x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკელმა ტურისტმა "ხომალდი-მოჩვენება" გადაიღო(ვიდეო)
image


აშშ-ში დიდ ტბებში(Great Lakes) ამერიკელმა ტურისტმა ჯეისონ ასელინმა ვიდეოზე გადაიღო "ხომალდი მოჩვენება".


როგორც ვიდეოს ავტორი აცხადებს, იგი სანაპიროზე იმის გამო შეჩერდა, რომ ვიდეოზე დაეფიქსირებინა წყლის ზედაპირზე გამოსახული ცისარტყელა.უცნაური გემი-მოჩვენება წყალზე მოგვიანებით აღმოაჩინა.


აღსანიშნავია, რომ ვიდეომ ერთ დღეში YouTube -ზე ნახევარი მილიონი ნახვა დააგროვა.


image

თუმცა როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ვიდეოში არავითარ მისტიურობას ადგილი არა აქვს და არც წყალში დაკარგული "მოჩვენება" დაცურავს.


ეს გახლავთ ყველასთვის კარგად ნაცნობი იშვიათი ბუნებრივი მოვლენა მირაჟი-ოპტიკური ილუზია ატმოსფეროში, რომლის დროსაც შორს მყოფ საგანთან ერთად განცალკევებით ჩანს მისი მოჩვენებითი გამოსახულება.


0
758
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
758
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0