x
image
მადამ ფისუნია
ნაცისტური პერიოდის კინო გერმანიაში

image1933 წლის 30 იანვარს ჰიტლერი დაინიშნა გერმანიის კანცლერად, ხელისულებაში ნაცისტები მოვიდნენ და ყველაფერი ძირეულად შეცვალეს. მარტში დაფუძნდა სახალხო განათლების და პროპაგანდის სამინიტრო, რომელსაც სათავეში გიობელსი ჩაუდგა. ორიოდე კვირაში იგი შეხვდა კინემატოგრაისტებს და ამაყად განუცხადა, რომ მათი მთავრობა გადახედავდა კინოპოლიტიკას, ჩაატაერებდა ძირეულ რეფორმებს, ოღონდ ეს უმტკივნეულო ღონისძიებები იქნებოდა. მან უსაყვედურა გერმანელ კინორეჟისსორებს და განაცხადა რომ უნდა ეკეთებინათ „ჯავშნოსანი პოტიომკინი“ - ს მაგვარი ფილმები. კინოში მუშაობისთვის მთავარ პირობად იქცა გერმანიის მოქალაქეობა, არადა კინოიდუსტრიის 90% ეკავათ ებრაელებს . მხოლოდ ერთეულები გადაურჩნენ სიკვდილს, ნახევარზე მეტი ჰოლივუდში გაიხიზნა. 1933 წელს სახალხო განათლებისა და პროპაგანდის სამინისტროში ჩამოყალიბდა კინოს განყოილება, ხოლო ივლისში შეიქმნა სახელმწიფო კინოპალატა, რომელსაც ევალებოდა კინოს ინტერესების განხორციელება ეკონომიკაში. კინოპალატას უნდა ეხელმძღვანელა შემდეგი მიმართულებით: წარმოება, ფირის დამუშავება, იმპორტი და ექსპორტი, საავტორო უფლებების დაცვა, კინოსაკრედიტო ბანკი. ეს უკანასკნელი უკვე არსებობდა და კრედიტის მაქსიმალური თანხა იყო 10 მილიონი მარკა, რომელიც ეძლეოდა უმნიშვნელო კაპიტალის მქონდე პატარა კინოკომპანიებს. პირველსავე წელს აიკრძალა 46 ფილმი რომლებიც წინა მთავრობამ გაუშვა კინოგაქირავებაში.
ნაცისტებისადმი ლოიალურად განწყბილმა კინემატოგრაისტებმა მზადყონა გამოთქვეს, აქტირუი მონაწილეობა მიეღოთ ახალი კინოგმირის გამოძერწვაში. ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის მხურვალე მხარდაჭერითა და დაფინანსებით მათ გადაიღეს პირველი პროპაგანდისტული მხატვრული ილმები : „მოიერიშე ბრანდი“, „ჰიტლერიუგენდელი ქუექსი“, „ჰანს ვესტმარი“. ამათგან მეორე კინოსურათი დიიდ მოწონებით სარგებლობდა. მის მთავარ პერსონაჟს მეტსახელად „ქუექსს“ კომუნისტებისადმი ზიზღის გამო რომ ეწერებოდა ახალგაზრდულ ორგანიზაციაში - „ჰიტლერიუგენდში“ სასიკვდილოდ იმეტებდნენ კმუნისტი აგიტატორები. მსხვერპლად შეწირული ამ რიგითი გერმანელი მოზარდის ტაგიკულმა ამბავმა მაყურებლის მნიშვნელოვანი ნაწილი ააფორიაქა. იოზეფ გიობელსმა დადებითად შეაფასა ეს ილმი, თუმცა არ მოეწონა დანარჩენი ორი, რადგან მათში უმთავრესად აჩვენებდნენ, როგორ მარშირებდნენ ქუჩაში ნაცისტები, როგორ აფრიალებდნენ დროშებს და როგორ ეჩხუბებოდნენ კომუნისტებს. მიუხედავად ამისა სამივე ნამუშევარი გაიტანეს ევროპასა და აშშ-ში სადაც დიდ რეკლამას უკეთებდნენ.
გიბელსი, ნაცისტების მთავარი იდეოლოგი, ყოველთვის აღნიშნავდა რომ იყო კინოს უსაზღვრო თაყვანისმცემელი, რომ ხელოვნება იყო თავისუფალი თუმცა გარკვეულ ნორმებს უნდა მისჩვეოდა. კინოს უნდა ემუშავა ხალხის მოთხოვნებზე უნდა ემოქმედა ადამიანის გონებაზე, ემოციებზე, უნდა გამხდარიყო ხელოვნების საყოველთო, სახალხო დარგი. 1933 წლისათვის გერმანული კინოთეატრების ეკრანებზე გამავალი ფილმების ნახევარს ამერიკული კინოპ[როდუქცია შეადგენდა. საბოლოოდ ამერიკული ფილმები აკრძალეს.
ნაცისტურ იდეოლოგიას ეხმაურებოდნენ იოჰანეს მაიერის „ჩიკაგოდან გამოქცეული“, პაულ ვეგენერის „ადამიანს სურს გერმანიაში წასვლა“, ლუის ტრენკერის „უძღები ვაჟი“, ლუდვიგ შმიდ-ვილდისა და ჰანს ციობერლაინის „მოიერიშე ბატალიონი 1917“. ისინი აუდიტორიას ხვადასხვა ეპოქასა და სხვადასხვა გეოგრაიულ გარემოზე მოუთხრობდნენ და მაქსიმალურად აღვივებდნენ პატრიოტულ გრძნობას, ადიდებდნენ გერმანულ სულს და ხელს უწყბდნენ დიადი მომავლისკენ სწრაფვის იდეის პოპულარიზაციას.
გახშირდა შოვინისტური სულისკვეთებით გაჯღენთილი კინოსურათები. მათში უარყოფით კონტექსტში ასახავდნენ სხვა ერების წარმომადგენლებსს, რომლებიც ჩაგრავდნენ გერმანელებს ან გამომწვევად იქცეოდნენ მათ მიმართ. ასეთი დამოკიდებულება განსაკუთრებით აღწერა ორ ფილმში - „ფრიზიელთა საფრთზე“ და „მოხუცი ყმაწვილი მეფე“. პირველში საბჭოთა კომუნისტები ავიწროვებდნენ საბჭოთა კავშირში მცხოვრებ გერმანულ ეროვნულ უმცირესობას, ხოლო მეორეში მომაბეზრებელი ქცევებისა და მანერების ფრაგები დეგრადირებულთა ბრბოდ გამოიყვანეს.
აღსანიშნავია მიუზიკლები და კომედიები. რაინჰოლდ შიუნცელის „ამიტრიონი, ერიხ ენგელის „პიგმალიონი“, ვილი ორსტის „ცელქობა“. ესენი და სხვა ილმები ასრულებდნენ ე.წ. „აპოლიტიკური კინოს“ ფუნქციას.
1937 წლი დასაწყისში გმაოცხადდა, რომ კინო ათულობით მილიონი მარკის ზარალს განიცდიდა. პროპაგანდისტული კინოს განშტოებად იქცა ისტორიული ფილმები გერმანიის ჰეროიკულ წარსულზე. იოჰანეს მაიერის „რიდერიკუსი:, რომელიც მიეძღვნა პრუსიის ძლევამოსილ მეფეს, ფრიდრიხ მეორეს ამის ნათელი მაგალითი იყო. გასართობი და პროპაგანდისტული ნამუშევრების გვერდით არსებობდა სუფთა ჟანრული კინოსურათები, თუმცა მცირე რაოდენობით. მაგ: ფაიტ ჰარლანის დრამა „ახალგაზრდობა“, რიხარდ აიხბერგის სათავგადასავლო ფილმი „ინდური აკლდამა“, გუსტავ უციცკის თრილერი „ხმაური დამასკოში“, ჰერბერტ ზელპინის ვესტერნი „წყალი კანიტოგასათვის“.

0
94
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0