x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ახალგაზრდა პოეტები
დავიწყეთ ახალი რუბრიკა, სახელწოდებით "ახალგაზრდა პოეტები".

გვინდა გაგაცნოთ ახალგაზრდა, ქარიზმატული პოეტი ბექა კეკელია.

imageბექას პოეზია სიყვარულით და სითბოთია სავსე..

მისი შემოქმედების მუზა სწორედ სიყვარული გახდა ყმაწვილობის პერიოდში.


მან პოპულარობა მოიპოვა საკუთარი ლექსით "სიყვარულზე"


- ბექა მოგესალმებით, რა არის თქვენთვის პოეზია?

- ჩემთვის პოეზია არის საკუთარი გრძნობების და ემოციების გამოხატვის კარგი საშუალება. ყოველთვის იმას ვწერ, რასაც ვგრძნობ.

- ეს გულწრფელობა იგრძნობა თქვენ ლექსებში.რამდენად გრძნობთ ხალხის მხრიდან სიმპატიას?


- იმედია გადაჭარბებულად არ გამომივა, თუ ვიტყვი რომ ხალხისგან საოცრად დიდი სითბო და სიყვარული მოდის.რომ არა ეს სიყვარული, შესაძლოა ვერ გამებედა ჩემი შემოქმედების საჯაროდ გამოქვეყნება.


- თავს თუ თვლით.პოეტად?


- ვფიქრობ რომ პოეტის სტატუსი ცოტა სხვა რამეა, ამას დრო სჭირდება..არ არის მარტივი გერქვას პოეტი.


image

- პოეზიის საღამოებს თუ მართავთ ხოლმე?


- ხშირად ვიღებ მონაწილეობას დიახ. გამოვარჩევდი ერთ-ერთ საღამოს, სახელწოდებით "შენამდე მოვალ"


- თუ შეგიძლიათ აგვიხსნათ, რას ნიშნავს ეს სახელწოდება.


- საბოლოოდ ჩვენი ცხოვრების გზა მიდის უფლამდე.. ეს უნდა იყოს ჩვენი არსებობის უპირველესი მიზანი. პოეზია და ნებისმიერი სხვა ხელოვნების დარგი უნდა ემსახურებოდეს პირველ რიგში უფლის სიყვარულს. ჩემი მიზანი და სურვილი არის საბოლოოდ უფლამდე მისვლა და სიყვარული.

"სიყვარულის გარეშე, ეს პლანეტა ბნელია, მოდით ვუთხრათ მიყვარხარ,

განა ასე ძნელია?


- საინტერესოა. ახლო მომავალში თუ გეგმავთ საღამოს?


- დიახ, .იგეგმება და ახლო მომავალში დავაანონსებთ.


- დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, წარმატებებს გისურვებთ.







0
119
1-ს მოსწონს
ავტორი:Virtuoza16
Virtuoza16
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0