x
image
მადამ ფისუნია
კინოს გახმოვანების უპირატესობა

image1930 წელს ჰოლივუდი მთლიანად გადავიდა ხმოვან ფილმზებზე. 15000 ამერიკული კინოთეატრი აღიჭურვა შესაბამისი აპარატურით კინოთეატრებში დამსწრე მაყურებელთა რიცხვი ბოლო სამი წლის განმავლობაში 60 მილიონიდან 90 მილიონამდე გაიზარდა.
„უორნერ ბრაზერსმა“ გადაწყვიტა პირდაპირ გასულიყო ევროპელებზე და 1930 წელს დიდი ხელშეკრულება გერმანულ „შპრეხენდე ფილმზტან“ და „ტობის კლანგილმთან“ ურთიერთთანამშრომლობაზე. იგი პირველს დაეხმარებოდა ხმოვანი კინოს წარმოების მართვაში, ხოლო მეორეს გადაუხდიდა 2, 5 მილიონ დოლარს ლიცენზიისთვის.
„ტობის-კლანგფილმი“ ზრუნავდა იმაზე, რათა ამერიკულ „ვესტერნ ელექტრიკთან“ ერთად გაეყო მსოფლიო ბატონობა ხმოვან კინოში. სხვა ევროპელი კინომეწარმეები ოცნებობდნენ, რომ დადგებოდა დრო, როცა ენობრიბი ბარიერისა და სახელმწიო კანონებისაგან დაცული მათი ქვეყნების კინობაზრების ახალ სტიმულს მიიღებდა.
ამერიკელებმა გაითვალისწინეს პირველი წლების ხმოვანი ფილმების შეცდომები და ახალ კინოსურათში მეტი მნიშვნელობა მიანიჭეს ისეთ გახმოვანებას რომლის მეოხებითაც უფრო მიუახლოვდნენ სინამდვილეს. ამასთანავე საგრძნობლად შეამცირეს მათში დიალოგები.
ლუის მაიესტოუნმა ბრძოლებს ხმის ეექტები ჩართო თავის გახმოვანებულ ფულმში „დასავლეთის ფრონტზე სიმშვიდეა“.
1932 წელს მთავარ მოვლენად იქცა ახალი გამოგონება დუბლიაჟის სისტემა, როგორც სტანდარტული მეთოდი „მოლაპარაკე“ ფილმებს გადასათარგმნად სხვადასხვა ენაზე. ამას დაემატა სუბტიტრების მეთოდი.
დისკზე ხმის ჩაწერის სისტემად ვერ გაუმართლა, თითოული დისკი მხოლოდ 11 წუთს უკრავდა და შემდეგ იგი სხვა დისკით უნდა შეეცვალათ.
აუდიტორიის უსაზღვრო ტრფიალმა ხმოვანი კინოს მიმართ განაპირობა ამ რევოლუციური გარდაქმნის ურყევი სიცოცხლის ... მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ხმოვანმა კინომ მაინც გაიკვლია ღირსეული გზა.

0
19
3-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0