x
მეტი
  • 19.05.2019
  • სტატია:90104
  • ვიდეო:340044
  • სურათი:452458
სრული სიმართლე თანამედროვე სკოლაზე 11 წლის მოსწავლისგან. რატომ არ უყვართ ბავშვებს სკოლა! 10 მიზეზი, რის გამოც არ სურთ ბავშვებს სკოლაში სიარული.

image


ტიმოთე დროგინი, teen-კონფერენციის «Завтра по имени_» -ის 11 წლის სპიკერი მოგვითხრობს, თუ რატომ კარგავენ ბავშვები სწავლის სურვილს და დროთა განმავლობაში უბრალოდ რატომ ეზიზღებათ სკოლა ბავშვებს.

1. მასწავლებელი


როდესაც მიდიხართ სკოლაში, მაშინვე ცდილობენ შიში ჩაგინერგონ. ერთ-ერთი მათგანია - მასწავლებლის შიში.

2. შეფასების შიში

პირველი შიშის შემდეგ ვითარდება შეფასების შიში. შემდეგ კი სასჯელის შიში მშობლებისგან, სკოლის დირექტორისგან.

სკოლაში არ ხედავენ იმას, თუ რას წარმოადგენ, შენზე მსჯელობენ მხოლოდ შენი ნიშნების მიხედვით.

3. შეცდომის შიში

კიდევ ერთი შიში _ ეს შეცდომის დაშვების შიშია. სკოლა არ ასწვლის იმას, რომ შეცდომის დაშვება შეიძლება და საჭიროცაა, რადგან მხოლოდ ასე შეძლებ რამის სწავლას.


4. ტროლინგი

კიდევ ერთი მიზეზი_თანაკლასელების დაცინვა. და ხშირად, ეს მასწავლებლების ბრალია, რომლებიც ამხელენ და დასცინიან ბავშვებს, რომ ისინი რაღაცას არ აკეთებენ ისე კარგად, როგორც მისი თანაკლასელები. მათთვის ნიშანი უფრო მნიშვნელოვანია,
ვიდრე მოსწავლე. მე დავდიოდი ბავშვთა შემოქმედებით კლუბში, ვისწავლე მძივებით ქსოვა, ცომით ძერწვა, ტყავის სამაჯურების გაკეთება და ბევრი სხვა რამ. და როდესაც ჩემი წრის აღმზრდელი მოვიდა ჩემს სკოლაში მასტერკლასის შესათავაზებლად და მასწავლებელს უამბო ჩემს მიღწევებზე, ჩემი უფროსი მასწავლებელი ( დამრიგებელი) გაკვირვებული დარჩა : „ტომოთე? ეს შეუძლებელია!“.


image


5. სულელური ტესტები

ეს ტესტები, რომლებსაც გაკვეთილებზე გვაძლევენ, წარმოუდგენლად სულელურია, იმიტომ, რომ მათში არ არის საკუთარი პასუხის ვარიანტი.ბავშვი, კარგი შეფასება რომ მიიღოს, ცდილობს ამოიცნოს შემოთავაზებულიდან ერთი პასუხი, მაგრამ, მას ხომ შეიძლება საკუთარი აზრიც გააჩნდეს, რომლის დაწერაც მას არ შეუძლია.


მე არ მგონია, რომ დადგება ისეთი დრო, როდესაც ყველას ემახსოვრება მსოფლიოს ყველა დედაქალაქი, ყველაფერი, რაც ტარას შევჩენკომ დაწერა, კვადრატული ფესვი ხუთიდან. მე ასე მგონია, რომ თუ ადამიანი რაიმეთი დაინტერესდა, მაშინ ის უფრო მეტს გაიგებს, ვიდრე ბავშვი მთელი ათი წლის მანძილზე სკოლაში. და თუ მას სხვა სფეროებიდან დასჭირდება ცოდნის მიღება, ის ადვილად შესძლებს ამის მიღებას.


6. საშინაო დავალებების მოცულობა

მე ვთვლი, რომ არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ საშინაო დავალებები ბავშვის განათლებაზე და მიღწევებზე ახდენს გავლენას, არ არსებობს. ერთხელ, მე ინგლისურში ისეთი რაოდენობის დავალება მომცეს, რომ სამი საათის წერის შემდეგ რომ ავდექი, კისერი ვეღარ გავასწორე. წამიყვანეს ტრავმატოლოგიურში და მთელი კვირა კისრის კორსეტით დავდიოდი.


7. აკრძალვა უნიკალურობაზე

სკოლაში ძალიან არ უყვართ, როდესაც ვინმე სხვებისგან გამოირჩევა. ეს იწყება მასწავლებლიდან, გადაეცემა მოსწავლეებს და მთელი ცხოვრება რჩება ასე.

8. სკოლა არ ასწავლის იყო ბედნიერი

მე წავიკითხე, რომ როდესაც ჯონ ლენონი The Beatles-დან ხუთი წლის იყო, დედამ
უთხრა, რომ ცხოვრებაში მთავარია _ იყო ბედნიერი.შემდეგ, როდესაც ის წავიდა სკოლაში და იქ შეეკითხნენ: „რაზე ოცნებობ, ცხოვრებაში ვინ გინდა გამოხვიდე?“. მან უპასუხა: „ბედნიერი“. მას უთხრეს: „შენ ვერ გაიგე დავალება“. რაზეც ჯონმა უპასუხა: „ თქვენ არ გესმით ცხოვრება“.

9. სკოლა არ ასწავლის ინფორმაციასთან მუშაობას

მაგალითად, YouTube-ზე მე ვუყურებ არხს, სადაც ფიზიკის მასწავლებელი მარტივად და სახალისოდ ხსნის მასალას. ასეთი მასალის კითხვას ან ყურებას შეუძლია ათობით მოსაწყენი გაკვეთილის შეცვლა.


10. სკოლა არ ამზადებს ზრდასრულის ცხოვრებისთვის

სკოლა - ეს მზადებაა ზრდასრულის ცხოვრებისთვის. მაგრამ არ ასწავლის როგორ შეინარჩუნო და გაზარდო შემოსავალი, ან როგორ მიიღო ის, ან საერთოდ, როგორ გამოიმუშავო. მე ვთვლი, რომ სკოლაში მთავარი საგანი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, სადაც გვასწავლიდნენ ერთმანეთის გაგებას. ურთიერთობის ცოდნა - ეს ხომ ყველაზე მთავარია.


image



ექვსი რჩევა ბავშვებს, თუ როგორ უნდა გადარჩე სკოლაში


1. ამისთვის, საჭიროა გქონდეს ცხოვრება სკოლის გარეთ.

2. არ შეგეშინდეთ შეცდომების და მიიღეთ მათგან გამოცდილება. მე მომწონს თომას ედისონის მაგალითი. მან შეცდომა დაუშვა 999-ჯერ მანამდე, სანამ შექმნა ნათურა. მაგრამ სინამდვილეში ის კი არ ცდებოდა, უბრალოდ განსაზღვრა 999 ვერსია, რომელიც არ მუშაობდა.

3. რომ განავითარო კომუნიკაციის უნარი, მე გირჩევდით კონკურსებში, ღონისძიებებში მონაწილეობას, თუნდაც კლასში ლექსის წაკითხვას - ეს უკვე გარკვეული გამოცდილებაა.

4. მეტი ექსპერიმენტი, დაინტერესდით და რაც შეიძლება მალე ისწავლეთ როგორ გამოიმუშაოთ. ეს თავდაჯერებულობას ავითარებს. მე მაგალითად სამაჯურებს ვქსოვ.ახლა მშობლები მეხმარებიან, მაგრამ მომავალში ვგეგმავ ჩემი პატარა ონლაინ-მაღაზია გავხსნა.


5. ეძებეთ „თქვენი“ სკოლა. ჩემი რჩევა მშობლებს: ყური დაუგდეთ თქვენს ბავშვს, თუ ის ამბობს, რომ ამ სკოლაში მას არ მოსწონს.

6. და მთავარი, სადაც არ უნდა სწავლობდეთ ახლა, რადაც არ უნდა გთვლიდნენ, იყავით თავდაჯერებული!

0
21937
15-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
21937
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0