x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფეხბურთის ყველაზე ლამაზი მსაჯი
image


ფეხბუტთის სამყარო ცვლილებას განიცდის. მსუბუქი სქესის წარმომადგენლებს მწვანე შუქი აუნთეს და მამაკაცებთან გათანაბრებული მუშაობის საშუალება მისცეს. მაგრამ, დიდი ხანი არ არის, რაც ეს მოხდა – თავდაპირველად, ისინი თამაშებზე, მხოლოდ არბიტრების დუბლიორები იყვნენ და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გახდნენ პროცესის სრულფასოვანი მონაწილეები.
დღეს უკვე არაერთი ქალბატონია მსაჯის პროფესიით დაკავებული. მათ შორის, ერთ-ერთი – ფერნანდა კოლომბო ულიანა არის.
ფერნანდა კოლომბო – 26 წლის ბრაზილიელი, ულამაზესი გოგონა არის, რომელმაც მსაჯობის ისეთ დონეს მიაღწია, რომ მას ურთულესი მატჩების ჩატარების უფლებასაც კი აძლევენ. ის სპორტში სამოდელო ბიზნესიდან მოვიდა.

image

image

image

image

ოფიციალურად ფერნანდა FIFA-ს არბიტრად რამდენიმე წლის წინ დაინიშნა და 2014 წლიდან ექს-მოდელი ოფიციალურად ემსახურება საფეხბურთო სერია А მატჩებს მშობლიერ ქვეყანაში, გვერდითი არბიტრის ამპლუაში. ჟურნალისტებმა ქერა მსაჯს «ბრაზილიური საოცრება» შეარქვეს.

image

image

image

მიუხედავად დიდი თავდადებისა, ის ხანდახან შეცდომებსაც უშვებს. პირველსავე მატჩის დროს (მაშინ „ატლეტიკო მინეირო“ და “კრუზეირო" თამაშობდა), რომელზეც ის მსაჯობდა, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა: თამაშის ბოლო წუთებზე აფსაიდი დააფიქსირა – იმ მომენტში, როდესაც “კრუზეიროს" ანგარიშის გათანაბრება შეეძლო. თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, არანაირი თამაშგარე მდგომარეობა არა ყოფილა:



ამ მატჩის შემდეგ, გოგონას ისევ მოდელის კარიერის გაგრძელება შესთავაზეს და შემოთავაზებაც ჰქონდა ჟურნალებიდან. მაგრამ, ვის არ დაუშვია შეცდომა? ასეთი რამ ყველას მოსვლია, განსაკუთრებით კარიერის საწყის ეტაპზე.
მეორეს მხრივ, კოლომბოს მუშაობით ბევრი არის კმაყოფილი და ამტკიცებენ, რომ ეს უმშვენიერესი გოგონა, მოედანზე მუშაობით, ბევრ მამაკაც მსაჯს ჯობია.
მიუხედავად იმისა, რომ ფერნანდას სამსაჯო კარიერა ელვის სისწრაფით ვითარდება, მას მოდის სამყარო არ მიუტოვებია და ამ მიმართულებითაც ძალიან წარმატებული მოდელი არის – მასზე მოთხოვნილების საზღვრები საგრძნობლად გაიზარდა და ეს ყველაფერი ფეხბურთის და ცნობადობის დამსახურებაა.
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ფეხბურთის არბიტრები, სხვა ქალბატონებიც არიან და ხშირ შემთხვევაში, მათ ერთმანეთს ადარებენ და თუ პროფესიული თვალსაზრისით, მოკამათეებს შორის, მას მნიშვნელოვანი ადგილი არ უკავია, გარეგნობასთან დაკავშირებით, ყველა თანხმდება, რომ ის ყველაზე ლამაზი გოგონაა ფეხბურთის სამყაროში.


image

imageimage


imageimageimage

1
461
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
461
  
2016, 24 ოქტომბერი, 16:42
რაკარგია :)
0 1 1