x
image
მადამ ფისუნია
ფერადი კინოს ტექნოლოგიები და პირველი ფილმები

imageჯერ კიდევ უხმო კინოს პერიოდში მიმდინარეობდა დიდი მუშაობა კინოს გახმოვანებაზე. გამომგონებლები ცდიდნენ სხვადსხვა მეთოდს, იყენებდნენ შეფერილსა და ელფერმიცემულ ნაწილებს, მაგრამ სრულყოფილ ბუნებრივ ფერებს ვერა და ვერ აღწევდნენ. „კოდაკმა“ შემოიღო სისტემა „სონოქრომი“, ჰერბერტ კალმუსმა გააკეთა ორფეროვანი „ტექნიქოლორი“, რაც ადრეულ მიუზიკლებში მოსინჯეს. 1932 წელს მან გააუმჯობესა თავისივე გამოგონება და წარმოადგინა სამფეროვანი სისტემა, რაც გახდა საწარმოო სტანდარტი მომდევნო 20 წლის განმავლობაში.
„ტექნიქოლორის“ სისტემით გადაიღეს პირველი სრულყოფილად ფერადი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ბეკი შარპი“ (1935, რეჟ. რუბენ მამულიანი) პატარა კომპანია „პაიანიარში“. იმხანად ორიოდე ასეთი ნამუშევარი გაკეთდა და რადგან ეს სისტემა ფუფუნებად ითვლებოდა, მასზე ყველას ვერ მიუწვდებოდა ხელი. ამის გამო მას „პრესტიჟულ ფილმებს“ ეძახდნენ.

0
61
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0