x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორი იყო საბჭოთა კავშირში ნოუთბუქი,პლანშეტი და მობილური ტელეფონი
image


თანამედროვე ტექნიკა ერთ დღეში არ გამოუგონიათ, მათი პროტოტიპები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მზადდებოდა.მაინც როგორი იყო საბჭოთა ნოუთბუქი, პლანშეტი ან მობილური ტელეფონი?რა თქმა უნდა მაშინდელი ტექნიკა ცოტა სხვაგვარად გამოიყურებოდა ვიდრე დღევანდელ დღეს.



1)მიკროტალღური ღუმელი-პირველი პროტოტიპი ჯერ კიდევ 1941 წელს დამზადდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომმა წლობით გადადო მისი წარმოება.


მხოლოდ 1978 წელს დამზადდა, თუმცა ფართო გასაქანი ვერ ჰპოვა, რადგან, ჯერ ერთი მზადდებოდა მცირე პარტიებით და მეორეც, საკმაოდ ძვირი ღირდა-350 მანეთი.



image


image




2)მობილური ტელეფონი-1957 წელს ინჟინერმა ლეონიდ კუპრიანოვმა გამოიგონა პირველი რადიოტელეფონი, რა თქმა უნდა ტელეფონს ეკრანი არ ჰქონდა, ნომერი დისკის მეშვეობით იკრიფებოდა, ამასთანვე 3 კილოგრამს იწონიდა.

კუპრიანოვმა შემდგომ დახვეწა მობილური ტელეფონი, წონაც შემაცირა, იგი ხელისგულზე ეტეოდა და ნომრები მინიატურული დისკით იკრიფებოდა.

image



3)ელექტრო-გამომთვლელი მანქანა-კომპიუტერის წინამორბედის წარმოება საბჭოთა კავშირში გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო.ეგმ-ს ძირითადად სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, უმაღლეს სასწავლებლებში და საწარმოებში იყენებდნენ.პერსონალური კომპიუტერები ოჯახებში მხოლოდ 80-იანი წლებიდან გამოჩნდა.

imageimage


4)Электроника-ს სათამაშო კონსოლი "აბა დამაცადე"-სუპერპოპულარული კომპიუტერული თამაში 80-იანი წლების მეორე ნახევარში, რომლითაც დიდი სიამოვნებით ერთობოდნენ როგორც პატარები, აგრეთვე მოზარდები.მისი წარმოება 1984 წლიდან დაიწყო იაპონური კონცერნის, Nintendo-ს ტექნოლოგიის მიხედვით.

image



5)აუდიო პლეიერი-ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირში დაიწყო აუდიო პლეიერების წარმოება.თუმცა ფართო პოპულარობა მხოლოდ 80-იანი წლების ბოლოს მოიპოვა, რადგან საკმაოდ ძვირი, -130 მანეთი ღირდა.



image

image



6)პლანშეტი-1988 წელს კონცერნმა "Электроника"-მ დაიწყო მიკროკომპიუტერი Электроника МК-9-ის წარმოება, თანამედროვე პლანშეტის პროტოტიპი, თუმცა რა თქმა უნდა ეკრანი სენსორული არ ჰქონდა, სასურველი მონაცემის შეყვანა მინიატურული კლავიატურით ხდებოდა.შიდა მახსოვრობა საკმაოდ მოკრძალებული ჰქონდა 32 კბ-ი, სამაგიეროდ ფასი ჰქონდა ასტორონომიული-3500 მანეთი, ასე, რომ ამ მინიკომპიუტერს ძალიან იშვიათად თუ ნახავდით ვინმეს ოჯახში.

image



7)ნოუთბუქი-პირველი საბჭოთა ნოუთბუქი "Электроника МС 1504"1991 წელს დამზადდა, ანუ როცა უკვე საბჭოთა კავშირი სულს ღაფავდა.ჰქონდა 16 ბიტიანი პროცესორი, ოპერატიული მეხსიერება 640 კილობაიტი, იწონიდა 3, 5 კილოგრამს.

image


image


0
579
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
579
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0