x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გვატემალაში ქალაქის მერი მოსახლეობამ ცოცხლად დაწვა
imageგვატემალაში ქალაქ კონსეპსიონის მერი ლინჩის წესით გაასამართლა მოსახლეობამ იმის გამო, რომ პოლიტიკურ ოპონენტს ფიზიკურად გაუსწორდა, იუწყება BBC News-ი.


ბასილიო ხურაკანი(Basilio Juracan) მას შემდეგ გარდაიცვალა, როდესაც მას მოსახლეობა ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი ცოცხლად დაწვა.


როგორც ცნობილი გახდა ხურაკანი მისმა კონკურენტმა ლორენცო სეკეკმა(Lorenzo Sequec), არჩევნების გაყალბებაში და დაუმსახურებლად გამარჯვებაში დაადანაშაულა. კვირას 11 ოქტომბერს სეკეკის მანქანა დაცხრილეს. თავდასხმის დროს დაიღუპა მისი 17 წლის ქალიშვილი და 16 წლის დისშვილი, თავად პოლიტიკოსი და მისი ოთხი ნათესავი კი მძიმედ დაშავდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკოსზე თავდასხმაში თავად მერიც მონაწილეობდა.

image


ფოტოზე:ლორენცო სეკეკის მანქანა თავდასხმის შემდეგ.




ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, ადგილობრივმა მოსახლეობამ მერი
სახლიდან ძალდატანებით გამოიყვანა და სცემა.


შემდეგ ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ჰურაკანი ძლიერი დამწვრობისგან შედეგად გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი ვაჟი კი, რომელიც დანით დაჭრეს, მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.

image

0
435
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
435
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0