x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
„ვაიტაფონი“ და „მუვიტონი“

imageშემოქმედებითი ა ფინანსური პრობლემების გზაზე შემდგარი კინოკომპანია „უორნერ ბრაზერსი“ შეეცადა რაიმე ნოვაიცით დაპირისპირებოდა უშუალო კონკურენტებს. სემ ურნერი გულმოდგინედ გაეცნო „ვესტერნ ელექტრიკის გამოცდილებას, ნახა მისი ცდები და ძმები დაიყოლია, რათა ბიზნესი გაეფართოებინათ ამ ახალი ტექნოლოგიით. მათ იჯარით აიღეს „ვესტერნ ელეექტრიკის“ დისკზე ხმის ჩაწერა-რეპროდუქციიას სისტემა, სახელად „ვაიტაფონი“, რომლის საშუალებით გადაიღე პოპულარუი ვოდევილების გახმოვანებული ნაწყვეტები. ურნერებმა თავის რამდენიმე კინოთეატრში დაამონტაჟეს ელექტროაპარატურა, რაც მიიღებდა და გააძლიერებდა ხმას და დაიწყეს ახლებური სეანსები - ერთ სრულმეტრაჟიან უხხმო ფილმთან ერთად ჩვენებდნენ ხმოვან ნაწყვეტებს, რგორც სიახლეს.
1926 წლის ზაფხულისთვის უორნერებმა დიდი რეკლამა გაუწიეს „ვაიტაონს“ როგორც უკანასკნელ ტექნოლოგიურ საოცრებას და 6 აგვისტოს ნიუ-იორკში, „უორნერს სიეთრში“ მოაწყო პირველი სრულმეტრაჟიანი ხმოვანი კინოსურათის „დონ ჟუანის“ პრემიერა.
სხვა ამერიკული კომპანიების უმრავლესობა დუმდა და არაფერს აკეთებდა უორნერების გამოწვევის საპასუხოდ. მხოლოდ უილიამ ფოქსმა გამოთქვა სურვილი ჩართულიყო შეჯიბრში. მასთან დე ფორესტისაგან გადავიდა თეოდორ ქეიზი, რომელსა ჰქონდა გამოგონებული კინოფირზე ხმის ჩაწერის ახალი სისტემა „მუვიტონი“. ფოქსს არ სწამა, რომ „მოლაპარაკე“ მხატვრულ კინოსურათები ოდესმე რაიმე პოპულარობას მიაღწევდა მას უფრო მუსიკალური გახმოვანება აინტერესებდა. მან აღჭურვა თავისი კინოდარბაზების ერთი ნაწილი შესაბამისი კინოაპარატურითა და ხმის გამაზლიერებლებით.ძველსა და გამოცდილ კინომეწარმეს უნდოდა, რომ ეს პრაქტიკა სხვა კინოთეატრების მფლობელებსაც გამოეცადათ და თავიდან მოეშორებინათ ორკესტრები. 1926 წლის დეკემბერში ძმებმა უორნერებმა და უილიამ ფოქსმა მოილაპარაკეს რომ ერთმანეთს მისცემდნენ გახმოავები სისტემების გამოყენების ლიცენზიებს.

0
30
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0