x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
სექსუალური უმცირესობების პრობლემები საქართველოში.
image ტრანსგენდერები, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები ყოველთვის აღნიშნავენ იმას, რომ საკუთარ ქვეყანაში ისინი თავს დაუცველად გრძნობენ და რომ ისინი ყოველთვის ელიან სიცოცხლის ტრაგიკულ დასასრულს.


24 წლის საბი ბერიანი, 22 წლის ბიანკა შიბუროვა და 34 წლის ზიზი შეყელაძე. საბი მოკლეს, ბიანკა წინასწარი გამოძიებით ბუნებრივი აირით გაიგუდა, ზიზი სიკვდილს ამ დრომდე ებრძვის.2014 წელი 11 ნოემბერი, გვიან ღამით 26 წლის მამაკაცი პეკინზე დანას ყიდულობს, ადის ამავე ქუჩის 14 ნომერში, სადაც საბი ბერიანი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, კარს საბი ბერიანი უღებს, რომელთანაც სავარაუდოდ წინასწარ შეთანხმებულია, საძინებელში ფიზიკური დაპირისპირება იწყება უცნობი ტრანსგენდერ ქალს დანით კლავს და კვალის დაფარვის მიზნით ბინას ცეცხლს უკიდებს,
ასევე კვალის დაფარვის მიზნით მიაქვს მოკლულის ტელეფონი და ბინას გარედან კეტავს, მოგვიანებით მეზობლები სახანძროს იძახებენ.ცხედარი სოფელში რომ გადაასვენეს საბის მკვლელობის დასტურად გამოირკვა, რომ ტრანსგენდერ ქალს ყელის არეში მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.ბრალდებული მალევე დააკავეს, თუმცა სასამართლომ იგი საბი ბერიანის განძრახ მკვლელობის ნაწილში გაამართლა, მას მხოლოდ სხვისი ნივთის დაზიანების და ასევე კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალის
ბიანკა შიგუროვას ცემის გამო ჯამურად, მხოლოდ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.ბიანკა შიგუროვას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის საფრთხეზე საბი ბერიანის მკვლელობის შემდეგ ალაპარაკდა, 2014 წელს იგი ამბობდა, რომ ვიდრე საბი ბერიანს მოკლავდნენ, იგივე პიროვნება ვინც საბი მოკლა რამდენიმე საათით ადრე ბიანკას ფიზიკურად გაუსწორდა და შემდეგ მისი მოკვლა სცადა, ბიანკამ თავდამსხმელი პოლიციაში დაკითხვის შემდეგ ამოიცნო. 2016 წლის თებერვალში კი ბიანკა, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება ამ შემთხვევაში თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა წინასწარი ვერსიით 22 წლის ტრანსგენდერი ქალი ბუნებრივი აირის გაჟონვით გარდაიცვალა. ბიანკა შიგუროვა დასაქმებული იყო სახლის მეპატრონის ბარში მისი გარდაცვალებიდან ერთ კვირაში ბარის მეპატრონე გულის შეტევით გარდაიცვალა. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.ტრანსგენდერი ქალის გარდაცვალების მიზეზი თითქოსდა ეს იყო უბედური შემთხვევა არ დაუჯერებია არავის, არც ოჯახის წევრებს, არც მეგობრებს და არც სექსუალური იმცირესობების უფლებადამცველებს. ამბის გაგების შემდეგ მათ იფიქრეს, რომ იგი მოკლეს.
ვინაიდან სოციალურ ქსელში ტრანსგენდერი ქალის გარდაცვალებას საზოგადოების უმრავლესობა ზეიმობდა და ბიანკას ფოტოებზე აგრესიულ კომენტარებს წერდა, ეს მიუთითებდა იმას, რომ უმრავლესობა პოტენციური დამნაშავე იყო.


ბიანკას მამა - "ვფიქრობ, რომ ბიანკა გაზით გაგუდული არ არის".
ბიანკას დედა - "მე როგორც დედა ამას ვერ დავიჯერებ".


კიდევ ერთი ტრანსგენდერი, რომელიც საბის მკვლელობის შემდეგ ალაპარაკდა, 34 წლის ზიზი შეყელაძეა, ზიზიმ ეს კომენტარი 2014 წელს გააკეთა ისიც იგივე პიროვნებაზე საუბრობს, რომელმაც ჯერ ბიანკა ცემა და შემდეგ საბის ბინას ცეცხლი წაუკიდა, იგივე პიროვნება მასაც, როგორც ბიანკას საბის მკვლელობამდე თვენახევრის წინ თავს დაესხა.



ზიზი შეყელაძე - "დამარტყა და ჩემი გათიშვა უნდოდა".


ახლა ზიზი შეყელაძე სიკვდილს ებრძვის, ის ორთაჭალის ავტოსადგურში სასიკვდილოდ დაჭრეს და საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე რჩება.
ზიზის, საბის, ბიანკას ისევე, როგორც სხვა ტრანსგენდერებს თითქმის იდენტური პრობელმები აქვთ, რომლებიც რიგ შემთხვევაში ფატალური შედეგით სრულდება, მათ უწევთ ბრძოლა საკუთარი იდენტობისთვის ხშირად გამხდარან აგრესიის მსხვერპლნი, არაერთხელ უცდიათ სუიციდი.ვერ საქმდებიან საჯარო სამსახურებში და კერძო კომპანიებში, ამიტომ ისინი ძირითადად სექსმუშაკებად მუშაობენ, არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები საუბრობენ იმაზე, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათ სამართლებრივ დონეზე დაცვას ისევე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო.ხშირ შემთხვევებში არ აღიარებს სიძულვილის და დისკრიმინაციის მოტივს სისხლის სამართლის საქმეში.


საბი ბერიანის და ბიანკას დასაფლავების სცენარი თითქმის ერთი და იგივეა ორივე შემთხვევაში ერთ დროს ოჯახისგან გარიყული ახალგაზრდები უკანასკნელ გზაზე მხოლოდ ოჯახის წევრებმა და მათმა რამდენიმე მეგობარმა გააცილეს.

imageimage


წყარო:"ტელეკომპანია იმედი - გადაცემა იმედის დრო"

ვიდეო:




0
288
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0