x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ფოტოგრაფი, რომლის ნამუშევრები The New York Times Magazine, National Geographic, Sports Illustrated, Time და Newsweek-ში იბეჭდება (+35 ფოტოშედევრი)
image

image

imageამ განსაკუთრებული, უნიკალური, ხედვის ფოტოგრაფის და რეჟისორის ნამუშევრები ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებს ეძღვნება. კერძოდ, მან გადაიღო ქარიშხალი «კატრინი» აშშ-ში და ომი პაკისტანში. მისი ფოტოსურათები არაიეთხელ დაბეჭდილა, ისეთ ცნობილ გამოცემებში, როგორებიც არის: The New York Times Magazine, National Geographic, Sports Illustrated, Time და Newsweek.

ვინსენტ ლაფორეტი (Vincent Laforet) არის 2010 წლის საერთაშორისო რეკლამების ფესტივალის — «კანის ლომის» (Cannes Lions) სამგზის გამარჯვებულია, ნომინაცებში: საუკეთესო ფოტოგრაფი, რეჟისორი, კინომატოგრაფი და ასევე არის, პულიტცერის პრემიის (ამერიკული ჯილდო, ბეჭვდვით ჟურნალისტიკაში) ლაურიატი.

ვინსენტი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. მისი თითოეული ნამუშევარი ადამიანებისთვის, ნამდვილად რომ შთააგონების წყაროა.image

გთავაზობთ ინტერვიუს ფოტოხელოვანთან, რომელიც სრულად წარმოაჩენს მის დამოკიდებულებას საკუთარი პროფესიის და ხელოვნების ამ დარგისადმი:

imageსაკუთარ თავს, პროფესიული თვალსაზრისით, როგორ დაახასიათებდით?
— როგორც ადამიანს, რომელიც გამუდმებით ახალ იდეებს, ახალ ტექნოლოგიებს ეძებს, რომლებიც ისეთ ფოტოს გადააღებინებს, ჯერ რომ არავის გადაუღია.

რაიმე სახის სირთულე თუ შეგქმნიათ მუშაობის დროს, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გემახსოვრებათ?
— ყველაზე დიდი ემოცია, გადაღების დროს — ემპაირ სტეიტ ბილდინგის მწვერვალზე განვიცადე — იქ დაზღვევის გარეშე ყოფნა, ნამდვილად რომ სიგიჟე იყო. მაგრამ, ნიუ-იორკზე ისეთი ხედი იშლება... საკუთარ თავზე ფიქრის გარდა, დავაებაც გაქვს — საუკეთესო კადრი უნდა გადაიღო. ძლიერი ქარის პირობებში, როდესაც გრძნობ, როგორ ქანაობს მრავალსართულიანი შენობა... ის მართლაც, რეალურად ქანაობდა. ეს ყველაფერი, ნამდვილად რომ დაუვიწყარია.


image


საიდუმლო კამერა მართლა გაქვთ?
— ეს საიდუმლო არ არის. ახლა RED Epic კამერით ვიღებ — კადრი 14 მეგაპიქსელის ეკვივალენტურია, ფორმატი RAW, გადაღების სიჩქარე — 120 კადრი წამში! ეს უბრალოდ კამერა არ არის, ეს — კინოკამერაა, რომლითაც მაგ., ფილმი «პრომეთე» არის გადაღებული (2012 წ. რეჟ. რიდლი სკოტი).


image


ვისთან ისურვებდით თანამშრომლობას?

— ძალიან მინდა რიდლი სკოტთან და სტივენ სპილბერგთან მუშაობა. ამ ადამიანების ფილმები («სამართებელზე მორბენალი», «უცხო», «შინდლერის სია» ...) არაერთხელ გამხდარა ჩემი შთაგონების წყარო.



image


როგორ ფიქრობთ, ფოტოგრაფიაში რა არის დაუფასებელი და რა, გადაჭარბებული?
— ვფიქრობ, რომ დაუფასებელი ფოტოგრაფის ხედვა, მოთმინება და ბავშვებისადმი ყურადღება არის. ხოლო, გადაჭარბებული — მოწყობილობის მნიშვნელობაა.

რომელი პროექტით გაგიცნოთ ფართო საზოგადოებამ?
— ასეთი ორი იყო: პირველი «Reverie», — Canon 5D MKII სარკისებურ ფოტოკამერაზე გადაღებული ვიდეო და ბოლო დროს, კიდევ ერთი ნამუშევარი, სახელწოდებით «Mobius»-ი — ეს მოკლე ფილმია, რომელიც Canon C300-ის პრეზენტაციისთვის გადავიღე.image

image

imageცნობილი ციტატა, რომელიც შთაგაგონებთ?
— «ყველაფერი უკვე გაკეთებულია. თითოეული ისტორია მოყოლილია, ყველა სცენა გადაღებულია. ჩვენი სამუშაო ის არის, რომ ეს ყველაფერი, უფრო კარგად გავაკეთოთ.»

სტენლი კუბრიკი

ფოტოშედევრების მცირე ნაკრები, ვინსენტ ლაფორეტის პორტფოლიოდან:imageimage

ეს დადგმული სცენაა. Acroback ჯგუფის წევრის მიერ შესრულებული პარკურის ილეთი
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageყველაზე საოცარი «ბაღები» პლანეტაზე
10 ყალბი ფოტო, რომელმაც ინტერნეტში დიდი ხმაური გამოიწვია

ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს

ადამიანები და ცხოველები: ცნობილი ფოტოხელოვანის უნიკალური ფოტო-სერია – როდესაც ყველა ზღვარი იშლება...

0
58
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0