x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134497
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
ცნობილი ადამიანები,რომლებმაც ოჯახი მიატოვეს საყვარლის გამო
9 ოქტომბერს 76 წელი შეუსრულდებოდა ექს-The Beatles-ის წევრს, როკ-მუსიკოსს, კომპოზიტორს, მომღერალს პოეტს და მხატვარს ჯონ ლენონს.


ლენონმა ერთ-ერთ სამხატვრო გამოფენაზე გაიცნო იაპონელი იოკო ონო, რომელიც მასზე 7 წლით უფროსი იყო.მალე მუსიკოსმა მიატოვა ცოლი სინტია და იოკოზე დაქორწინდა.


ოჯახის დანგრევა საყვარლის გამო ყოველთვის განსჯის საგანი იყო და არის, როგორც ჩვეულებრივ, უბრალო მოკვდავთ შორის, ისე შოუბიზნესის სამყაროში.მოდით გავიხსენოთ ზოგიერთი ის ცნობილი ვარსკვლავი, რომელმაც საყვარლის გამო ოჯახი დაანგრია.



ჯონ ლენონი-როკ-ვარსკვლავის და სინტიას თანაცხოვრება 10 წელი გაგრძელდა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს სახლში დაბრუნებულმა არ აღმოაჩინა ჯონი და იოკო აბაზანის ხალათებში გამოწყობილები.ჯონმა გულგრილად გადაულაპარაკა სინტიას:"ა, ეს შენ ხარ? სალამი".ამ დროს იოკო ონო არც შემოტრიალებულა მისკენ, ვითომ არც არავინ შემოსულა სახლში.


image

image


image


ფოტოზე: ლენონის ყოფილი ცოლები და ნახევარძმები ერთად.

image





ჯუდ ლოუ-1997-2003 წლებში მსახიობი დაქორწინებული იყო აგრეთვე მსახიობზე საიდი ფროსტზე, ჰყავდათ ორი შვილი და მესამეს ელოდებოდნენ, როდესაც 2003 წელს ლოუმ გადასაღებ მოედანზე გაიცნო 30 წლის სიენა მილერი, ლოუმ ისე მიატოვა ოჯახი, რომ მესამე შვილის დაბადებასაც არ დაელოდა.

image


image



რაიან ფილიპი-"ამერიკის საყვარელი" წყვილი, ასე უწოდებდა პრესამ ახალგაზრდა, ლამაზ შეყვარებულ წყვილს-რაიან ფილიპს და რიზ უიზენსპურს.მათი ქორწინება 8 წელიწადი გაგრძელდა, ეყოლათ ორი შვილიც, თუმცა 2006 წელს რაიანის გატაცების ახალი ობიექტი გახდა მსახიობი ები კორნიში.


თუმცა ფილიპმი მალე მიატოვა კორნიში.მოგვიანებით გაიგო, რომ ქალი ფეხმძიმედ იყო და ბავშვიც გააჩინა, თავიდან რაიანი დათანხმდა დნმ-ს ანალიზი გაევლო მამობაზე და მზად იყო გვარიც მიეცა ბავშვისთვის, თუმცა შემდგომ გადაიფიქრა.


image


image



imageimage
image


იტან ჰოუკი-მსახიობი დაქორწინებული იყო უმა ტურმანზე 1998-2005 წლებში და ორი შვილიც ჰყავდათ.ოჯახმა დაიქირავა ძიძა რაიან შოჰიუზი, რომელიც დიდი ვერაფერი გარეგნობით გამოირჩეოდა, თუმცა მსახიობს თავბრუ დაახვია, რაც იმით დამთავრდა, რომ ჰოუკმა მიატოვა ცოლ-შვილი და შოჰიუზთან დაქორწინდა.2011 წელს მათ ქალიშვილი ინდიანაც შეეძინათ.


imageimage




image

image

ტომ კრუზი-ნიკოლ კიდმანი გადასაღებ მოედანზე გაიცნო კრუზმა 1990 წელს და მაშინვე მათ შორის რომანი გაჩაღდა, ამავე წელს დაქორწინდნენ.წყვილს საკუთარი შვილები არ ეყოლებოდან, ამიტომ ორი ბავშვი აიყვანეს, ყველაფერი კარგად გრძელდებოდა, სანამ 2001 წელს "ვანილის ზეცის" გადაღების დროს ტომი პანელეოპა კრუსს არ დაუახლოვდა.

image


image


image

1
1381
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1381
  
2016, 10 ოქტომბერი, 20:50
იოკო ონოს ამბიციურობა გახდა ამ ლეგენდარული ოთხეულის დაშლის მიზეზი...
0 1 1