x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მითები და რეალობა ველური დასავლეთის შესახებ

imageimage

არქივების თანახმად, XIX საუკუნის ამერიკა ისე არ გამოიყურებოდა, როგორც ჰოლივუდის ვესტერნებშია ნაჩვენები. ამ ფილმების წყალობით, ველური დასავლეთის ეპოქა ნამდვილ მითად იქცა, რომელშიც გულადი მწყემსები (კოვბოები), სასოწარკვეთილი ყაჩაღები, ინდიელი მეომრები და ოქროს ციებ-ცხელება არის. თუმცა, როგორც ისტორიკოსები ამტკიცებენ, სინამდვილეში XIX საუკუნის II ნახევარში, ველურ დასავლეთად წოდებულ ტერიტორიაზე, სულ სხვა პროცესები ვითარდებოდა.

imageimageimage

ქალაქი თუმსთოუნი (არიზონას შტატი) იყო ადგილი, სადაც ვერცხლის კარიერებზე, გამდიდრების მიზნით, ადამიანები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილიდან ჩადიოდნენ. დღეს ქალაქის ადგილზე მუზეუმია ღია ცის ქვეშ, – ორსართულიანი ხის სახლებით, თავლებით და ასფალტის ნაცვლად, დატკეპნილი მიწით. და სწორედ ამ ქალაქში, მოხდა შეტაკება კოვბოებსა და ადგილობრივი შერიფის რაზმს შორის. ბრძოლა სულ 30 წამს გრძელდებოდა და შედეგად, სამი კოვბოი დაიღუპა, ხოლო შერიფის 3 დამხმარე დაიჭრა. ორი საუკუნის წინ, უდაბნოში მდებარე პატარა ქალაქისთვის, ამ მასშტაბის კონფლიქტი, ნამდვილ სისხლისღვრად ითვლებოდა. იმ პერიოდის წყაროების მიხედვით, შეიარაღებული დაპირისპირება ძალიან იშვიათი მოვლენა იყო, რადგან ტყვია-წამალი ძვირი ღირდა და არც იშოვებოდა. «არ ყოფნიდათ საკვები, ტანსაცმელი, შრომის იარაღი და ამიტომ, ადამიანები ძალიან ეკონომიურად ცხოვრობდნენ, ყველაფერს უფრთხილდებოდნენ, მათ შორის ტყვიებსაც», - აცხადებენ მცნიერები.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იარაღის გამოყენება მხოლოდ პროფესიონალ მსროლელებს (gunfighter, იგივე gunman) შეეძლოთ. ეს ადამიანები შეიძლებოდა ყაჩაღები, შერიფები, კოვბოები და მოსახლეობის მიერ დაქირავებული ადამიანები, ქალაქში წესრიგის დამცველები ყოფილიყვნენ და სწორედ პროფესიონალი მსროლელები – ე. წ. დუელიანტები მონაწილეობდნენ დუელებში და არა ჩვეულებრივი კოვბოები, როგორც ეს ფილმებშია ნაჩვენები.

ველურ დასავლეთში, ყველაზე ლეგენდარული მსროლელი ცოფიანი ბილ ლონგლი იყო, რომელსაც, სხვადასხვა მონაცემებით, დაახლოებით, 85 ადამიანი ჰყავდა მოკლული.

imageimageimage

ამერიკის დასავლეთ რეგიონებში, ძვირფასი ლითონის მოპოვების მსურველებიის გარდა, იოლად გამდიდრების იმედით, ყაჩაღები, კატორღიდან გაქცეულები, შულერები და თაღლითებიც ჩადიოდნენ. მატარებლის ან ბანკის გაქურდვა – ჩვეულებრივი მოვლენა იყო. თანამედროვე ფილმებში, ძალიან რომანტიკულად არიან წარმოდგენილები იმ ეპოქის გმირები. მაგ., ჯესი ჯეიმსი, ყაჩაღების დაჯგუფების უფროსი, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს რეალურად ცხოვრობდა – ფილმებში, კეთილშობილი რობინ ჰუდის სახით არის წარმოჩენილი. ის კომპიუტერული თამაშების გმირიც კი არის. მაგრამ, რეალურად, ჯესი დაუნდობელი მკვლელი იყო და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა. ის ყაჩაღობის გზას 19 წლის ასაკში დაადგა, ხოლო 34 წლის ასაკში მოკლეს.

image

imageimage

1848 წელს კალიფორნიაში ოქროს ციებ-ცხელება დაიწყო და ამ შტატში, ხალხმა ჩასვლა, უკვე მთელი მსოფლიოდან დაიწყო. ისინი აღმოსავლეთიდან, ოთხთვალაში შეკაზმული ცხენებით, ადგილამდე ჩასვლას, თითქმის ნახევარ წელს ანდომებდნენ. ბევრი იქამდე ვერც ჩადიოდა, მთებში ან უდაბოში იღუპებოდა ან ყაჩაღების მსხვერპლი ხდებოდა. გარდა ამისა, ოქროს მოპოვების მსურველებს, ინდიელები და ბიზონებიც ემტერებოდნემ. მიუხედავად ამისა, ოქროს საბადოებზე, წელიწადში 50 ათასამდე კაცი მაინც ჩადიოდა, რაც იმ პერიოდში, არც თუ ისე ცოტა იყო.
ოქროს ციებ-ცხელების შედეგი არაერთგვაროვანი იყო. ერთის მხრივ, რეგიონში მკვეთრად გაიზარდა და განვითარდა სოფლის მეურნეობა. მეორეს მხრივ – უდიდესი ზიანი მიადგა გარემოს. მაღაროელები, მადნის მოპოვებისას, ვერცხლის წყალს და ციანიდს იყენებდნენ და მაღაროების უმრავლესობა სახიფათო იყო ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, ადამიანები კალიფორნიის ქალაქებში, მხოლოდ ჯანმრთელობას კი არა, სიმწრით ნაშოვნ ფულსაც კარგავდნენ. რადგან, არ იცოდნენ, თუ რაში უნდა გამოეყენებინათ ნაღდი ფული – ადგილი სადაც ისინი მუშაობდნენ, ძალიან შორს იყო ცივილიზაციისგან, ხოლო ადგილობრივ მაღაზიებში, მხოლოდ აუცილებელი საჭიროების მოხმარების ნივთები იყიდებოდა. ამიტომ, ერთ დროს, გამდიდრების მსურველები, მთელ ფულს სალონებში, ბანქოში ან სასმელში ფლანგავდნენ.

მიუხედავად ყველაფერისა, ოქროს მაძიებლები სულ უფრო მეტად მიიწევდნენ დასავლეთისკენ და ინდიელებს სულ უფრო ნაკლები ტერიტორია რჩებოდათ ნადირობისთვის. ტყე იკაფებოდა, ხოლო მდინარეები იწამლებოდა. საკუთარი მიწების დასაცავად, ინდიელებმა უცხოელებზე თავდასხმები დაიწყეს და დაიწყო ინდიელთა ომები. აბორიგენებთან ომში ფედერალური ძალებიც ჩაებნენ. თუმც, უნდა აღინიშნოს, რომ იყო შემთხვევები, როდესაც რეგულარული არმიაც კი ვერ უმკლავდებოდა ინდიელებს. მაგ., 1876 წლის ზაფხულში, აშშ-ს არმიის მეშვიდე საკავალერიო პოლკი, ლაკოტას და ჩრდ. შაიენების წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში დამარცხდა. ძალები არათანაბარი იყო, ინდიელები რაოდენობით 3-ჯერ აღემატებოდნენ ამერიკელ ჯარისკაცებს, ხოლო ამერიკელების მხარეს მძიმე არტილერია იყო. შეტაკება რამდენიმე საათს გრძელდებოდა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინდიელების გამარჯვებით დასრულდა.

imageimageimage

თუმცა, ჰოლივუდის ფილმებში, დამარცხებულები ყოველთვის ინდიელებ არიან.imageამერიკის კონტინენტებზე პირველი ევროპელების გამოჩენის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობის რიცხვი 95%-ით შემცირდა. დღეს აშშ-ში ასობით კილომეტრი შეიძლება გაიაროთ და გზაში დასახლებული პუნქტი ვერა ნახოთ. მაგრამ, XIX საუკუნემდე ასე ნამდვილად არ ყოფილა. ჩრდ. ამერიკის ტერიტორიაზე, საუკუნეების წინ, უამრავი პატარა, თუ დიდი დასახლება იყო.

imageimageimage

ფილმებში ინდიელების შესახებ, ხშირად არის ნაჩვენები, თუ როგორ აჭრის ინდიელი სკალპს დამარცხებულ მტერ. მაგრამ, რეალურად...

XIX საუკუნის ბოლოს, აშშ-ს ხელისუფლებამ, ინდიელებზე ნამდვილი «ნადირობის სეზონი» გამოცხადა. ყველა, ვისაც ამ გზით გამდიდრების სურვილი ჰქონდა, ერთიანდებოდა სპეციალურ ჯგუფებში, რომლებიც თავს ესხმოდნენ ინდიელების სოფლებს, ადამიანებს ისე ხვრეტდნენ, როგორც ველურ ცხოველებს. ხელისუფლების მიერ, ფასებიც კი იყო დაწესებული, – მონადირეს, 1 მოკლულ მამაკაცში 5 დოლარს უხდიდნენ, მოკლული ინდიელი ქალი, 2-ჯერ ძვირად ფასობდა. ხოლო იმისთვის, რომ ფულის მიღების დროს, სიკვდილის ფაქტი დაედასტურებინათ, მოლული ინდიელის სკალპის წარდგენა იყო საჭირო.

image

სახელმწიფოს ასეთი პოლიტიკის გამო, 150 წლის მანძილზე, მკვეთრად შემცირდა ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის რაოდენობა. თუ XVIII საუკუნის დასაწყისში მათი რიცხვი, აშშ-ს ტერიტორიაზე, 3 მილიონს აჭარბებდა (ზოგიერთი მონაცემით 15 მლნ. იყო), დღეს მათი საერთო რაოდენობა, 1, 5 მლნ-ს (2 000 წ. მონაცემებით) არ აღემატება. imageფართოდ გავრცელებული აზრის მიუხედავად (თეთრი, ცისფერთვალება, ლამაზი, ტანადი, სამართლიანი...), სულ სხვაგვარად გამოიყურებოდნენ გულადი კოვბოები. ისინი რეალურად, მხოლოდ მწყემსები იყვნენ. ამასთან, ძირითადად, დაქირავებული მუშები იყვნენ და საკუთარი ნახირი არა ჰყავდათ. მათ ცოტას უხდიდნენ და ბევრი მათგანი, რანჩოებზე, მხოლოდ საკვების სანაცვლოდ მუშაობდა. გარდა ამისა, მხოლოდ მათი მესამედი იყო თეთრკანიანი, – დანარჩენი, ან თავისუფალი აფროამერიკელი, ან მექსიკელი იყო და იარაღს მხოლოდ თავდაცვის მიზნით ატარებდნენ. რადგან, იყო შემთხვევები, როდესაც ნახირის პრერიებში გადარეკვის დროს, მას ყაჩაღები ესხმოდნენ.

imageimage

და კოვბოების მთავარი იარაღი თოფი კი არა, მათრახი იყო, რომლითაც ისინი გაფანტულ საქონელს აგროვებდნენ. მაგრამ, გამოცდილი მწყემსის ხელში, ის შეიძლებოდა, იარაღადაც ქცეულიყო.


ველური დასავლეთის შესახებ მითების შექმნასა და გავრცელებაში უდიდესი წვლილი, აშშ-ს არმიის ყოფილ პოლკოვნიკს, ბუფალო ბილს მიუძღვის. მან თავისი სამხედრო კარიერის მანძილზე, არაერთი წელი გატარა ამერიკის დასავლეთ ნაწილში და პოსტიდან გადადგომის შემდეგ, გასართობი შოუ მოიგონა, რომლის მსახიობები ნამდვილი კოვბოები და ინდიელები იყვნენ. ისინი მაყურებლის თვალწინ, ომის სცენებს აცოცხლებდნენ, როდეოებს აწყობდნენ, ცეკვავდნენ და სხვა ეთნო წარმოდგენებს მართავდნენ. შოუ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რადგან მოსახლეობის უმრავლესობას, ცოცხალი ინდიელი ნანახი არ ჰყავდა. 20 წლის მანძილზე (1880–1900 წწ.) ბილიმ, თავისი შოუთი, მთელი ამერიკა მოიარა და წარმოდგენების გასამართად ევროპაშიც გაემგზავრა. XX საუკუნის დასაწყისში, ბუფალო ბილის შოუ ფირზეც აღბეჭდეს.

image

image

რა თქმა უნდა, ეს შიუ მხოლოდ იმიტაციას წარმოადგენდა და ძალიან შორს იყო რეალობისგან.

imageP. S. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბუფალო ბილის შოუში ქართველი მოჯირითეებიც იღებდნენ მონაწილეობას.

image

imageimageimage

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:image კოლუმბის საიდუმლო რუკა და გზა «ახალი სამყაროსკენ»

ინდიელი ხალხის სიბრძნე

1
93
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
93
  
20 მარტი, 0:24
ეს ამერიკა რომ სატანაა,სახეზეა,მათ მართავენ იუდეველები,მათი სატანისტური მიზანია მსოფლიოს მართვა მორალი:მიზანი ამართლებს საშუალებას-როტშილდების სატანისტური აღსარება,და არიან პირველი მტრები მართლმადიდებლობის,ამიტომ მოათრიეს ჯერ ნაძირალა+სატანა შევარდნაძე ხოლო შემდეგ ებრაელი სატანა სააკაშვილი,რომლებმაც გაანადგურეს მთელი საქართველოს მეურნეობა ფაბრიკა-ქარხნები,რასაც დღეს აგრძელებს ისევე ებრაელი ივანაშვილი[გვარი არ შემშლია].გაავსეს საქართველო თურქ-სელჯუკთა და არაბთა ხროვით რომლებიც არიან და დარჩნენ ქართველთა მტრად!!!
0 1 1