x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134046
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პატიოსანი ქვები ბიბლიაში – იასპი

იასპი (ეშმი)იასპი

გამოსვლა 28:18. ეზეკიელი 28:13. გამოცხადება 4:3; 21:11, 18–19


იასპი, რომელიც ასევე ცნობილია "ეშმის", "ეშმის ქვის" სახელწოდებით, გაუმჭვირვალე, ნახევრადძვირფასი სანახელავო ქვაა. მინერალი, მასიური კვარციტი მრავალგვარი მინარევებით. გამოირჩევა სიმაგრითა და სიმტკიცით და ასევე მრავალფეროვანი შეფერილობით.

სახელწოდება წარმოსდგება ბერძნულიდან ἴασπις – რაც "ჭრელს" ან "აჭრელებულს" ნიშნავს.
ფერი: იშვიათად გვხვდება ერთი ფერის იასპი. ძირითადად ეს მინერალი ზოლიანი, ჭრელი ან ლენტისებურად გარდამავალი შეფერილობით ხასიათდება. ფერთა გამა მინარევებზეა დამოკიდებული და შეიძლება იყოს: თეთრი, წითელი, ყვითელი, მწვანე, იასამნისფერი, ყავისფერი, ნარინჯისფერი, შავი.

0
350
3-ს მოსწონს
ავტორი:ნანა თოფურია
ნანა თოფურია
350
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0