x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134373
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ახალი გამოგონებები ამერიკაში (50იანი წლები)

image ტელევიზიის მზარდმა პოპულარობამ საგონებელში ჩააგდო ჰოლივუდი. დიდი კომპანიები უარს ეუბნებოდნენ ტელევიზიებს ფილმების მიყიდვაზე, თუმცა პატარა კომპანიები მოგების მიზნით მიდიოდნენ ამგვარ თანამშრომლობაზე.
იმისთვის რომ კინოკომპანიებს მაყურებელი შეენარჩუნებინა დაიწყეს ექსპერიმენტები, ერთ ერთი ასეთი ექსპერიმენტი იყო "დრაივ-ინი“ რაც წარმოადგენდა კინოთეატრს ღია ცის ქვეშ სადაც მაყურებელს დიდ ეკრანზე ავტომობილიდან შეეძლო ეყურებინა ფილმისთვის, თუმცა ამ ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა, რადგან "დრაივ-ინი“ მხოლოდ თბილ თვეებში იყო ფუნქციონირებადი.
1952 წლისთვის კინოთეატრებში საგრძნობლად შემცირდა კინოთეატრში ფილმების მაყურებელთა რიცხვი, ამის გამოსასწორებლად ადგილობრივმა მწარმოებლებმა სხვადასხვა სტრატეგიებს მიმართეს ერთ ერთი მათგანი იყო "სინერამა“ რაც წარმოადგენდა სტერეოხმით გაძრიელებული, ფართოფორმატიანი კინოსურათის ჩვენების სისტემას. მისი ხედვა მოიცავდა ადამიანის თვალის 146 გრადუსს სიგანეში და 55 გრადუსს სიმაღლეში, 35 მმ იან ფირს 4ის ნაცვლად 6 პერფორაცია ჰქონდა და წამშ გადიოდა 26 კადრი. სინერამას ფილმებს იღებდნენ 3 კამერით და ოვალურ ეკრანზე უშვებდნენ ასევე 3 პროექტორით. სისტემის პრემიერა შედგა 1952 წლის 30 სექტემბერს დოკუმენტური კინოსურათით “ეს არის “სინერამა", იმის გამო, რომ ამ ფილმის ჩვენება ძალიან ძვირი ჯდებოდა მხოლოდ რამდენიმე კინოთეატრში გაუშვეს და 2 წელიწადში მოაგროვა სარეკორდო თანხა - 32 მილიონი დოლარი. ამ მოგების მიუხედავად “ სინერამა" ვერ დაინერგა რადგან ფილმების გადაღებაც და ჩვენებაც ამ მეთოდით ძალიან ძვირი ჯდებოდა.
ამის პარალელურად მიდიოდა ცდები სამგანზომილებიან კინოზე. 1952 წლის ნოემბერს ეკრანებზე გავიდა სამგანზომილებიანი ფილმი “ ბავანას ეშმაკი" მაყურებელს სამგანზომილებიანი კინოც მოეწონა თუმცა ესეც მოითხოვდა დამატებით ხარჯებს და მალევე მიანებეს თავი.
კიდევ ერთი გამოგონება ამერიკულ კინოში ახლა უკვე “20 სენჩიური ფოქსში" მომიშავე ანრი კრეტიანს ეკუთვნის, მან გამოიგონა “სინემასკოპი". 1953 წლის 16 სექტემბერს მოეწყო “სინემასკოპის" პრემიერა რომელზეც აჩვენეს ფილმი “მანტია''. ახალმა ფორმატმა სენსაცია გამოიწვია და მალევე შეისყიდა ქველიცენზია მეტრო-გოლდვინ-მეიერმა. უორნერ ბრაზერსმა სცადა თავად შეექმნა მსგავსი სისტემა “სუპერსკოპი'' თუმცა მიხვდნენ რომ კრეტიანის ქმნილებას ვერ აჯობებდა და მათაც შეისყიდეს “სინემასკოპის'' ქველიცენზია. 1957 წლისთვის ამერიკული და კანადური კინოთეატრების 85% აღჟურვილი იყო აპარატურით, რითიც შეეძლოთ ეჩვენებინათ “სინემასკოპით“ გადაღებული ფილმები.
“სინემასკოპთან'' საკონკურენციოდ პარამაუნტმა გაამზადა ახალი სისტემა “ვისტავიჟენი'' და ამ სისტემით 1954 წელს გამოუშვა მიუზიკლი “თეთრი შობა'', ვისტავიჟენმაც გაამართლა და მოწონება დაიმსახურა.
1955 წელს პროდიუსერმა მაიკლ თოდმა და “ამერიქან ოფთიქალ ქომფანიმ'' წარმოადგინეს ფართოფორმატიანი მკინოსა და სტერეოფონური ხმის კიდევ ერთი სისტემა “თოდ-ეიოუ'' და მაყურებელს აჩვენეს ამ სისტემით გადაღებუული ფილმი “ოკლაჰომა!“ „თოდ-ეიოუ“ იქცა ფორმატად რასაც მიმართავდნენ იმგვარი დიდბიუჯეტიანი ფილმების გადასაღებად, რომლებსაც აჩვენებდნენ ფეშენებელურ კინოთეატრებში, მაღალ ფასებში. ასეთი ფილმების რიცხვი დიდი არ იყო. აღსანიშნავია ამ სისტემით გადაღებული ფილმი “მსოფლიოს გარშემო ოთხმოც დღეში“ რომელმაც 42 მილიონი დოლარი მოაგროვა, ფილმის გამოსვლიდან 2 წელიწადში თოდი ავიაკატასტროფაში დაიღუპა, ამის შემდეგ მისი სისტემა მიივიწყეს.
„სინემასკოპის“ კიდევ ერთი კონკურენტი იყო „პანავიჟენი“. ეს სისტემა ადრეც არსებობდა თუმცა უფრო დახვეწეს და საჭირო კონდიციებამდე აიყვანეს. მეტრო-გოლდვინ-მეიერმა სწორედ „პანავიჟენი“ გამოიყენა უილიამ უაილერის ფილმისთვის „ბენ-ჰური“, რომელმაც სარეკორდო 11 ოსკარი მიპოვა და ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა.

0
62
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0