x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
20 ხრიკი სახლის სწრაფად და ხარისხიანად დალაგებისთვის

სახლის დალაგება ძალიან სწრაფად შეიძლება, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ამასთან, მხოლოდ უბრალო სახლის საშუალებების გამოყენებით. საკმარისია მხოლოდ, ქვემოთ მოყვანილი, რამდენიმე ხრიკის დამახსოვრება:


ონკანი რომ ყოველთვის სუფთა იყოს


image
ქრომირებული ზედაპირი დიდი ხნის მანძილზე სუფთად რომ დარჩეს, ცვილის ქაღალდით (ქაღალდი, რომელიც თეთრი ან ყვითელი ცვილით არის გაჟღენთილი – იგივე კალკა) გაწმინდეთ. და თქვენ მიხვდებით, რომ სახლის დალაგებაზე უფრო ნაკლები დრო დაგეხარჯებათ.


ტილო იატაკის ჯოხისთვის


image
ხან ისეც ხდება, რომ სახლის დალაგებას იწყებთ და იატაკის ტილო აღარაფრად ვარგა. დრო რომ არ დაკარგოთ მაღაზიებში სიარულზე, იატაკის გასაწმენდად პირსახოცის წინდის გამოიყენება შეიძლება.


საცხობის ფორმის გაწმენდა


image
საცხობ ფორმას სუფრის მარილი წაუსვით, ხოლო შემდეგ, ქაღალდის პირსახოცით გაწმონდეთ — ცომის ნარჩენები ადვილად მოსცილდება.


ღუმელი რომ ახალივით გამოიყურებოდეს


image
ღუმელის ხშირად ხეხვა–წმენდის ნაცვლად, მის უჟანგავ ზედაპორზე, ერთხელ გადაუსვით ზეითუნის ზეთში დასველებული ტილო და ზედმეტი ზეთი სუფთა ტილოთი მოაცილეთ.


ლაქების მოცილება დივანზე


image
2 ლ. ბოთლში ერთმანეთს შეურიეთ: 1 ს. კ. პურის სოდა, 1/3 ჭიქა ძმარი, 0, 5 ლ. ცხელი წყალი (მდუღარე არა) და 1 ს. კ. სარეცხი ფხვნილი. ჩაასხით მიღებული ნაზავი პულვილიატორში, მიასხურეთ დაქას და გაწმინდეთ ჯაგრისით. დივნის დანარჩენ ზედაპირზე თხელ ფენად მოაყარეთ პურის სოდა. გააჩერეთ ასე რამდენიმე საათი (თუნდაც 1 ღამე) და შემდეგ, მტვერსასრუტით გაწმინდეთ — სოდა დივნის ზედაპირს “გამოაცოცხლებს" და განაახლებს.


მიმწვარი ტაფების გასუფთავება


image
ტაფაში იმდენი წყალი ჩაასხით, რომ ზედაპირი დაფაროს. დაამატეთ 1 ჭიქა ძმარი, მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე. გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ 3 ს. კ. პურის სოდა. როდესაც შხეფები შეწყდება, წყალი გადაღვარეთ და თუ ტაფა სრულად არ გასუფთავდება, ზედაპირი სოდით გაწმინდეთ.


მინის ჭურჭელმა რომ იბზინოს


image
ბოკალი გამჭვირვალე რომ იყოს, ძმრიანი წყლით უნდა გარეცხოთ და ჩვეულებრივ წყალში გაავლოთ. ჭიქა არ გაწმინდოთ, წყალი თვითონ უნდა ჩამოიწკრიტოს.


ყავის სადუღარის გარეცხვა


image
ჩაასხით ყავის სადუღარში წყალი და ძმარი თანაბარი რაოდენობით. ჩართეთ ხარშვის ციკლი, ნახევრად მომზადების დროზე გამორთეთ და იგივე გაიმეორეთ კიდევ ერთხელ. ამის შემდეგ, ჩართეთ ხარშვის 2 ციკლი სუფთა წყლით.


თაროებზე მტვერი რომ არ დაგროვდეს


image
თაროებს ზედაპირს მტვერი რომ არ დაედოს, ავეჯის საწმენდი ტილო ტანსაცმლის დამარბილებელში დაასველეთ და ისე გადაწმინდეთ – თაროებზე მტვრის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება.


ფინჯნიდან ნადების მოცილების საუკეთესო ხერხი


image
თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ძმარი და წყალი და ჩაასხით ჭიქაში. გააჩერეთ ასე 1 საათი და შემდეგ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი გადაუსვით. ჩაისა და ყავის ნადები მაშინვე მოსცილდება.


უთოს ზედაპირის წმენდა


image
აიღეთ სამზარეულოს ხის დაფა, დააფინეთ მასზე პერგამენტი და ზემოდან დიდი რაოდენობით მარილი დაყარეთ. ჩართეთ უთო, როდესაც კარგად გაცხელდება, ენერგიული მოძრაობით, 1 წუთის მანძილზე, მარილზე “ატარეთ".


აბაზანაში ობი და სოკო რომ არ იყოს


image
პროფილაკტიკისთვის — 5 ლ. წყალში გახსენით 1 აბი ფურაცელინი და ჩამორეცხეთ კედლები. იმ შემთხვევაში, თუ ობი უკვე არის – 1 აბი წამალი გახსენით 1 ლ. წყალში და ისე გაწმინდეთ ობიანი ედაპირი.


მილების გასუფთავება ქიმიის გარეშე


image
თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს მარილი და პურის სოდა, ჩაყარეთ ეს ნაერთი წყლის სადენში და ჩაასხით ძმარი. 15 წუთის შემდეგ, ჩარეცხეთ მდუღარე წყლით.


აბაზანის გათეთრება


image
შეურიეთ ერთმანეთს 2 ს. კ კალციმირებული სოდა და 2 ს. კ. პურის სოდა, ცოტა წყალიც დაუმატეთ, რომ ფაფისებური ნაზავი მიიღოთ და სველი აბაზანა გაწმინდეთ ამ ნაერთით. ასე გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ ერთმანეთს შეურიეთ 50 მლ. ძმარი და 50 გრ. (მლ.) მათეთრებელი (ლაქების ამომყვანი) საშუალება ფხვნილის ან სითხის სახით და გადაუსვით სოდის ფენას ზემოდან. 30 წუთის შემდეგ აბაზანა კარგად გარეცხეთ წყლის ჭავლით.


ცხიმის და მიმწვარი საჭმლის მოცილება


image
გაყინულ ცხიმს და საჭმლის ნარჩენების მოცილება, ყველაზე მარტივად, სუფრის მარილით არის შესაძლებელი. ტაფის ძირი მარილით დაფარეთ, დაამატეთ ცოტა წყალი და ასე გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ, გარეცხეთ.


ჭუჭყიანი და ცხიმიანი ღრუბლის გასუფთავება


image
საღამაოს, ღრმა კონტეინერში ჩაასხით 2 ჭიქა ცხელი წყალი, ჩაყარეთ 2 ს. კ. მარილი, მოურიეთ, ჩადეთ შიგნით ღეუბელი და დილამდე ასე გააჩერეთ.


შხაპ-კაბინის კედლებიდან საპნის ლაქების მოცილება


image
მინის კედლებიდან საპნის ლაქების მოსაცილებლად, სველი ხელსახოცით (გვირილის ან რომელიმე სხვა ყვავილის) გაწმინდეთ მინები და მშრალი ღრუბელი გადაუსვით. ბოლოს, წყალი გადაავლეთ.


გატეხილი კვერცხის აწმენდა


image
გატეხილი კვერცხის ასაწმენდად, ყველაზე მარტივი მეთოდი — დიდი რაოდენობით მარილის დაყრა და 15 წუთის შემგეგ, ქაღალდის პირსახოცით დასვრილი ზედაპირის გაწმენდა არის.


ნიჟარა რომ ბზინავდეს


image
ნიჟარაზე დაყარეთ მარილი, შუაზე გაჭრილი ლიმონი დაადეთ ზემოდან და მოხეხეთ ნიჟარა. შემდეგ, ლიმონის ნარჩენები მოათავსეთ დისპოზერში და დააქუცმაცეთ. ნიჟარა იბზინებს, ხოლო სამზარეულოში სასიამოვნო სურნელი დატრიალდება.


სუნის მოცილება და დივნის განახლება


image
იმისთვის რომ შინაური ცხოველების სუნი მოსცილდეს რბილ ავეჯს ან უბრალოდ “გამოცოცხლდეს", პულვილიზატორში ჩაასხით 2 ჭიქა თბილი წყალი, დაუმატეთ 10 წვეთი ლავანდის ან ლიმონის ეთერზეთ, შეანჯღრიეთ და მიასხურეთ ქსოვილს.

1
16038
15-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
16038
  
2016, 26 ოქტომბერი, 12:35
საინტერესო ,
რა კითხვა მაქ იცით" სუნის მოცილება და დივნის განახლება" ეს მეთოდი მანქანის სალონში რო გამოვიყენო გამოვა რამე???
0 1 1