x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134363
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
მოსკოვში Samsung Galaxy-ის აფეთქების შედეგად ოჯახი სახლის გარეშე დარჩა(ვიდეო)
imageსამსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა მოსკოვშის გარეუბანში, კრასნოგორსკის რაიონში Samsung Galaxy-ის აფეთქების შედეგად.


მოსკოვის გარეუბანში მდებარე სამსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა, ხოლო 55 წლის მამაკაცი მრავლობითი დამწვრობებით რეანიმაციაშია მოთავსებული.


როგორც Life-ი იუწყება, მამაკაცს ახლად შეძენილი Samsung Galaxy-ი დივანზე ედო და თან დამტენი ჰქონდა შეერთებული.იგი ამ დროს მეზობელ ოთახში იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად ხმამაღალი ტკაცანის ხმა მოესმა.


შებრუნდა ოთახში და აღმოაჩინა, რომ სმატრფონს და დივნის ზედაპირს ცეცხლი ეკიდა, მამაკაცი თავიდან შეეცადა თვითონ ჩაექრო ცეცხლი, თუმცა უშედეგოდ.



სახლი რამდენიმე წუთში მთლიანად დაიწვა, ხოლო მამაკაცი მრავლრიცხოვანი დაწვრობებით და ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.


"როგორგ გავიგეთ კირიენკოს ტელეფონი აუფეთქდა, ამის შესახებ თვითონ განაცხადა, როდესაც საავადმყოფოში გადაჰყავდათ.მისი ცოლი და კიდევ ერთი ოჯახის სტუმარი მეზობლებმა გადაარჩინეს.ისინი მეორე სართულის აივნიდან გადმოსვეს"-განუცხადა ჟურნალისტებს მეზობელმა ტატიანამ.


შეგახსნებთ, ამ სექტემბრის ბოლოს კომპანია Samsung -მა 2, 5 მილიონი სმატრფონი Galaxy Note 7 გაყიდვიდან ამოიღო მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბატარეების აფეთქების და აალების გამო.




0
202
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0