x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მსოფლიოში პირველი რობოტი-პოლიციელი მალე დუბაის ქუჩებში გამოჩნდება
image2017 წლისთვის დუბაიში იგეგმება სამსახურში აიყვანონ პირველად მსოფლიოში რობოტი-პოლიციელი.


დუბაის პოლიცია აცხადებს, რომ 2017 წლისთვის სამსახურში აიყვანს რობოტ-პოლიციელს, ამის შესახებ იუწყება Arabian Business-ი.


აღსანიშნავია, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა რობოტი-პოლიციელების მასიურად სამსახურში აყვანას უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს.


"რობოტებს შეეძლებათ შეასრულონ ის გარკვეული სამუშაო, რაც პოლიციელის თანამშრომლებს ევალებათ და ადამიანის მსგავსად განსაზღვროს სიტუაცია"-აღნიშნა პოლიციის დეპარტამენტის პოლკოვნიკმა ხალიდ რაზუკმა.


image

როგორც რაზუკმა დასძინა, პროექტის განხორციელებას საერთაშორისო გამოფენა"ექსპო-2020"–ამდე აპირებენ, რომელიც გაერთიანებულ საემიროებში უნდა გაიმართოს.


იქნება ორი ეტაპი: პირველი განხორციელდება ორ წელიწადში, ხოლო მეორე კიდევ სამი წელიწადი გაგრძელდება.


აღსანიშნავია, რომ დუბაის პოლიციას უკვე აქვს ჰაი -ტეკის ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება.შარშან ქვეყნაში დანერგეს Google Glass-ი, რის მეშვეობითაც საპატრულო პოლიცია ადვილად პოულობს გზებზე მოძრაობის წესების დამრღვევს.


2
158
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
158
  
2016, 18 ოქტომბერი, 23:45
აღარ იციან დუბაიში ფული რაში ხარჯონ
2016, 18 ოქტომბერი, 19:25
ძალიან საინტერესო სიახლეა
0 1 2