x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
კომენტატორების კურიოზული ფრაზები



image





დიმიტრი ობოლაძის "მარგალიტები"



image




***25 წლის წინათ თბილისის "დინამომ" უეფას თასი მოიგო...***(თასების თასთან ერთად თურმე "დინამოს" უეფას თასიც აუღია)



***პირველი ტაიმის შემდეგ ბრაზილია იგებს თამაშს ხორვატიასთან ანგარიშით ერთით-ერთი, ერთადერთი გოლი კაკას შორეული დარტყმის შედეგად გავიდა..***(საინტერესო მოსაზრებაა..)



***ცსკა-მ მეორე გოლი გაიტანა სერ ალექს ფერგიუსონის კარში***(მწვრთნელი მდგარა კარში თურმე...)



***პატომ ან ხელით ითამაშა ან თამაშის წესები დაარღვია...***(ხელით თამაში
თურმე წესის დარღვევად არ ითვლება)


***სამწუხაროდ რობენს ჩვენ დღეს
ვერ ვიხილავთ მას წინა კიდურების ტრავმა აქვს***(ცხოველია?)



***კარი რომ ცოტა გვერდზე ყოფილიყო, შესანიშნავი იქნებოდა.***(ან ცოტა დიდი რომ ყოფილიყო...)


***…ჩელსის კარში ბურთი ალბათ, უბედური შემთხვევის შედეგად
გავიდა.***(????!!!!)


***მოედანზე კარაგერის ნაცვლად შემოდის ედი მერფი. უკაცრავად, დენი მერფი.



***ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ არის მე-4 წუთი.


***ნუ, ეხლა ლივერპული ბურთს აგორავებს და ამაზეა ნათქვამი ძალა აღმართს ხნავსო.


***ჯერარდის ძლიერი დარტყმა. ეს მისი პირველი დარტყმა იყო. ეხლა შევამოწმებ: არა, ეს მისი მეოთხე დარტყმა ყოფილა.***


***ტრეზეგეს თავზე ორთქლი ასდის. არა, ბოლი… უკაცრავად – ოხშივარი.


***კოლოჩინი კუთხურს აწოდებს. აი, მიდის ალამთან, მივიდა თითქმის, უი, არა – საჯარიმოში ჩასულა.





სანდრო ცნობილაძის "მარგალიტები"

image





***ლივერპულის შეძენა გადაწყვეტილი აქვს მავან შეიხს, რომელსაც გრძელი სახელი და გვარი აქვს და სიმართლე რომ ვთქვა, არ მახსოვს. არცაა სავალდებულო ყველას პირზე ეკეროს მისი სახელი.***

***შეგახსენებთ: ამ მატჩის დასრულებისთანავე თქვენ გელით ვაკაჭი...***

***გაუგებარია, ისეთი დონის გუნდს, როგორიც რეალია, რატომ ყავს დაცვის ცენტრში ორი ისეთი ფეხბურთელი, როგორებიცაა ივან კამპო და ფერნანდო სანსი. გასაგებია,
რომ ეს უკანასკნელი კლუბის პრეზიდენტის შვილია, მაგრამ, ივან კამპო ხომ
არავის შვილი არაა?!***

***მოდი შევთანხმდეთ, რომ ასტონ ვილა არის გუნდი.***


***ჰესკი უკნიდანაც კარგად იბრძოლებს...



***როცა ევერტონი გოლს არ უშვებს, იგი პრაქტიკულად არ აგებს.


***მსოფლიო ჩემპიონატი იყიდა მაგთიმ. უკაცრავად, მსოფლიო ჩემპიონატის თამაშები იყიდა მაგთიმ.





დავით მინაშვილის "მარგალიტები"

image



***ზემოთ, ცოტა მარცხნივ, პირველი არხის ლოგოსთან ზის ფაბიო კაპელო.


***ძალიან საინტერესოა, რომ ის ხუთი მცველი, რომლებიც შემადგენლობაში იყვნენ, ხუთივე დაცვაში თამაშობს.


***როგორც ჩანს, შეცვლები არ ჩანს.


***ჩვენ ყველამ კარგად ვიცით კანავაროს პოტენციის შესახებ.


***ანგარიში ოდნავ გათანაბრდა.




3
654
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
654
  
2016, 21 ოქტომბერი, 11:40
სანდრო ცნობილაძე ძალიან მიყვარს და შემეცოდა, რომ გაუშვეს.
2016, 20 ოქტომბერი, 16:47
აუ ამაზე ჩავიხვიე და რო მახსენდება მაგრად მეცინებაა
2016, 20 ოქტომბერი, 16:47
***ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ არის მე-4 წუთი.
0 1 3