x
მეტი
  • 12.11.2019
  • სტატია:96470
  • ვიდეო:343633
  • სურათი:458366
სარეცხის საპნის გამოყენების 10 უნიკალური ხერხი

image


ოდესღაც თითქმის ყველა დიასახლის სახლში აღმოაჩენდით სარეცხის საპონს. თუმცა, მას მხოლოდ სარეცხის გასარეცხად არ ხმარობდნენ. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ეს საოცარი საშუალება, გირჩევთ რომ შეიძინოთ, რადგან ღირს ძალიან იაფი, მისი გამოყენების საშუალებები კი საკმაოდ ბევრია. გაითვალისწინეთ ქვემოთ წარმოდგენილი რჩევები, რომელიც გამოცდილია თაობების მიერ.


1. თუ გსურთ რომ გრძელი და ხშირი თმა გქონდეთ ან გათავისუფლდეთ ქერტლისგან, სარეცხის საპონზე უკეთეს საშუალებას ვერ ნახავთ. თავდაპირველად გამოიყენეთ შამპუნი, შემდეგ კი თავი საპნით დაიბანეთ. ბოლოს წყალში რამდენიმე წვეთი ძმარი გაურიეთ და ისე გადაივლეთ. ეს საშუალება უფრო მეტად ცხიმიანი ტიპის თმისთვისაა რეკომენდირებული.


2. დეპილაციის შემდეგ მგრძნობიარე კანის გაღიზიანება თავიდან რომ აიცილოთ, სარეცხის საპონი წაისვით.


3. სახე დაიბანეთ კვირაში ორჯერ სარეცხის საპნით კანის გაახალგაზრდავების მიზნით. შემდეგ აუცილებლად წაისვით ბავშვის კრემი. ასეთი პროცედურებით მიღებული ეფექტი გასაოცარია.


4. სარეცხის საპონი დაგეხმარებათ გაციების თავიდან აცილებაში, თუ მკურნალობას პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე დაიწყებთ – გააკეთეთ საპნის ხსნარი, დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი და დაიმუშავეთ ცხვირის ნესტოები.


5. ეს არაჩეულებრივი საშუალებაა ტერფის სოკოვანი დაავადების დროს. დაიბანეთ სარეცხის საპნითა და ჯაგრისით, შემდეგ კანი იოდით დაიმუშავეთ.


6. რეკომენდირებულია კბილის ჯაგრისის დამუშავება სარეცხის საპნის ხსნარით და ღამით დატოვება. ამ მეთოდით მას დეზინფექციას გაუკეთებთ.


7. დალურჯებისა და შეშუპების მოსახსნელად დაასველეთ ეს საოცარი საპონი წყალში და წაისვით კანზე. პროცედურა ჩაიტარეთ დღეში ორჯერ.


8. გამოიყენება აბსცესის (ლათ. abscessus – ჩირქგროვა. ქსოვილის ან ორგანოს კაფსულით შემოსაზღვრული ჩირქოვანი ანთების კერა) სამკურნალოდ. აურიეთ პროპორციით 1:1 გახეხილი ნიორი, სარეცხის საპონი და შაქარი. დაიდეთ მიღებული მასა დაზიანებულ ადგილზე ძილის წინ და გადაიხვიეთ.


9. თუ ქუსლები გაქვთ დახეთქილი, აბაზანა მოამზადეთ – 2 ლ. ცხელი წყალი, 1 ჩ.კ. სოდა და 1 ს.კ. გახეხილი სარეცხის საპონი.


10. მზით დამწვრობის დროს წაისვით დაზიანებულ ადგილზე სარეცხის საპონი და გაიშრეთ. ამით თავიდან აიცილებთ კანის სიწითლესა და დამწვრობისგან წარმოქმნილ ბუშტუკებს.


ისე ჩანს, თითქოს სარეცხის საპონი ერთი ჩვეულებრივი საშუალებაა, თუმცა, შესაძლოა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს თქვენთვის.

1
1956
14-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
1956
  
2016, 12 ოქტომბერი, 14:10
სტატიის ავტორი აქ არის ?
0 1 1