფრო მეტიც, – სრუტეებით გაყოფილ, მეზობელ კუნძულებზე მცხოვრებ ადამაიანებს შორის, შუა საუკუნეებში, არანაირი კავშირი არ არსებობდა. არავის უჩნდებოდა სურვილი, რომ ნავი გაეკეთებინა და სხვა კუნძულისკენ გაეცურა, მიუხედავად იმისა, რომ კუნძულებზე სამშენებლო მასალა საკმარისად იყო. აღნიშნულ საკითხზე, ბევრი ფიქრის შემდეგ, მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ამის მიზეზი ამ ადამიანების რწმენა იყო. არ არის გამორიცხული, რომ მათმა შორეულმა წინაპრებმა, ოკეანესთან დაკავშირებული, საშინელი კატასტროფა გადაიტანეს და ამის შემდეგ, თაობიდან თაობას გადაეცემოდა მკაცრი ტაბუ, ზღვაში გასვლასთან დაკავშირებით.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გუანშები თაყვანს მზეს სცემდნენ და საკუთარ თავს მზის შვილებს უწოდებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ როდესაც ევროპელები კუნძულებზე გამოჩნდნენ, განსაკუთრებული განვითარებით არ გამოირჩეოდნენ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათ ისეთივე ტრადიციები ჰქონდათ, როგორიც მაღალგანვითარებული ცივილიზაციების წარმომადგენლებს:
I. მათ ქვეყანას 10 არჩეული მეფე მართავდა, – ზუსტად ისე, როგორც ატლანტიდაში;

II. ჰყავდათ ქურუმების კასტა, რომლის წარმომადგენლებს ისეთივე სამოსი და თავსაბურავები ჰქონდათ, როგორიც ბაბილონელ ქურუმებს;

III. ეგვიპტელების მსგავსად, გუანშები მიცვალებულთა გვამებს აბალზამირებდნენ და გუმბათისებური სარკოფაგებით მარხავდნენ, – ისე, როგორც ამას ძველი ბერძნები აკეთებდნენ;

IV. გუანშები ისეთივე პირამიდებს აშენებდნენ, როგორსაც მაიას ინდიელები და აცტეკები!

V. და კიდევ, ადგილობრივი ლეგენდების თანახმად, მათ ფრენა შეეძლოთ!

ყველა მოსაზრება გუანშების და ატლანტების კავშირის შესახებ, მხოლოდ ჰიპოთეზაა – რომლის უარყოფაც შეიძლება და დამტკიცებაც! დღეს, ტექნიკური პროგრესის საუკუნეში, მსგავსი საკითხების გარკვევა პრობლემას არ წარმოადგენს. მაგ., კანარის კუნძულებზე მცხოვრებ მოსახლეობაში, მიურედავად იმისა, რომ ასიმილირება მოხდა, მაინც შესაძლებელია, ადგილობრივი გუანშის პოვნა.

დღეს, მოლეკულური ბიოლოგიის მეთოდებით (დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) შედარების საფუძველზე), უკვე სრული სიზუსტით არის შესაძლებელი, ორ ადამიანს შორის არა მხოლოდ ნათესაური კავშირების დადგენა, არამედ ამა თუ იმ ერის მონათესავე ხალხების მოძებნა, როგორც მეზობელ ქვეყნებში, ისე სხვა კონტინენტებზე.
ცნობილია, რომ ბავშვი გენებს როგორც მამის, ისე დედისგან იღებს, ხოლო Y-ქრომოსომა მას მხოლოდ მამისგან გადაეცემა, რაც გუანშების შთამომავლების მამრობითი ხაზის დადგენის საშუალებას იძლევა.
გენეტიკოსების ჯგუფმა, როს ფრეგელის ხელმძღვანელობით, გუანშების მუმიების Y-ჰეპლოჯგუფის ანალიზი ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა, ამ ქრომოსომის E-M81-ს მატარებელი იყო.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ანალიზი გაუკეთეს არქიპელაგზე მცხოვრები მამაკაცების უმრავლესობას და მათ შორის იგივე ჯგუფის ქრომოსომა მხოლოდ 10 % აღმოაჩნდა!
უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული ჰეპლოჯგუფის მქონე ადამიანები არა მხოლოდ კანარის კუნძულებზე, არამედ, გეოგრაფიულად, მასთან ახლოს მდებარე, ჩრდ. აფრიკის რეგიონშიც ცხოვრობენ, უფრო კონკრეტულად, – ეს კაბალები არიან – ბერბერული წარმომავლობის ხალხები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე, ძველი მაღრიბის ტერიტორიაზე (ეგვიპყის დასავლეთით მდებარე ტერიტორია – ამჟამინდელი: ალჟირი, ლიბია, მაროკო, მავრიტანია და ტუნისი) ცხოვრობენ.
ბერბერელი კაბალების ცნობილი წარმომადგენლები: ფეხბურთელები – ზინედინ ზიდანი და ქარიმ ბენზემა, მსახიობები ძმები – სამი და ბიბი ნასერები და პოლიტიკოსი – მუამარ კადაფი არიან.


თუ დავუშვებთ, რომ დიდი პლატონი მართალი იყო, მაში გენეტიკური ანალიზის შედეგის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძველი გუანშების შთამომავლებში, მხოლოდ მათი პირდაპირი წინაპრების კი არა, ატლანტების შთამომავლებიც არიან, რომლებიც მეცნიერების დამსახურებით, ათასწლეულების შემდეგ «დაბრუნდნენ» ჩვენთან...
ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ჰიპოთეზას უკვე ჰყავს თავისი მიმდევრები და თუ ორთოდოქსი ისტორიკოსები მეცნიერი გენეტიკოსების აზრს გაიზიარებენ, მაშინ კაცობრიობის ცივილიზაციის ისტორიაში არსებული, ზოგიერთი თეთრი ლაქის შევსება მოხდება.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageატლანტიდის არსებობის ზუსტი პერიოდი და დაღუპვის მიზეზი
იცით, რატომ აშენებდნენ პირამიდებს?

25 წარმოუდგენელი და ძნელად დასაჯერებელი ფაქტი

0
444
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
444
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0