x
image
მადამ ფისუნია
ფრანგული კინო 1946-49 წლებში

imageეს არის ომის შემდგომი პერიოდი. როდესაც ფრანგულ კინოში არა ერთი პრობლემა გაჩნდა. კინემატოგრაფიული ინდუსტრიის ორგანიზების კომიტეტი გადაკეთდა ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრად და მის ფუნქციებში შედიოდა კინოს წარმოება-გასაღების კონტროლი, არაკომერციული კინოსათვის ხელის შეწყობა და ა.შ.
გაფორმდა ამერიკასა და საფრანგეთს შორის ხელშეკრულება, რის შედეგადაც ფრანგულ კინობაზარზე შემოდიოდა ჰოლივუდური პროდუქცია. ბევრამ ეს ღალატად ჩათვალა. სახელმწიფო შეეცადა რომ ჰოლივუდის ფილმები ნაკლები ყოფილიყო, მაგრამ 60% მაინც დაიკავა.
დღის წესრიგში დადგა ახლო წარსულის ამსახველი კინოსურათების გადაღება. აქტუალური იყო ფილმები წინაარმდეგობის მოძრაობაზე, რათა აუდიტორიას ინფორმაცია ქონოდა სამშობლოს გმირებზე. ამ მხრივ რენე კლერის ფილმი „რელსების ბრძოლა“ იყო გამორჩეული, რომელმაც ჟორჟ მელიესის პრიზი საუკეთესო ფილმისათვის და შემდგომ კანის ფესტივალის მთავარი პრიზი - „ოქროს პალმა“ მიიღო.
რა თქმა უნდა კეთდებოდა სხვა ჟანრის ფილმებიც. კომედიები, რომლის აღსანიშნავი მაგალითია ჟან კოკტოს - „ლამაზმანი და ურჩხული“, რომლიც მაყურებელსაც და კინოკრიტიკოსებსაც ძალიან მოეწონა.
მეტი ყურადღება დაეთმო კინოს კომერციალიზაციას, იმის გამო რომ ჰოლივუდირი ფილმებისათვის გაეწიათ კონკურენცია, თუმცა მიუხედავად ამისა ზოგიერთი რეჟისორი მაინც ახერხებდა ექპერიმენტების ჩატარებას კინოში.
1974 წელს ჩამოყალიბდა ფრამგული კინოს დაცვის კომიტეტი. კომიტეტის ორგანიზებით 1948 წლის 4 იანვარს მოეწყო დიდი დემონსტრაცია სადაც 10000მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამ დემონსტრაციით ამერიკასთან დადებული ხელშეკრულების დეტაელბის გადახედვა მოხერხდა და ფრანგული კინოსათვის უფრო მეტი უფლებების გადანაწილება მოხდა.
1948 წელს ჟურნალ „ლ’ეკრან ფრანსეში“ გამოქვეყნდა ალექსანდრ ასტრუიკის სტატია, რომელიც ამბობდა რომ რეჟისორმა კამერა უნდა გამოიყენოს ისე, როგორც მწერალი კალამს იყენებს და ამის შედეგად კინო იქცევა ნამდვილ ხელოვნებად. მისი წერილი სწორედაც საავტორო კინოს იდეების განვითარება იყო.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ფრანგულიკინო როგორც დავინახეთ იბრძოდა იმისათვის რომ ეროვნული კინო მაღალ დონეზე ასულიყო და კონკურენცია გაეწიათ ჰოლივუდური ფილმებისათვის. ამის დასტური ისიცაა რომ შემდგომ უკვე ძალიან ნიჭიერი ახალი თაობა მოდის ფრანგული კინოს ისოტორიაში.

0
52
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0