x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ბავშვი ნაწლავებით გარეთ დაიბადა
Holly Hudson-ი ბედნიერი იყო გაიგო რა, რომ ცხრა თვეში ახალ სიცოცხლეს მოავლენდა ამ ქვეყნად, მაგრამ როდესაც 12 კვირის ორსულს ჩაუტარდა ულტრაბგერითი გამოკვლევა და ანალიზები, გაირკვა ნაყოფის განუვითარებლობა და გასტროშიზისი (კუჭის კედლის კუნთის თანდაყოლილი დეფექტი, რომლის დროსაც არ ხდება ჭიპლარის დახურვა და ნაწლავები გამოდის გარეთ).


image

ექიმებმა განუმარტეს მომავალ მშობლებს, რომ მსგავსი შემთხვევები წელიწადში 10%-ია სამეანო მედიცინაში და ბავშვები იტანჯებიან ტკივილებით, ინფექციებით, დაავადების გართულებებით, რომელთა ფონზეც იღუპებიან ჩვილები და გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობს. ამიტომ ჰოლის მოუწოდეს ორსულობის შეწყვეტისკენ.

image


წყვილმა არ იჩქარა ამ გადაწყვეტილების მიღება და აღიარა, რომ სურდათ გაეჩინათ ეს ბავშვი და შეეწყოთ მისთვის ხელი, რათა პატარას ებრძოლა დაავადების დაძლევისთვის.


გარკვეული მიზეზებისა და საფრთხის თავიდან აცილების მიზნით შვიდი თვის შემდეგ დიაგნოზის შესაბამისად გასტროშიზისით მოევლინა ტედი ჰადსონი ქვეყანას. ახალბედა დედ-მამა მზად იყო ყველაფრისთვის, ტედი ნაწლავებით გარეთ დაიბადა. ექიმებმა მაშინვე შემოახვიეს სპეციალური თხელი ფირი და ორი კვირა ინკუბაციის კაფსულაში ყავდათ. ორი კვირის შემდეგ კი მას პირველი წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა. მხოლოდ ორთვიანი მკურნალობის შემდეგ წაიყვანეს ტედი სახლში.



imageimage


" ჯერ კიდევ გაბრაზებული ვარ იმ ექიმებზე, რომელთაც ორსულობის შეწყვეტა მირჩიეს. ეს ამბავი მთელს მსოფლიოს მინდა დავანახო, რომ ჩემი ვაჟი სრულიად ჯანმრთელია, იცინის, თამაშობს, ურთიერთობს, იცის ენის მიტანა და არ ეკონტაქტება უცხოებს. ჩვენ სრულიად აღმოვფხვერით ეს დაავადება და ეხლა სტაბილურად ვართ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს"- ამბობს ტედის დედა "ჰოლი ჰადსონი".


image

ალბათ სულით ძლიერი თუ იქნებით და რაღაცას გულით მოინდომებთ, წინ არაფერი აღუდგება სურვილებს და ღვთის მადლი აუცილებლად სასიკეთოდ შეცვლის ყველაფერს. ტედის მშობლები კი ამ ყველაფრის მაგალითია.

0
456
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
456
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0