x
image
ციცი
Mediator image
"მოშორდით ჩემი ცხოვრებიდან ვისაც ნაცები გემეტებათ პარლამენტისთვის და პატრიოტები არა..."

image
მომღერალი ზურა ხაჩიძე, რომელიც ბორჯომში "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატად იყრიდა კენჭს, მათთვის ვინც თვლის რომ მის პარტიას არჩევნებში გამარჯვება არ ეკუთვნოდა, სტატუსს აქვეყნებს:

"ირმა ინაშვილი იყო პირველი, ვინც გადაიღო საკუთარი სიცოცხლის ფასად აფხაზეთიდან გამოძევებული ჩვენი დევნილები. მათთან ერთად გამოიარა ეს ჯოჯოხეთური გზა... რამდენჯერ თქვენი და ჩვენი შვილების დასაცავად, სხვადასხვა მიტინგებზე, თუ შეკრებებზე, ამხილა იმ 9-წლიანი რეჟიმის ჯალათები. (სხვათაშორის უმრავლესობა სახლში იჯექით-ტელევიზორებთან). მან 2012 წელს რეჟიმის შესაცვლელად, იმ სასტიკი ვიდეო კადრების მოპოვება და კონსპირაცია შეძლო. არ არის მისი და დათო თარხან-მოურავის დამსახურება სასტიკი რეჟიმის ცვლილება?! სამწუხაროდ რაღაცეებს ადვილად ვივიწყებთ და ეს ჩვენი საზიზღარი მხარეა. ის არის პროფესიონალი ჟურნალისტი, მაგარი მეგობარი, კარგი დედა, სუფთა გულის ადამინი და გულწრფელი პოლიტიკური ლიდერი... გავაგრძელო? მე პირადად 15 ივნისს სამმართველოს დარბევის დროს, გავექეცი სპეც. რაზმს, მოსაკლავად მომსდევდნენ და სწორედაც მის გარდა არავის არ მოუკითხივარ დარბევის შემდეგ. მან გამომიყვანა ჩართული კამერით 9 სართულიანი კორპუსიდან, რომ არ მოვეკალი იმ მხეცებს! ამ წლების მანძილზე მისი ლიკვიდაციაც კი შეუკვეთეს...განა ეს ცოტააა?! ვინმეს როგორ გიბრუნდებათ ენა და ამბობთ "რა უნდა პატრიოთა ალიანს პარლამენტშიო"?! აღარ მინდა გაგრძელება... გოგომ რამდენი დარტყმა მიღო თავის თავზე, თქვენს და ჩვენს გამო. მძულს ყველა ის ადამინი, ვინც ესე ფიქრობს, მოშორდით ჩემი ცხოვრებიდან, ვისაც ნაცები გემეტებათ პარლამენტისთვის და პატრიოტები არა... წარმატება მინდა ვუსურვო ჩემს გუნდს, თქვენ ნახავთ თუ როგორი უნდა იყოს პარლამენტარი, ამას თქვენ "პატრიოტთა ალიანსი" გაჩვენებთ! ხოლო ირმას, იმ ადამინებთან ერთად, ვინც მოხვდა პარლამენტში, წინსვლას ვუსურვებ. მე შევეცადე, ბოლომდე ვიბრძოლე, მთელი გული და რესურსი ჩავდე, მაგრამ სამწუხაროდ ფულს და გამყიდველებს ვერაფერი ვერ დავუპირისპირე. ღმერთია მოწმე რამდენი ვიშრომეთ, მე და ჩემმა მაგარმა გუნდმა, ჩემმა ოჯახმა, ძმაკაცებმა. სამწუხაროდ ძალას და ფულს ვერაფერი დაუპირისპირეთ... 3 000 კაცმა გულწრფელად დაგვიჭირა მხარი, უარი თქვა 30 ვერცხლზე იმ იმედით, რომ მისი და რაიონის მომავალი გადაერჩინათ. სხვათაშორის გაცილებით მეტია ჩვენი მხარდამჭერების პროცენტი, ვიდრე გამოქვეყნებული შედეგებია.
პ.ს. ამაზე მეტის გაკეთება შეუძლებელი იყო სახელმწიფო მანქანის წინააგმდეგ....

მადლობა და მიყვარხართ!"imageimage

2
1064
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1064
  
2016, 24 ოქტომბერი, 21:50
თავიდან ამის სააგიტაციო პლაკატი რომ ვნახე მეგონა კონცერტი ჰქონდა)))
2016, 21 ოქტომბერი, 12:33
კაცი,რომ ირმა ინაშვილის გვერდით დადგება და იმის მაწაუკური პარტიით იყრის კენჭს,აქ ყველაფერი ნათელია. კომენტარს არ საჭიროებს.---იცის კი ამ უწიგნურმა რეგვენმა ხაჩიძემ,რომ ირმა ინაშვილი არის რუსეთის სპეც სამსახურის ნასედკა?-რათქმაუნდა არა. მაგდენი,რომ იცოდეს და ესმოდეს მაშინ ტვინიცა და ინელექტიც ექნებოდა ჰოდა ამიტომაც არის ხაჩიძე რეგვენი.
0 1 2