x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
5 ყველაზე გასაოცარი ბუნებრივი მოვლენა დედამიწაზე.
image ბუნება მეცნიერული შესწავლის ძირითადი საგანია, მასში შედის ყველაფერი ცხოველური, მცენარეული და მინერალური. ყველა ნატურალური რესურსი და მოვლენა:ქარიშხალი ჭექა-ქუხილი, მიწისძვრა და ა.შ. ხდება ბუნებრივა.


5 ყველაზე გასაოცარი ბუნებრივი მოვლენა დედამიწაზე.


1.კატატუმბო - ვისაც ჭექა-ქუხილის ეშინია ამ ადგილზე ყოფნას არ ვუსურვებდი. ამ მოვლენას კატატუმბოს ელვას უწოდებენ. ეს ბუნებრივი ფენომენი თავს იჩენს მდინარე კატატუმბოს და ტბა მარაკაიბოს შეერთების ადგილას ვენესუალაში. ელვა აქ პრაქტიუკულად ყოველ ღამეა, წელიწადში 200 დღემდე და არ წყდება 10 საათის განმავლობაში.

image



2.ხეები ქსელში - პაკისტანში მეტად უჩვეულო მოვლენის მომსწრენი გახდნენ, სადაც ხეები იმდენად ხშირ ქსელშია გახვეული, რომ ბამბის ნაყინს წააგავნან, ეს გამოიწვია მაშტაბურმა წყალდიდობამ, რის შემდეგაც ხეზე ბუდეები გაიკეთა უამრავმა ობობამ, მათი კონცენტრაცია იმდენად დიდი იყო, რომ ფოთლები სულ დაფარეს, ადგილობრივები აღნიშნავენ რომ ობობის გამრავლებით საგრძნობლად შემცირდა კოღოების რაოდენობა.

image


3.ჯოჯოხეთის კარიბჭე - გასაოცარი ადგილი, რასაც მართლაც ვერ წარმოიდგენდით, მაგრამ ფაქტია რომ ჯოჯოხეთის კარიბჭე ბუნებრივი აირის საბადოა თურქმენეთში, იგი მდებარეობს საჰარის პროვინციის სოფელ დერვაზაში. წარმოადგენს ბუნებრივი აირის წყაროს, რომელიც შეუწყვეტლივ იწვის. ის არ ჩამქრალა მას შემდეგ რაც პირველად აანთეს საბჭოთა ნავთობ ქიმიკოსებმა 1971 წელს.

image4.ჩრდილოეთის ციალები - პოლარული ციალი, ორივე ნახევარსფეროს მაღალი განედების სარტყელის ზოლებში აღინიშნება, რომელთაც დედამიწის მაგნიტური
სარტყელი არტყავს, პოლარული ციალი გაზაფხულზე და შემოდგომაზე უფრო ხშირია ვიდრე ზამთარში და ზაფხულში. პოლარული ციალი გამოყოფს ჭარბი რაოდენობით
ენერგიას, პოლარული ციალი ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან, რამდენიმე დღემდე გრძელდება.

image5.ლინზური ღრუბელი - მთიან რეგიონში შესაძლოა წავაწყდეთ უჩვეულო მოვლენას, ლინზის ფორმის ღრუბელი ეკიდება ჰაერში ხმელეთის პირდაპირ და აღარ გადაადგილდება.რაც არ უნდა ძლიერი ქარი იყოს. ასეთი ღრუბლები ამოუცნობ მფრინავ ობიექტს უფრო გავს ვიდრე ბუნებრივ მოვლენას.

image


წყარო: „ELL Channel“

ვიდეო:



0
588
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
588
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0