x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
მარსელ პანიოლი

image1931 წელს დრამატურგმა მარსელ პანიოლმა დააარსა საკუთარი კინოკომპანია, რომლის ეგიდითა და თავისივე პიესის მიხედვით გააკეთა ფილმი „მარიუსი“. მის რეჟისორად მიიწვიეს უნგრელი ალექსანდერ კორდა. ამას მოჰყვა კიდევ ორი ნამუშევარი და ერთიანობაში სამივეს დაერქვა „მარსელური ტრილოგია“
„მარსელური ტრილოგიის“ ბოლო ფილმი „ფანი“ ამჯერად გადაიღო მარკ ალეგგრემ. მას დიდი კომერციული წარმატება მოჰყვა. ეს იყო „მარიუსის“ გაგრძელება, რაც ისევ პანიოლის პიესას დაეუძნა.
მარსელ პანიონმა მარსელში მიიწვია ჟან რენუარი თავისი მორიგი პროექტის „ტონის“ გადასაღებად. რენუარმა უმეტესად გამოიყენა არაპროესიონალი მსახიობები და გააკეთა ლამაზი და ტრაგიკული ფილმი, რომელიც ითვლება მის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნამუშევრად თუმცა მაშინ მან ვერც კრიტიკის ყურადღება მოიპოვა და ვერც მოგება მოიტანა.
თავად პანიონმა „მარსელური ტრილოგიის“ ბოლო ფილმი „სიზმარი“ თვითონ გადაიღო და ფოკუსი გადაიტანა დიალოგებსა და დახასიათებებზე. მისი პოპულიზმმა, რომელმაც ამ კინოსურათშიც გაიჟღეა დამაჯერებლობა შესძინა პანიოლის კინემატოგრაფიულ შემოქმქედებას.
მარსელ პანიოლი წამყვანი პროდიუსერი გახდა. შემდეგი კინოსურათი „გამოცოცხლება“ მან მიუძღვნა სოლის თითქმის გულუბრყვილო, მეტად რომანტუიკულ ცხოვებას და თხრობა აკინძა თავის ახალგაზრდობის მოგონებებზე. ფილმისთვის ააშენა სოფელი მთაში, პანიოლის იმდროინდელი რეპუტაციის გამო „გამოცოცხლლების“ პრემიერა იქცა მოვლენად, რასაც დაესწრნენ სხვადასხვა კუთხიდან მოგროვილი ობოლი ბავშვები და ქვეყნს პრეზიდენტი.
პროვინციული საფრანგეთის ყფის თემა პანიოლმა კვლავ გააგრძელა მეორე ფილმში „მეფუნთუშის ცოლი“ რომელშიც საოცარი ოსტატობით ითამაშა რაიმუმ. ეს კინოკომედია იკვლევდა ჰუმანურ ურთიერთობებს, თვალნათლივ გადმოსცემდა რეჟისორის სწრაფვას უბრალო ადამიანების პრობლემების კინემატოგრაფიული ანატომიისკენ. კინოსურათმა ტრიუმფიტ მოიარა როგორც ადგილობრივი ისე საზღვარგარეთი კინოეკრანები.
მარსელ პანიოლს რომანტიკული კინოკომედია „მიწის მთხრელის ქალიშვლი“ პირდაპირ ეხმაურებოდა მარშალ პეცენის იეოლოგიას“ შრომა ოჯახი სამშობლო“ და დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

0
12
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0