x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ჩვენი ცნობადი ვარსკვლავები, რომელთაც მეგობრები არ ყავთ
მოგეხსენებათ, რომ მეგობრობა ეს არის ქცევა, რომელიც ვლინდება ურთიერთგაგებითა და მხარდაჭერით პიროვნებებს შორის. ის მოიცავს იმ ადამიანთა ურთიერთობას, რომელთაც გააჩნიათ საერთო ცოდნა, ინტერესი, გატაცება. ყველა ჩვენთაგანს ყავს საუკეთესო მეგობრები, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია დღე, ყოფა და საერთოდ არსებობა, თუმცა ყველაზე წარმოუდგენელია ის ფაქტი, რომ არიან ადამიანები, რომელთაც მეგობრები არ ყავთ და ამ სიაში თქვენს საყვარელ ვარსკვლავებსაც ამოიკითხავთ.


წარმოგიდგენთ ცნობილ ვარსკვლავებს, რომელთაც მეგობრები არ ყავთ.



1. Brigitte Bardot. 80-ნი წლების სექს-სიმბოლო და ბევრი მამაკაცის საოცნებო ზმანება ბრიჯიტი დღეს უკვე 80 წელს გადაცილებულია, თუმცა ადამიანებთან ურთიერთობას, ძაღლებთან ურთიერთობას არჩევს. ცხოვრობს საკუთარ ვილაზე სამხრეთ საფრანგეთში და ჩართულია საზოგადოებრივ საქმიანობაში, კერძოდ კი ადამიანთა და ძაღლების უფლება დამცველობით სტრუქტურაში. გაგიკვირდებათ და მუშაობის პროცესშიც არ ახდენს ხალხთან კომუნიკაციას, ყველაფრის მოგვარებას წერილობით ახერხებს. მისი ვაჟი ნიკოლიც ბავშვობიდან მამასთან ცხოვრობს და დედასთან თითქმის არ ურთიერთობს.

imageimage




2. Angelina Jolie. არაერთხელ განუცხადებია ჯოლის, რომ მისი საუკეთესო მეგობარი იყო დედა, ამიტომ სკოლის ასაკში თანაკლასელებთან არ ურთიერთობდა, მხოლოდ დედასთან. მამაცი მანერებისა და არამეგობრულობის გამო ის ფსიქოლოგთანაც დაყავდათ, თუმცა ეს უბრალოდ მისი ხასიათი და ნიჭი იყო, რის გამოც დედამ სამსახიობო კარიერა შეურჩია. დედის გარდაცვალების შემდეგ სულ დაკარგა თავი და რწმენა და იმედი შვილებმა დაუბრუნეს. ბოლო დროს კი ერთადერთ მეგობრად მხოლოდ ბრედს ასახელებდა. როგორც ვიცით წყვილი ეხლახანს დაშორდა და როგორ გადაიტანს მორიგ მარტოსულობას ჯოლი, ამას მოვლენები გვიჩვენებს.

imageimage



3. Beyoncé. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავი ასე რომ ვთქვათ "სუპერ-სთარია", არ ურთიერთობს ხალხთან. ამ ყველაფრის მიზეზი კი არის ის, რომ ბევრს შრომობს, ჩართულია სოციალურ ღონისძიებებსა და საქველმოქმედო საქმეებში და დრო პრაქტიკულად არ რჩება ყავდეს მეგობრები. მისი ერთადერთი მეგობარი მეუღლეა.

imageimage



4. Naomi Campbell. "შავი პანტერა", "შავი ავაზა" არც თუ ისე კარგი ხასიათით გამოირჩევა. არ უყვარს ხალხთან ურთიერთობა და მათგან მხოლოდ მატერიალურ სარგებელს ეძებს, რასაც მოწმობს ის ფაქტიც, რომ საკუთარ დაბადების დღეზე დასასწრები ბილეთები გაყიდა. მოდელი ამჟამად ჩრთულია მედიტაციასა და იოგაში. ზოგადად კი არის სულ მარტო.

imageimage



5. MADONNA. სამუსიკო კარიერაში წარმატებული ქალბატონი ვერც ხასიათით და ვერც მეგობრებით ვერ დაიკვეხნის. ცხოვრების გზაზე ყველა წარმატება მხოლოდ მარტომ იზეიმა. რამოდენიმე წლის წინ კი მან მუსიკალური კოლეგებიც დაკარგა და ერთ-ერთმა მათგანმა ბოი ჯორჯმა ისიც განაცხადა, რომ მადონა ყალბი და ამაზრზენი ადამიანია. მხოლოდ მამაკაცთა კამპანიაში უყვარს გართობა და დროს ტარება, პირად ცხოვრებაში კი სერიოზულად და მეგობრის სტატუსით არავის უშვებს.

imageimage



6. Richard Gere. ფილმი "ლამაზმანი"-ს მაჩომ რიჩარდმა მას შემდეგ დაკარგა ყველა, რაც ბუდიზმმა გაიტაცა. დაიწყო ბაღის მოშენება, ხშირად ადიოდა მთაში და ჩამოიშორა ყველა მეგობარი და ახლობელი. მხოლოდ სულიერ მოძღვართან, ბავშვებთან და იშვიათად ჟურნალისტებთან ურთიერთობს.

imageimage

6
1045
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1045
  
2016, 12 ოქტომბერი, 15:44
რატომ? რამდენი წელია ნორმალური მეგობარი არ მყოლია, ამას კი უმეგობროდ ყოფნა სჯობს, დამიჯერე
2016, 11 ოქტომბერი, 19:29
გაგვიმართლა ნამდვილად მაგნაირი ადმინისტრატორი რომ არ გვყავს))))
2016, 11 ოქტომბერი, 19:06
გადავრჩი ე.ი. რადგან დარწმუნებული ვარ ადმინისტრაციად არ მუშაობს :)))
2016, 11 ოქტომბერი, 17:49
ამ სტატიის სათაური კერძოდ სიტყვა "ცნობადი" რომ ენახა ჩემს ლექტორს რომელიც აკადემიურ წერას მასწავლიდა ალბათ არ ვიცი რას დაწერდა კომენტარებში :D სასწაულად ვერ იტანდა მაგ სიტყვას.
2016, 11 ოქტომბერი, 16:09
რიჩარდ გირი და ანჯელინა გამკვირვებია
2016, 11 ოქტომბერი, 13:58
რა უბედურებაა.....მეგობრის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია :(((
0 1 6