x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მუცლადმყოფ ჩვილ ბავშვთა დასაცავი გამოფენა, რომელიც სენსაციად იქცა
საზღვარგარეთული ქვეყნის ერთ-ერთი ქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა მუცლადმყოფ ჩვილ ბავშვთა დასაცავი გამოფენა, რომელიც სენსაციად იქცა. ამ გამოფენის სახელწოდება გახლდათ "ჩემი რევოლუცია", რომელიც კომპიუტერული და ფოტოსურათების მეშვეობით მნახველებს მოუთხრობდა იმ სასწაულზე, რასაც ადამიანის მუცლადყოფნა წარმოადგენს დაბადებამდე.


გამოფენა ყველასათვის თვალსაჩინო ილუსტრაცია და დადასტურება იყო იმ უტყუარი ჭეშმარიტებისა, რომ ბავშვი ჩასახვის მომენტიდან არის ხატი ღვთისა, არის ადამიანი, რომლის პაწაწინა გულიც უკვე ფეთქვას იწყებს 21-ე დღიდან.


გამოფენაზე ყველა ჩერდებოდა ერთ-ერთ ექსპონატთან, რომელსაც ჰქონდა შემდეგი წარწერა: "ამ ოჯახში უკვე ოთხი ბავშვია, დედა ტუბერკულოზითაა დაავადებული, მამა სიფილისით. ისინი მეხუთე შვილს ელოდებიან. ბავშვს შეიძლება განუვითარდეს პათოლოგია. ურჩევდით თუ არა დედას შვილის გაჩენას? " მნახველებს პასუხი ერთადერთი სიტყვით "დიახ" ან "არა" უნდა გაეცათ. მკითხველნო, თქვენ რას ურჩევდით ორსულ ამ დედას?


ამ გამოფენაზე, სხვათაშორის, 14 წლამდე ასაკის ბავშვები არ დაიშვებოდნენ გამოფენის იმ განყოფილების სანახავად, სადაც ფოტოსურათებზე აღბეჭდილი იყო სამედიცინო ინსტრუმენტებით მოკლულ ჩვილ ბავშვთა სხეულების დანაწევრებული ნაწილები და სისხლი მუცლადმყოფი ჩვილი ბავშვებისა, რომელთაც სწყუროდათ ამ ქვეყნად მოვლინება, მაგრამ მშობელთა თუ სხვათა გადაწყვეტილებით, მათი ნების წინააღმდეგ დაბადების უფლება წაართვეს.



image


ტუბერკულოზით დაავადებულმა ქალმა, რომლის ქმარიც ვენსნეულებით იყო დაავადებული, მაინც გააჩინა მეხუთე შვილი და გაგიკვირდებათ და სწორედ ისაა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი. ფაქტმა ყველა გააოცა.


თანამედროვე დედების დიდი ნაწილი, ალბათ, მსგავს შემთხვევაში აბორტის გაკეთებას არჩევდა, მით უმეტეს, რომ უმეტესი მათგანი სრულიად ჯანმრთელი შვილების მიმართ არ ერიდებიან აბორტის გაკეთებას. მეცნიერების, კულტურისა და სხვა სფეროებში უდიდეს წარმატებებს მიღწეული ადამაიანები სწორედ, რომ ამა თუ იმ პათოლოგიებით დაიბადნენ.



შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით საქართველოში ყოველწლიურად 150 000-ზე მეტი აბორტი კეთდება. ჩვენი ერი ჰეროდეს ცოდვას, ჰეროდესას, რომელმაც 14 000-ზე მეტი ყმა მოაკვლევინა 2 წლამდე ასაკისა, ყოველთვიურად იმეორებს. წელიწადში 150 000 ბავშვის მოკვლა ნიშნავს იმას, ჩვენს ქვეყანაში ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ფეთქდებოდეს ორი ატომური ბომბი. უკანასკნელ წლებში კი არსებული მიზეზის გამო ნამატი ნულოვანია. მეტიც, სიკვდილიანობამ შობადობას გადააჭარბა დაბალი შეგნების გამო, რომელიც ყველა თაობის წარმომადგენლებში არსებობს.


imageimageimage

P.S. ალბათ, დადგა დრო, რომ აბორტი ყოველგვარი დათქმების გარეშე გამოცხადდეს სისხლის სამართლის დანაშაულად და ჩაითვალოს ადამიანის მკვლელობად. აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, ქვეყანაში აბორტის კრიმინალიზაციის აქტიური მხარდამჭერი რონალდ რეიგანი ამბობდა:
„აბორტს უკვე დაბადებული ადამიანები აკეთებენ“.

6
165
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
165
  
2016, 19 ოქტომბერი, 11:33
სამწუხარო რეალობაა.
2016, 19 ოქტომბერი, 11:30
აღარასდროს, პირიქით უკან მიდიან! მატულობს და არა იკლებს! ხო მასეა?
2016, 19 ოქტომბერი, 11:10
საშინელება ხდება და როდის მოვა ეს ხალხი გონზე :((
2016, 19 ოქტომბერი, 11:07
ნამდვილად არ ვიცოდი ამასთან ერთად აბორტის კატასტროფული შედეგი ყოფილა ცვენს ქვეყენაში. ეს კიდევ ცუდს ნიშნავს ძალიან\1
2016, 19 ოქტომბერი, 11:02
ბეთჰოვენის ამბავმა არ გაგაოცა ალექს?
2016, 19 ოქტომბერი, 11:01
სლოგანი მომეწონა!
0 1 6