x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვაშლის მშრალი და ძალიან არომატული მურაბა

მშრალი მურაბის მომზადება რთული არ არის და დიდ დროსაც არ მოითხოვს. ამასთან, ის ძალიან გემრიელი და წარმოუდგენლად არომატული გამოდის.


image


ინგრედიენტები:


ვაშლი – 1 კგ.
შაქარი – 300 გრ.
დარიჩინი – 1 ს. კ.
ლიმონის მჟავა – 1 ჩ. კ.


მომზადება:



ამ დახვეწილი დესერტის მოსამზადებლად, საუკეთესო ვარიანტია მომჟავო-ტკბილი ან ტკბილი გემოს მქონე ვაშლის ჯიშის გამოყენება.

1. ვაშლი კარგად გარეცხეთ > გაამშრალეთ > ამოაჭერით კურკიანი გული > დაჭერით თხელ ნაჭრებად.

2. დაალაგეთ ვაშლის ნაჭრები თუნუქის ფირფიტაზე ერთ ფენად, ერთმანეთის გვერდიგვერდ.

3. შეურიეთ ერთმანეთს შაქარი, ლიმონის მჟავა და დარიჩინი > მოაყარეთ ვაშლსის ფენას ზემოდან.

4. მოათავსეთ ვაშლი 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთით.

5. პერგამენტის ქაღალდს მოაყარეთ ცოტა შაქარი > ზემოდან გაანაწილეთ ვაშლი > ასე დატოვეთ 2–3 დღე, რომ კარგად გაშრეს.


image


გამზადებული დესერტი შეგიძლიათ შეინახოთ მინის ქილაში, მშრალ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე.

P. S. მშრალი მურაბა იმდენად გემრიელია, რომ ზამთრამდე ნამდვილად ვერ შეინახება! კარგია რომ ვაშლი ზამთრის ხილია.

0
649
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
649
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0