x
image
მადამ ფისუნია
იტალიური კინოსამსახიობო სკოლა

image1932 წელს რომში, წმინდა ჩეჩილიას აკადემიაში ალესანდრო ბლაზეტის თაოსნობით გაიხსნა პირველი კინოსკოლა იტალიაში. მართალია მან მხოლოდ ორ წელს იარსება, მაგრამ ბლაზეტის ძალისხმევა არ დაუშურებია, რომ სტუდენტებისათვის სათანადოდ ესწავლებინა კინორეჟისურის საფუძვლები.
კინოსამსახიობო სკოლის წარმომადგენლები იყვნენ: ვიტორიო დე სიკა, იზა მირანდა, ელზა მერლინი, მარია დენისი და სხვები. ყველა გულწრფელად უყვარდა მაყურებელს, მაგრამ ყველაზე დიდი ავტორიტეტით ტოტო სარგებლობდა. თაყვანისმცემლები აღმერთებდნენ მას. მის სამსახიობო ოსტატობაში ერთიანდებოდა უხმო კინოს ელემენტები, „კომედია დელ არტესა“ და ნეაპოლური თეატრის ელემენტები. კინოსურათები მისი მონაწილეობით ყოველთვის წლის საუკეთესო ნამუშევრებში შედიოდა, თუმცა მისი მონაწილეობით ფილმები არასოდეს გაუტანიათ უცხოეთში.

0
21
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0