x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ნაადრევი სიბერე
image
ჩვენ არ შეგვიძლია დაბერებაზე პასუხისმგებელ გენებზე ზემოქმედება, მაგრამ არსებობს კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რომელიც აჩქარებს დაბერებას და მათი გავლენის შემცირება ყველა ქალს შეუძლია:

1. ჭარბი ულტრაისფერი გამოსხივება

ალერსიანი მზე არც ისეთი კეთილგანწყობილია თქვენი სილამაზის და ჯანმრთელობის მიმართ, ულტრაისფერი სხივების გავლენით კანი უხეშდება, ეშვება და ნაოჭდება-ამ მდგომარეობას „მზის ელასტაზი“-ფერმერების, მეზღვაურების და გარუჯვის მოყვარულთა დაავადება- ეწოდება. მზის ზემოქმედება, რომელიც 5 წუთზე მეტს გრძელდება, თუნდაც 5 საათი იწვევს ნაოჭების და პიგმენტური ლაქების გაჩენას, აზიანებს კანის დამცავ სისტემას. კოსმეტოლოგების აზრით დაბერების ნიშნების გამოჩენას 90% -ით მზეს უნდა ვუმადლოდეთ, მხოლოდ 10 % ჩნდება ორგანიზმის ბუნებრივად დაბერების გამო. ამიტომ მინიმუმამდე დაიყვანეთ მზით დასხივება, ასევე გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები.

2. მოწევა


ნიკოტინი არის მეორე მტერი. მწეველები უფრო ასაკოვნად გამოიყურებიან, ვიდრე არამწეველები. მათ 82%-ით მეტი ნაოჭები აქვთ. სიგარეტი შეიცავს ენზიმს, რომელიც ამცირებს კოლაგენის გამომუშავებას. შესაძლოა „ტუჩი+სიგარეტი“ მეტად სექსუალურად გამოიყურება, მაგრამ ის დამღუპველად მოქმედებს პირის გარშემო კანზე. ნიკოტინი ზემოქმედებას ახდენს ასევე ფილტვებზე, გულზე, ტვინზე. სიგარეტის მოწევა ათავისუფლებს დიდი რაოდენობით თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც აჩქარებენ დაბერების პროცესს.-ასე რომ თავი დაანებეთ მოწევას და შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა დიდხანს.

3. ქრონიკული უძილობა

ძილის ეკონომია ნიშნავს ორგანიზმისთვის აღდგენის შესაძლებლობა მოსპობას და სილამაზის და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებას. 23 საათის შემდეგ აქტიურდება ჩვენი იმუნური სისტემა, იწყება რეგენერაციის ფაზა. ცუდი ძილი არის გაღიზიანების, უყურადღებობის, დამატებითი სტრესის და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადების მომატებული რისკი. -ამიტომ ყური დაუგდეთ საკუთარ ბიორიტმს

4. თავისუფალი რადიკალები
ჩვენი სასიცოცხლო ფუნქციის საფუძველია ორი პროცესი-სუნთქვა და კვება. ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოიქმნება „ნარჩენები“-ე.წ. თავისუფალი რადიკალები, რომლებიც ზიანს აყენებენ უჯრედულ სტრუქტურას და დნმ-ს. უკიდურეს შემთხვევაში იწვევს კიბოს გაჩენას. თავისუფალი რადიკალები წარმოიქმნება ულტრაისფერი სხივების ზემოქმედებითაც უშუალოდ კანზე, ასევე მოწევისას. -მიირთვით მწვანე ჩაი, რომელიც შეიცავს პოლიფენოლებს-თავისუფალი რადიკალების „ბუნებრივ მკვლელებს“, ასევე დროდადრო დალიეთ მშრალი წითელი ღვინო, რაციონში მეტი ხილი და ბოსტნეული ჩართეთ.
5. ცხიმი მუცელზე
წელის მიდამოში არსებულ ცხიმი არ აღიქვათ, როგორც კოსმეტიკური ნაკლი. მუცელზე არსებული ცხიმი განსაკუთრებულია, თავისებური ქიმიური ფაბრიკაა, რომელიც მაღლა სწევს შაქრის, ქოლესტერინის და წნევის დონეს. იმ ქალების სისხლძარღვთა სისტემა, რომელთა წელის გარშემოწერილობა 80 სმ-ს აღემატება, დაავადების რისკის ქვეშ იმყოფება. სისხლში შაქრის და ლიპიდებისთვის განმსაზღვრელია წელის გარშემოწერილობა და არა წონა. იმ ადამიანსაც კი, რომლის წონაც ნორმის ფარგლებშია, შეიძლება ჰქონდეს პატარა მუცელი. -აუცილებლობისას გახდით ან შეინარჩუნეთ წონა, ცხიმი დაწვით კარდიოვარჯიშით.
6. სტრესი
როცა სტრესი ქრონიკული ხდება, კორტიზოლის გამომუშავება მატულობს. ეს ჰორმონი აიძულებს კუნთებს შეიკუმშოს, მუცელს ზომაში მოიმატოს, შაქრის დონე და არტერიული წნევა გაიზარდოს. კორტიზოლი ასევე უარყოფითად მოქმედებს კანზე, აშრობს მას. -მოდუნდით (მედიტაცია, იოგა, ტაი-ჩი, ცურვა, სეირნობა ან სექსი-აირჩიეთ თქვენი გემოვნებით) დაძაბულობის მოხსნა შეგიძლიათ არომაზეთებიანი აბაზანით
7. საკუთარი აუცილებლობის შეგრძნებაადამიანის ტვინი და სხეული სინქრონულად მუშაობს, როგორც კი ტვინი გადაწყვეტს, რომ ცხოვრებას აზრი არ აქვს, ორგანიზმის მაშინვე იწყებს მითითების შესრულებას. მოძებნეთ ობიექტი, რომელზეც იზრუნებთ. ეს შესაძლოა იყოს სხვა ადამიანი, ცხოველი ან ოთახის მცენარეც კი. .
0
1370
4-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
1370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0