x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
10 ყველაზე სასტიკი მკვლელი ბავშვი
image მკვლელების მანიაკების და მსგავსი ხალხის შესახებ რაიმეს გაგონებისას, გვიცივდება სისხლი ვენებში და ძალიან გვეშინია, მაგრამ ყველაზე საშიშია მაშინ როდესაც ეს მკვლელები ბავშვები არიან.


10 ყველაზე სასტიკი ბავშვი


1. 1993 წელი სინდი კლოვერი და შარლი მერფი გართობისთვის შეუდგნენ მსხვერპლის ძიებას, როგორც წესი ეს იყო ვანდალიზმი ან მანქანის მოპარვა, მაგრამ ეს შემთხვევა გვიჩვენებს თუ როგორი უმოწყალოები იყვნენ ისინი. ერთხელ ისინი მივიდნენ ერთ-ერთ სახლში, კარი გაუღო მოხუცმა ქალმა, ქალბატონმა ისინი შეიპატიჟა სახლში იმის იმედით, რომ ისაუბრებდნენ საინტერესო თემებზე და მიირთმევდნენ ჩაის, თავიდან ყველაფერი ასეც მოხდა, მოხუცის იმედები გამართლდა, გოგონები დიდხანს უყვებოდნენ საინტერესო ამბებს, შემდეგ კი შარლიმ სტაცა ხელი ქალბატონს და ყელში მოუჭირა, ამ დროს სინდი გაიქცა სამზარეულოში რათა მოეტანა დანა, შარლიმ მიიღო სასურველი ნივთი და 28 ჭრილობა მიაყენა მოხუცს.

image



2. ჯონი ვემბელს და რობერტ ტომპსონს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა, მიუხედავათ იმისა, რომ მკვლელობის დროს არცერთი არ გახლდათ სრულწლოვანი.12 თებერვალს 1993 წელს ორი წლის ჯეიმს ბილჯერი დედამ დატოვა შვილი ხორცპროდუქტების
მაღაზიის კარებთან, რადგან ბიჭუნა ცუდად იქცეოდა და ცელქობდა, თვითონ კი შევიდა მაღაზიაში და მალე დაბრუნებას აპირებდა, ქალს არ უფიქრია რომ საერთოდ ვეღარ ნახავდა საკუთარ შვილს. ამავე მაღაზიაში თავისივე საქმიანობას ეწეოდნენ ჯონი და რობერტი შედიოდნენ მაღაზიაში ქურდობდნენ და კლიენტებს ძარცვადნენ. მათ გაუჩნდათ იდეა მოეტაცებინათ ბიჭუნა და შემდეგ მოეხდინათ ბიჭუნას დაკარგვის იმიტაცია, ჯონმა და რობერტმა ძალის გამოყენებით აიყვანეს ჯეიმსი და წაიყვანეს რკინიგზასთან სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ დააწვინეს ბიჭუნა რკინიგზაზე, რათა მატარებელს გადაეარა და გაექარვებინათ ეჭვი, მათი გეგმის მიხედვით ყველას უნდა ეფიქრა რომ ეს უბედური შემთხვევაა, დანაშაული მალევე გაიხსნა ბიჭუნას გატაცების მომენტი მალევე დააფიქსირა სათვალთვალო კამერამ,
ჯეიმსი გარდაიცვალა იმის შემდეგ რაც მატარებელმა გადაუარა.

image


3. სათვალე სქელი ლინზებით ჭორფლები და დიდი ყურები, ეს ყველაფერი არის გვერდითი მოვლენების შედეგი რასაც იწვევს ეპილეფსიის წამალი, რომელსაც მოიხმარდა ერიკ სმიტის დედა მასზე ორსულობის პერიოდში, ესეთი გამოხედვით ერიკი იყო დამცირების და დაცინვის საგანი, სმიტს ბრალი ედებოდა 4 წლის ბიჭუნას მკვლელობაში, 2 აგვისტოს 1993 წელს პატარა ბიჭი იყო გაგუდული 13 წლის მოზარდის მიერ, ფსიქოლოგმა დაადგინა ერიკის ფსიქიკური მდგომარეობა „ემოციური არამდგრადი პიროვნული აშლილობა“ ამ დიაგნოზის მქონდე პირი ვერ აკონტროლებს თავის შინაგან რისხვას, სმიტი დაიჭირეს, იგი ასაჩივრებდა მის განაჩენს 6 წლის განმავლობაში მაგრამ უშედეგოდ.

image


4. ჯორჯ სტინი 16 ივლისს 1944 წელს აშშ-მ დააწესა რეკორდი არასრულწლოვანთა სიკვდილმისჯილობით, სტინი განაჩენის გამოტანის დროს იყო 14 წლის, ჯორჯს
მიუსაჯეს სასიკვდილო განაჩენი, 11 წლის ბეტი მინი კურის და 8 წლის მერის მკვლელობის გამო, გოგონებს აღენიშნებოდათ სასტიკი თავის ქალის დაზიანება, რომელიც ჯორჯმა მიაყენა რელსის კასტილით, იარაღი მკვლელობის ადგილიდან მოშორებით იპოვეს, მკვლელმა განაცხადა რომ თავდაპირველად ინტიმური კავშირის

დამყარება სურდა გოგონებთან, მაგრამ ყველაფერი მკვლელობით დასრულდა. სტინი აღიარეს დამნაშავედ მკვლელობის პირველ კატეგორიაში და მიუსაჯეს სასიკვდილო
განაჩენი ელექტრო სკამზე.

image


5. სპრინგფილდი 1998 წლის 20 მაისი. კიმი გამოაგდეს სკოლიდან რადგან მას სურდა მოპარული იარაღის ყიდვა თანაკლასელისგან, ყველაფერი მოყვა პოლიციაში და შემდეგ იგი გაუშვეს, სახლში მისვლის შემდეგ კიმის მამამ განაცხადა რომ მას მოუწევდა სკოლა ინტერნატში გაგზავნა პოლიციასთან უთანამშრომლობის გამო. 15:30 წუთზე
კიმმა გამოიღო იარაღი, რომელიც დამალული იყო მამამისის ოთახში, დატენა, გავიდა სამზარეულოში და მოკლა მამამისი. 18:00 წუთზე სახლში დაბრუნდა კიმის დედა კიმმა ასევე მოკლა დედამისიც, შემდეგ მან განაცხადა რომ არ უნდოდა რაიმე პრობლემა შექმნოდათ მის მშობლებს სკოლაში მომხდარის გამო. 21 მაისს 1998 წლის 21 მაისს კიმ კელი მივიდა სკოლაში დედამისის მანქანით, მას ეცვა გრძელი პალტო, რათა დაემალა დანა, თოფი და ორი პისტოლეტი, მან მოკლა 2 მოსწავლე და 24 დაჭრა, იარაღის გადატენვისას რამდენიმე მომსწავლემ მოახერხა მკვლელის შეჩერება, 1998 წლის ნოემბერში კიმ კელს მიუსაჯეს 111 წელი, განაჩენის გამოტანის დროს მკვლელმა
ბოდიში მოუხადა სასამართლოს მშობლების და მოსწავლეების მკვლელობის გამო.

image


6. მერი - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გოგონა დიდ ბრიტანეთში, 1968 წელს როდესაც მერი იყო 11 წლის, თავის 13 წლის მეგობარ გოგონასთან ერთად გაგუდა ორი ბიჭი, სამი წლის ბრაიანი გარდაცვლილი იპოვეს მთის ძირში, ბრაიანის თმები ალაგ-ალაგ იყო აჭრილი, ფეხებზე პატარა ბიჭუნას აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც სავარაუდოდ მაკრატლით იყო მიყენებული, რამდენიმე დღით ადრე ნაპოვნი იყო 4 წლის მარტინ ბრაუნის ცხედარი, როდესაც გამოძიება გავიდა მერის კვალზე მან ყველაფერი აღიარა, შესაძლებელია მერის ოჯახის მდგომარეობამ ჩაუყარა საფუძველი ამ ამბებს, რადგან მერი ფიქრობდა რომ იგი არის უბრალო დამნაშავის ბილი ბელის შვილი, მაგრამ დღემდე არ არის ცნობილი ვინ არის გოგონას ბიოლოგიური მამა. მერი ასევე ამბობდა რომ მისი დედა ბეტი, რომელიც იყო სექსმუშაკი 4 წლიდან აძალებდა გოგონას სექსუალური ურთიერთობის დამყარებას მამაკაცებთან. გოგონა გაანთავისუფლეს 23 წლის შემდეგ, ახლა კი იგი ცხოვრობს სხვა სახელითა და გვარით, ეს საქმე ასევე ცნობილია, როგორც მერი ბერის საქმე.

image


7.ალისა ბუსტმანტი - ალისა დეტალურად გეგმავდა მკვლელობას მან კარგად შეარჩია დრო და 21 ოქტომბერს თავს დაესხა მეზობელ გოგონას. 15 წლის მოზარდმა ჯერ გაგუდა 9 წლის მსხვერპლი შემდეგ დანით მიაყენა ჭრილობა, როდესაც ალისა გამოიძახეს დაკითხვაზე მან იმ წუთას აღიარა დანაშაული, მან ასევე პოლიციელებს აჩვენა ადგილი სადაც დამალა ცხედარი, ალისამ განაცხადა, რომ სურდა გაეგო რას განიცდიან მკვლელები.

image


8. 15 წლისთვის ვილის ანგარიშზე იყო დაახლოებით 2000 დანაშაული ბიჭუნა, არ იცნობდა მამამისს მაგრამ იცოდა რომ იგი დაპატიმრებული იყო მკვლელობის გამო, მან ჩათვალა ეს საქციელი კაცური და მისაბაძი, ამ დროს აშშ-ს კანონში არ იყო მიღებული არასრულწლოვანთა დასჯა, ამიტომ იგი თავდაჯერებულად მოძრაობდა ქუჩებში
დანით ან იარაღით, 1978 წლის 19 მარტს მან იარაღის გამოყენებით მოკლა მოიზეს პერესი ხოლო 27 მარტს მისი მოგვარე ნოელ პერესი, სწორედ ვილის საქმიანობამ ჩაუყარა საფუძველი, აშშ-ს მოქმედ კანონს, რომლის მიხედვითაც 13 წლამდე ბავშვებს დასჯიანა, როგორც სრულწლოვნებს ზედმეტი სასტიკი დანაშაულისთვის.

image


9. 39 წლის ჯონი და მისი არასრულწლოვანი 10 წლის ჯენიფერი და 8 წლის მელისა იპოვეს გარდაცვლლები საკუთარ სახლში. ადგილობრივი მთავრობა ვარაუდობდა, რომ მკვლელობის მთავარი მოტივი იყო ძარცვა, ხოლო როცა დამნაშავე შენიშნეს იგი აფექტის მდგომარეობაში დაეუფლა დანას და სასტიკად გაუსწორდა სახლის პატრონს. პოლიცია თვლიდა რომ დამნაშავე ამავე უბნის მცხოვრები იქნებოდა და მას უნდა ჰქონოდა ჭრილობა ხელზე, გრეგი ამავე დღეს იქნა დაკავებული მას ხელზე ბინტი ქონდა შემოხვეული, მისი თქმით ხელი დაიზიანა მაშინ როდესაც იგი მანქანის
მინას ამსხვრევდა, პოლიციამ არ დაიჯერა მისი მონათხრობი და გადაწყვიტეს გაეჩხრიკათ მისი ოთახი. ოთახში აღმოჩენილი იყო დანა, ხელთათმანები და სხვა ნითები, რომლებიც მიუთითებდნენ გრეგის მონაწილეობაზე, მან ასევე აღიარა ორი წლის წინანდელი მკვლელობა. მას მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა, განაჩენის გამოტანიდან მეორე დღეს გრეგს შეუსრულდა 16 წელი.

image


10. 1996 წლის 2 თებერვალს ბარიმ ჩაიცვა თავისი საუკეთესო კოვბოის კოსტუმი და მიემართებოდა საკლასო კაბინეტში, სადაც უტარდებოდა ალგებრის გაკვეთილი, ბარის თანაკლასელების უმრავლესობამ მისი კოსტუმი მიიჩნია სასაცილოდ და თვითონ ბარი უჩვეულო, მათ არ იცოდნენ რა იმალებოდა ამ კოსტუმის ქვეშ, ეს კი იყო ორი პისტოლეტი თოფი და რვა ტყვია, მან გახსნა ცეცხლი და მისი პირველი მსხვერპლი გახდა 14 წლის მანუელა, რამდენიმე წუთის შემდეგ მან მოკლა კიდევ რამდენიმე მოსწავლე, შემდეგ აიყვანა მოსწავლეები მძევლად რამდენიმე წუთი, შემდეგ მწვრთნელმა მოატყუა ბიჭუნა და გაანეიტრალა სიტუაცია, ბარი ყვიროდა „ეს ხომ ალგებრაზე საიტენრესოა არა?!“ ამ დროისთვის ბარი იმყოფება პატიმრობის ქვეშ, მას მიუსაჯეს 205 წელი.

image



წყარო: „PlusGeorgia“

ვიდეო:

0
598
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
598
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0