x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
იტალიური პოლიტიკური კინო

image30-იანი წლებისთვის იტალიურ კინოში ძალიან ბევრი პრობლემა იყო. საერთაშორისო კინობაზარზე იტალიურ ფილმებს წარმატება არ მოჰქონდათ. ამ პერიოდში კინოკომპანი „ჩინესის“ ხელმძღვანელი სტეფანო პიტალუგაა, რომელიც ხელისუფლებას დაჰპირდა რომ წელიწადში სამ პროპაგანდისტულ ფილმს გადაიღებდა. მისი სიკვდილის შემდომ კი კინოკომპანია ორ ნაწილად დაიშალა: სადისტრიბუციო და სადემონსტრაციო ნაწილები ჩაიბარა სახელმწიფომ.
თუმცა, საბოლოო კონტროლი ხელისუფლებამ კინოწარმოებაზე 1933წლიდან აიღო, როდესაც დაიწყო თითოეული კინოპროექტის საგულდაგულოდ განხილვა. აკრძალა უცხოური ფილმები, რითაც კათოლიკური ეკლესიაც გააჩუმა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მდარე ხარისხისა და უცხოურ ფილმებს.
ასევე ბენიტო მუსილინის სიძემ - გალეაცო ჩიანომ უნივერსიტეტებში ჩამოაყალიბა ფაშისტური კინოკლუბები (ე.წ. „გუფები“), სადაც აჩვენებდნენ ისევე როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ფილმებს, თუმცა მეტი ყურადღება ეთმობოდა პროპაგანდისტულ ფილმებს, რომელთაგან ერთ-ერთი „შავკვართიანი“ გახდა ცხარე კამათის საგანი.
ასევე 1935 წელს ხელისუფლებამ დააარსა ექსპერიმენტული კინოცენტრი, სადაც ახალი კადრების აღზრდა ხდებოდა და ასევე კინოს თეორიული კვლევა.
ყველაზე მთავარი მოვლენა კი 1937 წელს რომში „ჩინეჩიტას“ გახსნაა. „ჩინეჩიტა“ კინოქალაქი იყო, რომელშიც სულ 16 სტუდია იყო განთავსებული. ასევე ქუჩები, ბაღები, მოედნები, რესტორნები, ლაბორატორიები და სხვა ელემენტები, რაც კინოს გადაღებებისთვისაა საჭირო. გახსნის ცერემონიალს დაესწრო ბენიტო მუსილინი, რომელიც თვითონ დიდი მონდომებით იყო ჩართული კინოქალაქის მშენებლობაში. დამწვარი „ჩინესის“ სტუდიიდანრაც დარცა, გადაიტანეს „ჩინეჩიტაში“ და ძალიან ბევრი ახალი აპარატურა დაამატეს. შესასვლელში იყო პლაკატი წარწერით: „ჩვენთვის კინო არის უმძლავრესი იარაღი“, სადაც უნდა შესულიყავი კონკრეტული იდეით და გამოსულიყავი გამზადებული ფილმით. ყოველივე ამით მუსოლინი აშკარად ეჯიბრებოდა გერმანიას. თანაც მუსოლინი ცდილობდა იმას, რომ მაყურებლის ყურადღება არსებული სინამდვილიდან რაც შეიძლება შორს გადაეტანა.
„ჩინეჩიტას“ დაარსებამ გამოიწვია ის რომ კინოწარმოებაში ძალიან ბევრი ინვესტიცია ჩაიდო. ბევრი ფაშისტური მოხელე უცბად გახდა კინოპროდიუსერი. მათ შორის იყო მუსოლინის ვაჟი - ვიტორიო, რომელსაც საკუთარი კინოკომპანია ჰქონდა.
„ჩინეჩიტაში“ გადაღებული ფილმები სულაც არ ასახავდა სახელმწიფოს იდეოლოგიას, არამედ გათვლილი იყო მთლიანად წვრილბურჟუაზიულ და ელიტარულ ფენებზე, ამიტომაც მოდაში შემოვიდა ე.წ. „თეთრი ტელეფონების კინოსურათები“ - მსუბუქი კომედიები და მელოდრამები მაღალი საზოგადოების ცხოვრებაზე, სადაც იყენებდნენ სწორედაც ამ თეთრ ტელეფონებს. მაყურებელს მოსწონდა ასეთი ფილმები და დადიოდნენ მათ სანახავად, თუმცა კრიტიკა მას არასარიოზულ ფილმებად აღიქვამდა.
მუსოლინი გახდა ჟურნალ „ჩინემას“ მთავარი რედაქტორი და თავი მოუყარა ნიჭიერ ახალგაზრდობას. მათ შორის მიქელანჯელო ანტონიონის, ლუკინო ვისკონტის, რობერტო როსელინის. მუსოლინი მათ იმის საშუალებას აძლევდა რომ მთლიანად თავიანთი შეხედულების მიხედვით ეწერათ კრიტიკული წერილები.
საბჭოთა კინემატგრაფით შთაგონებული იტალიელები ცდილობდნენ ეჩვენებინათ რომ მათი ნამდვილი ყოფა სოფლური ცხოვრებიდან მოდიოდა.საბჭოთა ხუთწლედების გეგმის მსგავსად მათაც ჰქონდათ ე.წ. „გენერალური მიმართულება“, რითაც ხაზს უსვამდნენ ხელისუფლების პოპულისტურ ხასიათს.
1940 წელს იტალია ჩაერთო მსოფლიო ომში და შესაბამისადაც მომრავლდა კინოქრონიკები. მხატვრულ ფილმებს კი პოლიტიკური და იდეოლოგიური სარჩული დაედო. დაიწყო ექსპერიმანტალური ინოვაციებიც, რაც გამოიხატა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების წარმოშობაში. გაჩნდა ახალი ტენდეციაც -რეჟისორთა ერთი ჯგუფი მთლიანად გადაერთო ეკრენიაზეიბზე, ხოლო მეორე კი ცდილობდა თანამედროვეობასთან ეპოვა კინოს ახლებურუ კავშირი.
ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გამოდგა აუგუსტო ჯენინას „ალკასარის ალყა“, სადაც ასახულია, როგორ ებრძოდნენ ესპანეთში, სამოქალაქო ომის პერიოდში ბოლშევიზმს. ფილმის ერთი ნაწილი „ჩინეჩიტაში“ გადაიღეს, ხოლო მეორე რეალურ ესპანეთის რეალურ ლოკაციებში, სადაც მოხდა ბრძოლები. კინოსურათების წარმატებას „ჩინემას“ ფურცელზე მიესალმა ანტონიონი, სახალხო კულტურის მინისტრმა, კი რეჟისორის მადლობის წერილი მისწერა, რომ ეს ფილმი „ქვეყნის სამსახურში იდგა“.
1945 წლის გაზაფხულზე იტალიას მთლიანად მოკავშირეთა ძალებია კონტროლებდნენ, ამიტომაც გაივსო კინობაზარი ჰოლივუდის პროდუქტით. კინოდემონსტრატორები მიესალმნენ ამ სიახლეს, რადგან ყველას მოენატრა ისინი. მოკავშირეთა ამერიკელი წარმომადგენლები იმასაც, ამბობდნენ რომ იტალიალები ვერ შეძლებდნენ კინოს აღორძინებას, ამიტომაც მათთვის დახმარების გაწევაც ზედმეტი იყო. ყველაფერს ჰოლივუდი ამოავსებსო. მთავრობა გააუქმებს კინოწარმოების ფაშისტურ რეგულაციებს და 22 წლის წინანდელი კინოკანონმდებლობია საბაზისო მოთხოვნები აღადგინა.

0
41
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0