x
image
მადამ ფისუნია
ჟან ვიგო

imageორიგინალური სტილისტიკის რეჟისორმა, წარმოშობით ესპანელმა ჟან ვიგომ გადაიღო კომედია „ნული ყოფაქცევაში“, რომელიც მიეძღვნა პროვინციულ სკოლა-ინტერნატის მოწაეების ამბოხს ტირანი მასწავლებლების წინააღმდეგ. ეკრანებზე გასული ფილმი რამდენიმე დღეში აიკრძალა ცენზურის მიერ, როგორც ანტიფრანგული სუულისკვეთების შემცველი.
ჟან ვიგომ აალბერ რეერასთან ერთად დაწერა სცენარი. ხშირად სტუმრობდნენ სამდინარო ნავსადგურებს, სადაც ათვალიერებდნენ ბარჟებს, ეცნობოდნენ მათ ეკიპაჟს. გადაღებისთვის რეჟისორმა ერთი ბარჟა შეარჩია და იქირავა. ფილმის დისტრიბუცია იკისრა „გომონ-ფრანკო ფილმ ობერმა“ და ბიუტი_შოომონში კინოსტდია დაეთმო ვიგოსა და მის ჯგუფს. კომპოზიტორად აიყვანეს მიერის ჟობერი, ხოლო ოპერატორად ბორის კაუფმანი, რომელიც ძიგა ვერტოვის ძმა იყო. მთავარ როლებში იყვნენ: მიშელ სიმონი, დიტა პარლო და ჟან დასტე.
გადაღება ზამთარში მიმდინარეობდა ხან კინოსტუდიაში ხანაც ნატურაზე. ამინდმა ცუდად იმოქმედა ვიგოზე. სიმონი რომელიც ვერ იტანდა დუბლებს, რეჟისორს თხოვდა, რომ პირველივე დუბლზე გადაეღო ესა თუ ის მონაკვეთი. გადაღება ისე გაიწელა, რომ ვიგოს ფული ამოეწურა, მასობრივი სცენების მონაწილეობისთვის გადასახდელი თანხა აღარ ჰქონდა, ამიტომ კაუფმანს დოკუმენტურ სტილში გადააღებინა ცალკეული ეპიზოდები. ილმს დაერქვა „ატალანტა“ ამ ბარჟის სახელწოდება. ჟან ვიგო ოჯახის წევრებთან ერთად გაემგზავრა კუნძულზე, ხოლო საბოლოო მონტაჟი გააკეთეს მისი ჯგუფის წევრებმა. მისი ორიგინალური ქრონომეტრაჟი 89 წუთიდან 65 წუთამდე აიყვანეს დისტრიბუტორებმა და სათაურიც შეუცვალეს „გამავალი ბარჟა“. ეს იყო სახელწოდება პოოპულარული სიმღერისა, რომელიც ისმის ფილმში. ძლიერ დასუსტებულმა ჟან ვიგომ ვეღარ შეძლო თავისი ქმნილების დაცვა და განაცხადა, რომ ატალანტათი თავი მოიკლა.
1934 წელს ფილმი კინოთეატრებში გავიდა. კრიტიკამ მცირე და უარყოფითი რეცენზიები მიუძღვნა. 5 ოქტომბერს 29 წლის ვიგო გარდაიცვალა. მალე ატალანტა მოიხსნა კინოთეატრებიდან. ის კარგა ხანს მიივიწყეს და მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მიაქციეს ყურადღება და კინოშედევრად აღიეარეს.
ატალანტა იყო კომედია და ტრაგედია, ლირიზმი და უბრალოება.
1951 წელს მწერალმა და პოეტმა კლოდ აველინმა დააარსა ჟან ვიგოს პრიზი, რომელიც ყოველწლიურად ენიჭებოდა ფრანგ კინორეჯისორებს. პირველი პრიზი ერგო ჟან ვიღაცცის მოკლემეტრაჟიან ფილმს „მთა მწვანეა“.

0
55
3-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0