x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკაში გაიმართა ჩემპიონატი ცოლების გადაყვანაში

image

აშშ-ს ქალაქ ნიურიში, შტატი მენი გაიმართა ჩრდილოეთ ამერიკის რიგით მე-17 ჩემპიონატი ცოლების გადაყვანაში(The North American Wife Carrying Championship).


ზურგზე ცოლმოკიდებულ შეჯიბრის მონაწილეებს უწევთ სხვადასხვა ბარიერების გადალახვა.შეჯიბრში გაიმარჯვეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რომლებმაც მიიღეს საჩუქრად ფულადი პრიზი და 11 ყუთი ლუდი.აგრეთვე გამარჯვებულს შესაძლებლობა აქვს მიიღოს მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც ფინეთში გაიმართება.

image


წლევანდელი გამარჯვებული გახლა ელიოტ და დიანა სტორი ქალაქ უეტსბურგიდან.ელიოტმა 254 მეტრი დისტანცია წინაღობებით დაფარა 59, 18 წამში და ყველა მონაწილე უკან ჩამოიტოვეს.მთლიანად ჩემპიონატში 43 ცოლ-ქმრული წყვილი მონაწილეობდა.

image

ელიოტს და დიანას 665 დოლარი გადაეცათ და აგრეთვე ლუდი Goose Island Oktoberfes-ი.

პრიზი პირდაპირ პროპორციულია ცოლის წონაზე.ანუ ყოველ ერთ ათეულზე -100$.ხოლო ლუდი პირდაპირ პროპორციულია ქალის წონაზე .დიანა 60 კილოგრამს იწონიდა.

image

შეჯიბრი ცოლების გადაყვანაში ფინეთში დაიბადა.ლეგენდის მიხედვით XIX საუკუნეში რონკაინენე-მძარცველი თავის ბანდასთან ერთად ესხმოდა თავს სოფლებს და სხვის ცოლებს იტაცებდა.მეორე ვერსიით იგივე რონკაინენე თანამზრახველებს აიძულებდა ტომარით ან ქალით ზურგზე მოკიდებულს წინაღობები გადაელახათ, იმისთვის, რომ დაემტკიცებინან თავის ძალა.


მსოფლიო ჩემპიონატი ფინეთში 1992 წლიდან იმართება.წესდების მიხედვით ცოლ-ქმრული წყვილი ასაკით 17 წელს ზემოთ უნდა იყოს, ხოლო ქალის წონა 49 კილოგრამზე დაბალი არ უნდა იყოს.

ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებული გახდა ცოლ-ქმარი რუსეთიდან-დიმიტრი საგალი და ანასტასია ლოგინოვა.

image




0
158
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0